თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა.
იმისათვის, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესმა თავისუფალ, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს, კომისია მოუწოდებსსაარჩევნო ადმინისტრაციას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, 12 ნოემბერს, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებში არდაუშვან ე.წ. სამაგიდო სიებიდან ინფორმაციის, მათ შორის, პირადი ინფორმაციის, გამოთხოვა იმის გასარკვევად, მიიღო თუ არა მონაწილეობა ამომრჩეველმა ხმისმიცემის პროცესში.
უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ სამაგიდო სიების გამოყენება მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ეჭვქვეშ აყენებს კენჭისყრის ფარულობას. გარდა ამისა,ინფორმაცია შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისაყვანად.












