• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ეკო ქოხები მესტიაში” – ჯადოსნური გარემო ოთხივე სეზონზე

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ეკო ქოხები მესტიაში” – ჯადოსნური გარემო ოთხივე სეზონზე
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბიზნესი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო და დეტალები, რამაც მისი წარმატება განაპირობა – ამ მასალაში გაგაცნობთ, რას სთავაზობს სტუმრებს “ეკო ქოხები მესტიაში”. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმშვიდე, სიმყუდროვე – უბრალოდ, საოცარი ხედები – ყველაფერი ერთად, ცხადია, შთამბეჭდავი სანახაობაა. უფრო დეტალურად, “თბილისი თაიმსს” თანადამფუძნებელი, მირანდა აღაპიშვილი ესაუბრა.

რამდენი ხანია, „ეკო ქოხები მესტიაში“ მსურველთათვის ხელმისაწვდომია?
ჩვენი ბიზნესი დავიწყეთ 2019 წლის მაისში. 2019 წლიდან დღემდე აქტიურად ვმასპინძლობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს. ბაზარზე წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას უკვე მეოთხე წელია.
 
რა იყო მიზანი, რის გამოც აღნიშნული იდეა გაჩნდა?
აღნიშნული იდეა გაგვიჩნდა მესტიაში ტურიზმის სწრაფი განვითარებისა და ტურისტულ ბაზარზე ახალი შეთავაზების შექმნის მიზნით. 2019 წლამდე ოჯახურ სასტუმროში ვიღებდით სტუმრებს და გვქონდა პოტენციალი და უძრავი ქონებრივი რესურსი, შეგვექმნა მაღალი ხარისხის ადგილობრივ გარემოზე ადაპიტრებული პროდუქტი მესტიის ცენტრიდან 5 – 10 წუთის სავალზე. მესტიაში ჩამოსული დამსვენებელი ეძებს მყუდრო, იზოლირებულ და თვითმყოფად გარემოს. შევეცადეთ, ჩვენი კონცეფცია დაგვეფუძნებინა ბუნებაზე, რადგან ბუნება ჩვენი მთავარი უპირატესობაა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ბიზნესის ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეების შენაჩუნება, აქ ჩამოსული სტუმარი ნახავს არყის, ნაძვის, წიფელის, ფიჭვის ხეებს, ასევე, ვაშლის, მსხლის და სხვა ხილის ბაღს. ჩვენი იდეის განხორციელებისას ხე-ტყე არ გაჩეხილა. მხოლოდ მიწის სამუშაოები და ბუჩქნარისგან ადგილის გასუფთავება განხორციელდა.
ვიფიქრეთ, რომ ეკომეგობრული ტურისტული მომსახურების განვითარება, როგორიცაა “ეკო ქოხები მესტიაში”, მოიზიდავდა ნებისმიერი ასაკის, სქესის თუ სფეროს ინტერესთა ჯგუფებს, ვინც ოჯახთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ერთად მაღალმთიან რეგიონში ტყისპირა ხის ქოხებში ღამისთევასა და აქტიურ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას.
რაც უმნიშვნელოვანესია, ვიფიქრეთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი მნიშვნელოვანი იქნებოდა ადგილობრივი განვითარებისთვის, რადგან ჩვენთან მოსული სტუმარი თავისთავად ხელს უწყობს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლოების შემოსავლების გაზრდასა და რეგიონის პოპულარიზაციას.
 


დეტალურად, რა სერვისებს სთავაზობთ სტუმრებს?
ჩვენი მომსახურება მდებარეობს მესტიაში, ზღვის დონიდან 1545 მეტრზე, ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ღამისთევასა და დასვენებას.
ჩვენს მიერ შექმნილი ობიექტი მდებარეობს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის და ჰაწვალის საბაგირო გზის სიახლოვეს, იზოლირებულ ტყიან ადგილას.
ამ ეტაპზე, ჩვენი მომსახურება მოიცავს ერთ ოთხადგილიან და მეორე ხუთადგილიან ხის ხელნაკეთ კოტეჯებს. მოკლევადიან პერსპექტივაში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესგეგმით გათვალისწინებული გვაქვს მესამე სამადგილიანი მშენებარე კოტეჯის დასრულება 2022 წლის ოქტომბრისთვის, ხოლო მეოთხე ოთხადგილიანი კოტეჯის მონტაჟი – 2023 წლის მაისში. კვების მომსახურების დამატება და სხვა ეკომეგობრული აქტივობების განხორციელება.
 
როგორია ინტერესი უცხოელების მხრიდან?
ინტერესი უცხოელების მხრიდან განსაკუთრებით მაღალია როგორც ზაფხულის, ასევე – ზამთრის სეზონებზე. აღსანიშნავია, რომ მესტია ოთხსეზონური მთის კურორტია, სადაც შესაძლებელია ზაფხულში ლაშქრობა, ბუნებაში მოგზაურობა და კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა, ზამთარში სამთო-სათხილამურო კურორტებზე თხილამურით და სნოუბორდით სრიალი, ფეხით სეირნობა, მუზეუმების მონახულება და ა.შ. უცხოელ მომხმარებელს სხვა მსგავს ობიექტებთან განსხვავებით, ჩვენს მომსახურებაში იზიდავს რამდენიმე მხარე, პირველი, რომელსაც აღნიშნავენ ეს არის ქოხების უნიკალური ადგილმდებარეობა, რადგან ჩვენი ობიექტი მდებარეობს მესტიის ცენტრიდან 5-10 წუთის სავალზე, კვების ობიექტებთან, საბაგიროსა და მუზეუმთან ახლოს მეორე, თვალწარმტაცი ბუნება და სიყვარულით მოწყობილი ქოხები, მესამე, გულთბილი მასპინძლობა, სისუფთავე და მომსახურების მაღალი დონე. სრულყოფილად აღჭურვილი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ხის ქოხები, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარით: სამზარეულო, სველი წერტილები, ზამთარში ბუხრები, ცივი და ცხელი წყალი, უფასო ინტერნეტი. ხოლო ეზოში შესაძლებელია კოცონის დანთება და ბარბექიუს მოწყობა.
2021 წელს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა და დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ დავამონტაჟეთ მზის ჰიბრიდული მიკროელექტრო სადგური, რომელიც კოტეჯებს 24-საათიანი უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან მესტიაში ელექტროენერგიის წყვეტილად მიწოდების საფრთხე დგას, ხოლო განახლებადი ენერგიის არსებობა უცხოელ მომხმარებელს იზიდავს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე – უწყვეტი ელექტროენერგიის კუთხით.


 
საინტერესოა ქოხების დიზაინი – როგორია ისინი?
ქოხები დაპროექტებულია დამფუძნებელების მიერ, რომლებიც არიან ადგილობრივები, გიორგი და ნარიმან ჯაფარიძეები. მათ მიერ ხელით არის შექმნილი თითოეული ქოხის ფასადი და ინტერიერი, საძინებლის ავეჯი, სამზარეულო, აბაზანა. ქოხების დიზაინი, პირველ ყოვლისა, მორგებულია ადგილობრივ ბუნებრივ გარემოსა და მომხმარებლების ინტერესებს. დიზაინში გაერთიანებულია მთის, ბუნებისა და ხის ელემენტები, რაც გარემოს მყუდროს, იზოლირებულსა და უნიკალურს. დიზაინის შექმნასა და ქოხების კეთილმოწყობაში გავიზიარეთ სოციალურ არხებზე განთავსებული გამოცდილება და არსებული მსგავსი ობიექტების დიზაინები.
ქოხების უნიკალურ დიზაინში იგრძნობა, თუ რამდენი სიყვარული და ძალისხმევაა ჩადებული ამ ადგილას. დიზაინის მთავარი კონცეფცია ბუნებრივი იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება და დამსვენებლებისთვის მყუდრო გარემოს შექმნაა.

Share9Tweet6

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

საფრანგეთში ქართველი ქალი მოკლეს: ბრალდებულია მისი ყოფილი ქმარი – რას წერს ფრანგული მედია?

საფრანგეთში ქართველი ქალი მოკლეს: ბრალდებულია მისი ყოფილი ქმარი – რას წერს ფრანგული მედია?

9 months ago
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ქართული  მართლმადიდებლური ტაძარი იკურთხა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი იკურთხა

6 years ago
პირდაპირ ეთერში მოკლული ჟურნალისტის მამა ბარაკ ობამას მიმართავს

აშშ-ი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

10 years ago
დღესდღეობით საქართველოს გზა ევროპისკენ გადის უკრაინაზე

დღესდღეობით საქართველოს გზა ევროპისკენ გადის უკრაინაზე

12 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by