• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”
27
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ემოციური მიზეზი, რაც ამ  კონკრეტულ საქმიანობას დაედო საფუძვლად და შედეგი, რამაც იდეის ავტორს ძალიან დიდი ენთუზიაზმი შემატა – ჩვენ ახლა სენსორულ-განმავითარებელ სათამაშო წიგნებზე გიყვებით. დასაწყისში, იზა სამუშიას ვერც კი წარმოდგინა, რომ მისი პროდუქტი ასეთ ფართო  მასშტაბებზე გავიდოდა და შეთავაზება ასეთი მოთხოვნადი იქნებოდა. IziCrafts – ეს მისი ფერადი საქმიანობის სახელწოდებაა. “თბილისი თაიმსს” ის თავად ესაუბრა.

დეტალურად რომ გვითხრათ, რას ამზადებთ პატარებისთვის?
ვამზადებ სენსორულ-განმავითარებელ სათამაშო წიგნებს. ეს არის ერთგვარი მრავალფუნქციური სათამაშო, რომლის მიზანია, სხვადასხვა სათამაშო აქტივობის დახმარებით, განავითაროს პატარების როგორც ნატიფი მოტორიკა, ისე – გონებრივი უნარ-ჩვევები, რომელიც აუცილებელია პატარა ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში.  
 
რატომ გადაწყვიტეთ, ამ მიმართულებით შეგეთავაზებინათ პროდუქტი საზოგადოებისთვის?
სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომედგინა, რომ ჩემი წამოწყება შეფუთულიყო პროდუქტის სახით და საზოგადოების მხრიდან მოთხოვნაც გაჩენილიყო. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ჩემს სამეგობროში მომრავლდნენ პაწაწინები და, შესაბამისად, მათთვის საჩუქრის შერჩევის სიხშირეც გაიზარდა. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, საინტერესო, ორიგინალური და ამავდროულად გასართობი საჩუქრის მოძიება საკმაოდ რთულია, ან  არაბუნებრივად ძვირი სიამოვნებაა. ჩემთვის საჩუქრის შერჩევა ძალიან საკრალური პროცესია და მოვალეობის მოხდას არ უდრის არცერთ შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ მოზარდებზეა საუბარი. შესაბამისად, რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა, რომ გადავწყვიტე – თავად შემექმნა ალტერნატივა. ალბათ, ყველა პატარა ბავშვის ოცნებაა, იმ ზღაპარში ამოყოს თავი, რომელსაც ძილის წინ უყვებიან, ასე დაიბადა იდეა, რომ ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი. პირველად ჩემი მეგობრის პატარისთვის მოვიფიქრე აქტივობები, რომლებიც გადავწყვიტე, წიგნივით ამეკინძა. რატომღაც მივიჩნიე, რომ წიგნებთან ურთიერთობის დაწყების საუკეთესო საშუალება თამაში იქნებოდა. ასე განსხეულდა ჩემი იდეა, რომელსაც მოყვა მეორე, მესამე და, ჩემდა გასახარად, საზოგადოების მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურებაც.

რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები  სხვებისგან?
ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც პასუხი ალბათ ობიექტურმა დამკვირვებელმა უნდა გასცეს, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული ნამუშევარი, რომელიც შემიქმნია, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩემი არცერთი ნამუშევარი არ ჰგავს წინას იმიტომ, რომ თითოეული მათგანი შეიქმნა კონკრეტული ადამიანისთვის, რომელსაც აქვს განსხვავებული ინტერესები და განსაკუთრებული საჭიროებები.
 
საინტერესოა, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მათ ქმნით?
ემოციები, რომლებსაც პასუხად ვიღებ, არის უმთავრესი ამ საქმეში. მერწმუნეთ, თუ ამ ყველაფერს შეხედავთ, როგორც უბრალოდ სამოქალაქო ბრუნვაში ჩასაშვებ პროდუქტს, არ გამოგივათ. შესაბამისად, მუშაობის პროცესში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – მჯეროდეს, რომ დრო და ენერგია, რომელსაც ვხარჯავ, აუცილებლად გარდაიქმნება დადებით ემოციად. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა დეტალს მოვეკიდო განსაკუთრებული ყურადღებით, თითქოს, ამ ყველაფერს ჩემივე თავის პატარა ვერსიისთვის ვქმნიდე. საბოლოოდ, გამოდის ის, რაც გამოდის და, საბედნიეროდ, საპასუხო დადებითი ემოციებით მუდმივად სავსე ვარ.

რას გვეტყვით მომხმარებლებზე – დიდია მათი რიცხვი?
მე ვიტყოდი, რომ საჭიროება არის ძალიან დიდი. ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოვყო შეზღუდული შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პატარები, რომლებისთვისაც მათ ინდივიდუალურ საზრუნავებს და საჭიროებებს მორგებული სათამაშოები არის პრაქტიკულად მიუწვდომელი. სიმართლე რომ გითხრათ, ამ საჭიროებების მასშტაბები და მნიშვნელობა მხოლოდ მას შემდეგ გავიაზრე, რაც ჩემი წიგნები ფართო საზოგადოებას გავაცანი და მათმა გამოხმაურებებმა მოაღწია ჩემამდე, რისიც, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან მრცხვენია. ამავდროულად, მიხარია, რომ რაღაც ძალიან ძალიან უმნიშვნელო, იმედი მაქვს – დადებითი როლი მეც შევასრულე ამ ადამიანების ცხოვრებაში.
 
Share11Tweet7

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

საინტერესო

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

9 years ago

გიორგი მარგველაშილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ულოცავს

12 years ago
ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

9 years ago

დღეს მცხეთაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

13 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by