• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ გაიყიდა და ვინ იყიდა ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო?

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო გაიყიდა! როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას, განცხადება, ეს დასტურდება ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ოფიციალურად დამოწმებული საბუთებით, ამის შესახებ აქვეყნებს გაზეთი „კვილის პალიტრა“ სტატიას.

დოკუმენტების თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობად შერაცხილი სასახლის ეზო, სადაც კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ტოტიც ვერ უნდა მოტეხონ, აღარც სასახლეს ეკუთვნის და აღარც – სამინისტროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით, 2012 წლის პირველ ნახევარში მიწის უზარმაზარი ფართობი რეგიონულ სახელმწიფო სტრუქტურას – სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურს – წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუკანონა. ეს ორგანოც ნელ-ნელა შეუდგა მიწის დაქუცმაცება-გაყიდვას. ამჯერად მუზეუმის ხელმძღვანელობისთვის ცნობილია მხოლოდ ერთ-ერთი მყიდველის – ზუგდიდელი ვინმე ლევან ქარდავას ვინაობა. ის არის უკანონოდ გაყიდული მიწის ნაწილის – 995 კვ.მ.-ის მეპატრონე. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს ამ მიწას თვალი  ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამ დაადგა, რასაც იმ დროს შევარდნაძის ოპოზიციაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტი მოჰყვა.

ლილი ბერაია, დადიანების სასახლის დირექტორი: – თავის დროზე დადიანების სასახლე და ეზო უზურფრუქტით გადმოგვცა სახელმწიფომ. გადავწყვიტე, ყველა დოკუმენტი მომეწესრიგებინა საჯარო რეესტრში. შევაგროვე საბუთები და წესისამებრ, მივმართე კულტურის სამინისტროს, რომელმაც საბუთები გაუგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს ქონების განმკარგველს. იქიდან მოვიდა წერილი, აზომვითი ნახაზი არასწორად გაქვთ გაკეთებული, რადგან ეზოს ნაწილი ეკუთვნის საპატრიარქოს (ალბათ, სასახლის მიმდებარე დადიანების კარის ეკლესიისათვის), ნაწილი კი გაყიდულია კერძო პირზეო. დავიბენი, ვერაფერს მივხვდი. როგორ შეიძლებოდა მუზეუმის ეზო გაყიდულიყო და ამის შესახებ არაფერი მცოდნოდა?! ან თუ ასეთი რამ მოხდა, რატომ არ იყო ეს აღნიშნული საჯარო რეესტრის დოკუმენტებში? ისევ მივედი რეესტრში და ამოვაღებინე ორი ნახაზი: ძველი, 2008 წლის და 2012 წელს განახლებული. განახლებულ ვარიანტს მოჰყვება ეზოს ნახაზიც მისამართით – გამსახურდიას ქ. #1ა. მისამართმაც გამაკვირვა. 2008 წელს ჩვენი მისამართი იყო გამსახურდიას ქ. #1. ვერ მივხვდი, რატომ გაიყო ნომრები. დავიწყე კვლევა. გაირკვა, რომ ქონება, ანუ მიწა – 38 510 კვ.მ ფართობის ეზო – სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურის სახელზეა გაფორმებული და მას აქვს გაყიდვის უფლებაც.

რის საფუძველზე გადაეცა ამ სამსახურს დადიანების სასახლის ეზო, ან როდესაც გადაეცა, თქვენ რატომ არავინ გითხრათ ეს?
მეც მაგას არ ვჩივი? მხოლოდ ახლა მაჩვენეს ამ სამსახურის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი, გადმოგვეცით ეს მიწაო. ასე ქურდულად, უსინდისოდ,  კანონის, მორალის გვერდის ავლით, უღირსმა ჩინოსნებმა კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული მიწა გაყიდეს. ვინმე ლევან ქარდავამ იყიდაო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყიდა? თან კვალის არევის თუ თვალის ახვევის მიზნით, იცით, როგორ დაარეგისტრირეს ეზოს ფართობი? სასახლეები არ ჩანს ანუ რეესტრის მონაცემების მიხედვით, დადიანების, ეკატერინეს, ნიკოს სასახლეები არ არსებობს. ალბათ, ეზოს რომ დაინაწილებდნენ, მერე დაარეგისტრირებდნენ შენობებს და რომ დასცლოდათ, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანის გაყიდვაც ეცადათ. საჯარო რეესტრში გაოგნებული დავჩერებოდი ნახაზს და ვკითხულობდი, სასახლეები სად არის-მეთქი? რეესტრის თანამშრომლებიც მხრებს იჩეჩდნენ. საბუთების მოწესრიგება რომ არ დამეწყო, ერთ დღეს, ალბათ, მთლიანად გაყიდდნენ ეზოს და გამომიცხადებდნენ, აქეთ აღარ გაიაროთ, სხვა მხარეს გაჭერით კარი სასახლეში შესასვლელადო. ეზოს საკადასტრო ნომერიც კი შეუცვალეს და ეკატერინე დადიანის სასახლე რეესტრის მასალებში არ ჩანს, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა მოხდეს? ვინ ვართ, რა ხალხი ვართ?!..

“კვირის პალიტრა“ ამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტებისთვის კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში არ იცოდნენ(!), რომ ზუგდიდში დადიანების ეზო გაიყიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში ზუგდიდში ჩავა და პრობლემას გაეცნობა. სავარაუდოდ, მოვლენები სკანდალურად განვითარდება. ძნელი დასაჯერებელია, რომ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული მიწა დაბალი რანგის ჩინოსანთა გადაწყვეტილებით გაიყიდა.

18.11.13

Tags: რატომ გაიყიდა და ვინ იყიდაზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო?
Share1Tweet1

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026

საინტერესო

მაშველებმა მეწყერში ერთი ცოცხალი ადამიანი იპოვეს

მაშველებმა მეწყერში ერთი ცოცხალი ადამიანი იპოვეს

3 years ago

თბილისის მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, თბილისის 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

10 years ago
“კუმპა”-ქართული ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთი საპნები საქართველოს ფარგლებს ცდება

“კუმპა”-ქართული ეკოლოგიურად სუფთა ხელნაკეთი საპნები საქართველოს ფარგლებს ცდება

7 years ago
დავით უსუფაშვილი უკმაყოფილოა

დავით უსუფაშვილი უკმაყოფილოა

13 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by