26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 12.00 საათზე გაიმართება. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, პროცესზე მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ. ასევე, დაცვის მხარეს გარკვეული შუამდგომლობები ექნება.
აღნიშნული საქმის განხილვა 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პროცესი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გადადო.
19.11.13





