• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩემთვის ყველა თოჯინა განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს” – ნინო ჩიქოვანი
 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“ჩემთვის ყველა თოჯინა განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს” – ნინო ჩიქოვანი 
35
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თოჯინები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ, შეიძლება ითქვას, ზღაპრული და ჯადოსნურია. ავტორის გემოვნება, თითოეული მათგანის შექმნის ისტორია და მიზეზი, რის გამოც ისინი იქმნება – მათ განსაკუთრებულს, ძალიან ემოციურს ხდის. ნინო ჩიქოვანი თოჯინებს ანტიალერგიული, საბავშვო ძაფით ქმნის.  სამოსისთვის გამოყენებულია სხვადასხვა სახის ქსოვილი, ხოლო ფეხსაცმელისთვის ნატურალური ტყავი და ტყავის შემცვლელი. ის “თბილისი თაიმსს” თავად უყვება.


 
როგორ შეისწავლეთ აღნიშნული საქმიანობა?
 
ქსოვა ბებიამ მასწავლა ძალიან ადრეულ ასაკში. მე და ჩემი და მთელი ბავშვობა თოჯინებს ვუქსოვდით და ვუკერავდით სამოსს, ალბათ, აქედან დაიწყო ჩემი განსაკუთრებული სიყვარული თოჯინების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ქიმიკოსი ვარ, სამსახურიც სულ სხვა სფეროში მაქვს, ქსოვა და სხვადასხვა ნივთის შექმნა არასოდეს შემიწყვეტია. ნამუშევრებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვანთავსებდი და, ძირითადად,  ჩემთვის ვიტოვებდი ან ვჩუქნიდი ახლობლებს და მეგობრებს.


 
რამდენიმე წლის წინ ნათესავმა ქალბატონმა ნაქსოვი ბაჭიის ვიდეოგაკვეთილი გამომიგზავნა და მითხრა, რომ მეცადა. ის ღამე გავათენე და გამომივიდა. ამის შემდეგ ჩემით დავიწყე მასალის მოძიება, ვათვალიერებდი სხვა ქვეყნის მეთოჯინეების ნამუშევრებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ის სახე, რომელიც აქვთ ჩემს გოგოებს და ჩემეულია. დღემდეც სულ თვითგანვითარების, ახლის ძიების და სწავლის პროცესში ვარ.
 
წლების მანძილზე ვერ ველეოდი თოჯინებს. პანდემიის პერიოდში ჩემი ოჯახის და ახლობლების თხოვნით გადავწყვიტე გასხვისება, გავაკეთე სამუშაო გვერდი, სახელწოდებით „ბაბინია“  (ჩემი შვილის და დისშვილის სახელების ერთობლიობა) და წელიწად-ნახევარია, უკვე უამრავ პატარას და არამხოლოდ პატარას ახარებენ ჩემი თოჯინები. ყველა დადებითი შეფასება, კომენტარი და მოწონება უდიდესი სტიმულია ჩემთვის, რასაც არ იშურებენ ახლობლები და სრულიად უცხო ადამიანები.


 
როგორ იქმნება თქვენი ერთი თოჯინა?
 

ერთი თოჯინის შექმნას, დაახლოებით, 5-6 დღე სჭირდება, რადგან ეს მოიცავს ქსოვის, კერვის და ქარგვის პროცესს.
თავდაპირველად, იქსოვება დეტალები, შემდეგ იწყება ყველაზე რთული – სახის შექმნა, სადაც ყველა მილიმეტრს აქვს მნიშვნელობა, რათა მივიღო ის გამომეტყველება, რომელიც მე მომწონს.
როდესაც თოჯინა თვალებს გაახელს და გაცოცხლდება, შემდეგ ვფიქრობ სამოსზე, ფერებზე, რომელიც მას მოუხდება. ზოგჯერ წინასწარ მაქვს ნაფიქრი – როგორი უნდა იყოს ის, ზოგჯერ გზადაგზა, კეთების პროცესში მომდის იდეები.  ვცდილობ, არ გავმეორდე და თუნდაც იმავე მოდელის შეკვეთის შემთხვევაში პატარა დეტალები მაინც იყოს განსხვავებული.
 
ყველაზე სახალისო და საინტერესო პროცესი შემოსვა და აქსესუარებია. კერვაც, თარგების აგებაც ამ თოჯინების გამო ვისწავლე “იუთუბიდან”, თან დედა ყოველთვის კერავდა და ეს ალღოც ალბათ მისგან გამომყვა.


 
რა არის კონკრეტული ხაზი, რაც ყველა მათგანს აერთიანებს?
 
ჩემთვის ყველა თოჯინა განსხვავებულია, ყველას თავისი ხასიათი აქვს, მაგრამ ყველას აერთიანებს ჩაცმის სტილი, ყველა პრინცესულია და რასაც ყველა აღნიშნავს და მახარებს, ყველა მათგანისგან მოდის სითბო და დადებითი ენერგია, რასაც ვფიქრობ, რომ მთელი სულით და გულით ვაქსოვ მათში.
 
ხელოვნების სხვა მიმართულებით თუ ხართ დაინტერესებული?
 

ძალიან ბევრი ინტერესის სფერო მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა იმდენ განხრას მოიცავს,  რომ, ფაქტობრივად, დროს არ მიტოვებს – სხვა მიმართულებებიც ვცადო.

Share14Tweet9

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

გიორგი ბადაშვილი ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

12 years ago
ლევან დავითაშვილმა  მცხეთის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“  შექმნილი ახალი საწარმო გახსნა

ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში“ შექმნილი ახალი საწარმო გახსნა

10 years ago
“უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”

“უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს”

12 years ago
გიორგი მიქაცაძე, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

გიორგი მიქაცაძე, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

6 months ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by