• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

 „როგორ დავტოვოთ რუსეთი“ – რა ხდება რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ  

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
 „როგორ დავტოვოთ რუსეთი“ – რა ხდება რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ  
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პუტინი სასოწარკვეთილია – ასე გაიგო დასავლეთმა კრემლის ლიდერის გზავნილები მობილიზაციაზე, რეფერენდუმსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ პუტინს გეგმები აერია. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს თავდაჯერება შეინარჩუნოს, თუმცა სასოწარკვეთილება უკვე დაეტყო თავად რუსეთს და ამას მოვლენათა ფაქტობრივი განვითარება ადასტურებს. მაგალითად, კრემლის ლიდერის მიმართვიდან რამდენიმე საათში, თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა, მოქალაქეები გაზრდილი ინტენსივობით გუგლავენ ფრაზას “როგორ დავტოვოთ რუსეთი“- ამ მონაცემს Google Trends-აქვეყნებს. ამასთან მოსკოვის ბირჟის ინდექსი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ თითქმის 10%-ით დაეცა. ეს ყველაფერი კი 24 საათზე ნაკლებ დროში.

„ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნა, რომ ის უკრაინაში მხოლოდ ომის შემდგომი ესკალაციითაა დაინტერესებული. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად მის ამ ნაბიჯებს მივიჩნევთ ნათელ სიგნალად, რომ პუტინი სასოწარკვეთილია – კერძოდ, გააგრძელოს დესტრუქციული ომი, რომელსაც მთელ მსოფლიოში უკვე ამდენი ცუდი შედეგი მოჰყვა.

პუტინი არა მხოლოდ უტევს უკრაინას, არამედ გადაწყვიტა თავდასხმა საერთაშორისო თანამეგობრობაზე, პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.რუსეთის სამხედრო მოქმედებები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის ირგვლივ და ბოლოდროინდელი მინიშნებები ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, ძალიან საშიში, აზარტული თამაშია ბირთვული არსენალით.

საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი, რათა განახორციელოს აუცილებელი ზეწოლა პუტინზე, რათა მან შეწყვიტოს ასეთი უგუნური ქცევა. ევროკავშირი არასოდეს აღიარებს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას რუსეთის მიერ. დაგეგმილ რეფერენდუმს არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს“,- აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

​რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მათ ბრძოლა უწევთ კოლექტიურ დასავლეთთან და ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება საკუთარი ტერიტორიების გასამაგრებლად და გასაკონტროლებლად გახდა საჭირო.

„დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს, რადგან ის საბჭოთა იარაღი, რომელიც უკრაინას ჰქონდა, ფაქტობრივად ამოწურულია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს ფაქტობრივად ნატო-ს მთელი თანამგზავრული ჯგუფი. ფრონტის ხაზი ათასზე მეტი კილომეტრი სიგრძისაა. ბუნებრივია, რაც ამ ხაზს უკან არის, უნდა გამაგრდეს, ეს ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს და უპირველესად, სწორედ ამიტომ ხდება ნაწილობრივი მობილიზაცია. გავიწვევთ არა იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი სმენიათ ჯარის შესახებ, არამედ მათ, ვისაც უმსახურია, აქვთ საჭირო სპეციალობა, სამხედრო გამოცდილება და მინდა წინასწარვე ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რომლებიც გაჩნდება. ეს არ ეხება სტუდენტების მობილიზებას, მათ არავინ გაიწვევს, შეუძლიათ გაკვეთილებზე მშვიდად იარონ.

ჩვენ მობილიზაციისთვის უზარმაზარი რესურსი გვაქვს. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჯარში უმსახურია და შესაბამისი სამხედრო სპეციალობა აქვს – 25 მილიონს შეადგენს. ასე რომ, ნაწილობრივი მობილიზაცია საერთო რესურსის მხოლოდ მცირედი ნაწილია. გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი. არ შემიძლია ჩვენს დანაკარგებზეც არ ვთქვა, დღეისათვის ეს რიცხვი 5 937 ადამიანს შეადგენს“, – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

წყარო: R2

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა
ახალი ამბები

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026
ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში
ახალი ამბები

ძმებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა სოფელ ენაგეთში

11/17/2026
ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

ლაგოდეხში, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

11/17/2026

საინტერესო

ბლიც გამოკითხვა: ორი ქართველი თანამედროვე მწერლის წიგნი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადია

13 years ago
დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

11 years ago
“ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში… ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში და იქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა გადაიხადეს” – ზარქუა

“ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში… ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში და იქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა გადაიხადეს” – ზარქუა

2 years ago
,,ეს რა ტრაგედია დატრიალდა…“ – ბათუმში, 27 წლის ახალგაზრდა მოკლეს

,,ეს რა ტრაგედია დატრიალდა…“ – ბათუმში, 27 წლის ახალგაზრდა მოკლეს

2 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by