• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Nice to knit you  – სლოგანი, რომელმაც Tortilla-ს წარმატება განსაზღვრა
 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
Nice to knit you  – სლოგანი, რომელმაც Tortilla-ს წარმატება განსაზღვრა 
33
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

Tortilla – სამყარო მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ატაროს განსხვავებული და გემოვნებიანი. ბრენდის ისტორია არაერთ საინტერესო პერიოდს მოიცავს. წინსვლისა და დასახული მიზნების მიღწევის სურვილმა განაპირობა, რომ დღეს Tortilla-ს საკუთარი ხელწერა აქვს, რაც მრავალთაგან გამოარჩევს.
 
„რომ მცოდნოდა, ოდესმე მომიწევდა Tortilla-ს “ბიოგრაფიის” მოყოლა –  ჩვენი მოკრძალებული ბრენდის ჩამოყალიბებასა და განვითარების ეტაპებსაც უფრო დავაკვირდებოდი. ისე, პირველი შეკვეთიდან რამდენიმე თვე უსახელო პროდუქციას ვუშვებდით. დიდხანს ასეთი “უპასუხისმგებლობა” ვერ გაგრძელდა. სახელი დაერქვა მომდევნო სეზონზე“


 
დეტალურად, რას ამზადებთ?
ეს ხელოვნება ბავშვობიდან მყვება ჰობის დონეზე. რაც  უნდა გასაკვირი იყოს, პროფესიონალურ დონეზე ავიყვანეთ ბნელ 90-იანებში, როცა ვთანამშრომლობდით „წითელ ჯვართან და წითელ ნახევარმთვარესთან“ ქალის დასაქმების პროექტში, როგორც გამორჩეული ნაკეთობების მომწოდებლები. ეს გამოწვევა იყო ძალიან საინტერესო და ამავე დროს უაღრესად შრომატევადი – ორნამენტებით დატვირთული პროდუქციის ჩაბარების არაადამიანური ვადებიდან გამომდინარე. შემდგომ სხვადასხვა საკითხზე ვიყავით გადართულები. საბოლოოდ, კოვიდპანდემიის პერიოდში (2020), როცა დღესასწაულები მაინც მოდიოდა, ყველა შეზღუდვის მიუხედავად, საჩუქრის შოვნა და კიდევ უფრო მეტი, მიწოდება – ცალკე გმირობად მიიჩნეოდა. ერთმა სრულიად უცხო ადამიანმა ერთერთ Facebook ჯგუფში ნახა ჩვენი ძველი  წვივები. ეს წვივები შექმნილი იყო ჩემი შვილისთვის, რომელიც ცეკვავდა ხევსურულს საბავშვო ბაღში და უბრალოდ გავაზიარე შესაბამის ჯგუფში, როგორც საოჯახო რელიკვია თუ რაღაც მსგავსი. აქედან დაიწყო Tortilla-ს შემოქმედება, რომელმაც ეს სახელი დაირქვა უფრო გვიან, როცა შევატყვე, რომ ასე ადვილად არ მომეშვებიან და მოგვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობის აღება. დღეს ჩვენ უკვე ვამზადებთ ნაქსოვი აქსესუარების ფართო ასორტიმენტს (ქალის, ბავშვის, მამაკაცის). ძირითადი მიმართულებაა – წინდების ნაირსახეობები (წინდა, გოლფი, ბოტფორტი, წვივები). ასევე, ვამზადებთ ე.წ. „თათმანებს“, ქუდებს, კაშნეებს. ჩვენი ნაკეთობები შესრულებულია, როგორც ეთნო სტილის ორნამენტებით, ასევე, „აჟურით“ და „რელიეფით“. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ შექმნილ აქსესუარებში შეგხვდებათ ორნამენტების ფართო დიაპაზონი როგორც ტრადიციული, ასევე – საავტორო და თემატური. ჩვენი ყველა აქსესუარი არის ხელნაკეთი და იქსოვება, ძირითადად, ჩხირებზე, თუმცა – ყაისნაღითაც ვმუშაობთ.


 
ჩვენი ყურადღება თქვენმა თათმანებმა მიიპყრო – ამ მხრივ, ინტერესი რის გამო გაგიჩნდათ?
მადლობა ასეთი შეფასებისთვის. თუმცა, ჩემთვის გასაკვირი იყო, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  „თათმანები“ არ არის ჩვენი ძირითადი მიმართულება. ხელთათმანების ამ სახეობას ჩვენთან „თათმანებს“ ეძახიან, ინტერნეტსივრცეში კი შეგხვდებათ “mitts” ან “mittens” სახელით. ეს ტენდენციური მიმართულება შარშან შევნიშნეთ და მან ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. თან ვფიქრობდი – რატომაც არა, თან ვერ ვბედავდი ამხელა პასუხისმგებლობის აღებას. ერთი სიტყვით, გამოწვევით დავიწყეთ ეს მიმართულება…
„შავი პარასკევის“ კვირეულის პერიოდში ბიძგი მომცა ერთმა მომხმარებელმა, უფრო სწორად, მისმა მშობელმა. მან გამაფრთხილა, რომ თინეიჯერისთვის უნდა „აი, ზუსტად ასეთიო“ და ჩამიგდო საშინელი ხარისხის სურათი, „სქრინი“-ს „სქრინი“, რომელზეც იყო ჩინური ქარხნული აკრილის „თათმანები“. აჟურს ვერც ვარჩევდი, იმდენად უხარისხო სურათი იყო. უარის თქმა ჩვენ არ გვახასიათებს, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ასე რომ, ერთი კვირა ვწელე პასუხი და შეკვეთის მიღება, სანამ არ შევიმუშავე შესაბამისი სქემა ჩემით, რადგან ინტერნეტში სქემა ვერაფრით მოვიძიე. შედეგი – გაბედნიერებული თინეიჯერი და გაკვირვებული დედა, რომელიც მიჩვეული იყო იმას, რომ „მისი შვილის და ზოგადად თინეიჯერების მოსაწონი ამ სამყაროში არ იშოვება“. ასე დაიწყო ეს თბილი მიმართულებაც და დღეს უკვე ნელ-ნელა უტოლდება ჩვენ ძირითად მიმართულებას.
 

თქვენი პროდუქცია რით არის გამორჩეული?
ყველაფერი ხელნაკეთი – გამორჩეულია. თუმცა, მაქვს კონკრეტული და მოკლე პასუხი. უპირველეს ყოვლისა, სხვა თუ არაფერი, ჩვენ ვიყენებთ ჩვენივე საავტორო ორნამენტებს. ორნამენტები შედარებით ახალგაზრდაა, დაახლოებით – 30 წლის. მეორე, ჩვენი ყველა ნაკეთობა, რომელიც შესრულებულია ორნამენტებში –  ექსკლუზივია, ანუ არ მეორდება არცერთი მოდელი, როგორც ასეთი და ნაკეთობების დაახლოებით 80%-ს შეადგენს ინდივიდუალური შეკვეთები. დანარჩენი 20% კი შესრულებულია ე.წ. მშვიდ პერიოდში, განსხვავებული მუზის სტუმრობის დროს.
 


მომხმარებლებს სიახლეებს ხშირად სთავაზობთ?
სეზონს ყოველთვის სიახლეებით ვხსნით. ნაკეთობებს ვთავაზობთ როგორც კოლექციების სახით, ასევე, განსხვავებული შეკვეთების სახით.  მომხმარებელი ზოგადად თვითონ კარნახობს – რა არის უფრო აქტუალური ამ  სეზონში. თუმცა, მუზას თავისი ტრენდები აქვს და მოდას არ მიჰყვება. მაგალითად, ახლა მიმდინარე შეკვეთების შუალედში მზადდება საახალწლო თემატიკის კოლექცია.
სხვათა შორის, არამარტო სიახლეებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. როგორც ყველა ცივილიზებული მწარმოებელი, ჩვენც პერიოდულად გვაქვს საკმაოდ კარგი ფასდაკლებები.


 

Share13Tweet8

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

დონალდ ტრამპი და რომის პაპი 10 თვის ჩარლი გარდს მხარდაჭერას უცხადებენ

დონალდ ტრამპი და რომის პაპი 10 თვის ჩარლი გარდს მხარდაჭერას უცხადებენ

9 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

პატრიარქი – ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია

6 years ago

პრემიერი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის

11 years ago
უკრაინაში უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვითა და მეტი ნგრევით – სტოლტენბერგი

უკრაინაში უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვითა და მეტი ნგრევით – სტოლტენბერგი

4 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by