• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ერთ დღესაც შევიძინე ნანატრი ფოტოაპარატი და გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ფოტოგრაფი…” – გიორგი ხაჭაპურიძის პერსონა

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“ერთ დღესაც შევიძინე ნანატრი ფოტოაპარატი და გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ფოტოგრაფი…” – გიორგი ხაჭაპურიძის პერსონა
50
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მე ვარ გიორგი ხაჭაპურიძე, 25 წლის, ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში, მყავს მეუღლე და 1 შვილი – ეს არის იმ ფოტოგრაფის ბიოგრაფიის ამონარიდი, რომლისთვისაც აღნიშნული საქმიანობა ჰობიდან პროფესიად გადაიქცა. გიორგიმ ხელოვნების სამყაროში პირველი ნაბიჯები 6 წლის ასაკში გადადგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მას სხვადასხვა მიმართულებით გაუჩნდა ინტერესი. მათ შორის, ყველაზე ძლიერი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ აღმოაჩნდა.


ის “თბილისი თაიმსს” უყვება, როგორ აღმოჩნდა სამყაროში, რომელშიც ყველა დეტალი თავად შეისწავლა.


“თავდაპირველად, 6 წლის ასაკში ვეზიარე იმ დიდ ხელოვნებას, რომელსაც ქართული-ხალხური ცეკვა ჰქვია. აქედან დაიწყო ჩემი დიდი სიყვარული ხელოვნებისადმი, ამასთან ერთად, მალევე ძალიან დამაინტერესა ფოტოების გადაღებამ. დიდხანს ვიღებდი ტელეფონით, ასევე, ვიღრმავებდი ხედვას ფოტოგრაფიის მხრივ. იმ დროისთვის ფოტოაპარატის შეძენა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და, სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმომედგინა, თუ ოდესმე მექნებოდა საკუთარი. ასე ვთქვათ, ჩემი პროფესია გადაწყვიტა ჩემმა ცეკვაზე დანიშნულმა ხელფასმა, მისი მეშვეობით ვაგროვებდი თანხას. ერთ დღესაც შევიძინე ნანატრი ფოტოაპარატი და გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ფოტოგრაფი, რაც ჩემი დიდი ოცნება და ჰობი იყო. ერთ დროს ვერც კი წარმომედგინა, თუ მექნებოდა საკუთარი აპარატი, მაგრამ დღეს უკვე მეცამეტედ განვაახლე ჩემი ტექნიკა”.


როგორც ხელოვანი აღნიშნავს, ფოტოგრაფიული უნარები მხოლოდ საკუთარი მონდომებით გაიღრმავა. ამ მხრივ ის თვითნასწავლია და ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა, რათა პროფესიონალად ქცეულიყო.


“ვარ სრულიად თვითნასწავლი, ყველაფერი ჩემით შევისწავლე – ტექნიკური და თეორიული მხარეც, ასევე, ფოტოების დამუშავება, რომელსაც რამოდენიმე პროგრამის სიღრმისეული ცოდნა სჭირდება. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა, რომ მოყვარულის დონიდან გავმხდარიყავი პროფესიონალი”.
გიორგი გვიყვება, როდიდან დაიწყო ანაზღაურებადი შეკვეთების მიღება, ასევე, რა მიმართულებითაა განსაკუთრებულად დაინტერესებული და სად არის, ამ ეტაპზე, დასაქმებული.


“18 წლიდან ოფიციალურად დავიწყე ჩემი საქმიანობა, დავიწყე ანაზღაურებადი შეკვეთების აღება. მოგეხსენებათ, ფოტოგრაფიას აქვს ძალიან ბევრი განხრა, მე ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, ასევე, საქორწილო ფოტოსესიები (ძირითადად, ამ მიმართულებით ვარ დაკავებული შაბათ-კვირას).


წყვილთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის, ძალიან რომ მოეწონებათ შენი გადაღებული ფოტოები და მადლიერები რჩებიან შენი მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ სამსახურს, ბოლო ორი წელიწადია, დასაქმებული ვარ კომპანია „ავერსი-ფარმა“-ში, ჩემი პროფესიით, სადაც მევალება ფოტოების გადაღება კომპანიის სხვადასხვა საჭიროებისთვის, ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი კი გახლავთ „ჟურნალი ავერსი“ -ს ფოტოებით გაფორმება. მოკლედ რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია ჩემთვის  პროფესიად ქცეული ჰობია, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა”.
 

Share20Tweet13

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

თამარ ტალიაშვილი: “ეს დადგენილება ევრო-ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”

თამარ ტალიაშვილი: “ეს დადგენილება ევრო-ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია”

12 years ago

ლონდონში და პარიზში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა უნიკალური რეცეპტით მზადდება

13 years ago
“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

“დიდი პრობლემაა ოჯახში ავტორიტეტის არყოლა” – ფსიქოლოგი ნინო თოფურია მოზარდებში გახშირებულ აგრესიაზე

8 years ago

იოჰანეს ჰანი: “საქართველო ერთ-ერთია, ვინც წინა ხაზზეა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით”

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by