• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რომელი ქვეყანა აფინანსებს ილია მეორის დისკრედიტაციის კამპანიას?

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რომელი ქვეყანა აფინანსებს ილია მეორის დისკრედიტაციის კამპანიას?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

N1361967518912960ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასაწყისში, უცხოური ფონდებიდან დაფინანსებულმა ჯგუფებმა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და სექტების უფლებების დაცვა დაიწყეს. მოგვიანებით, ტრადიციული რელიგიებისა თუ სექტების წარმომადგენლობამ საქართველოში ძლიერი დასაყრდენიც იშოვეს. შეიქმნა ,,თავისუფლების ინსტიტუტი და საქართველოში, მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ხარჯზე, რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საქმე ფართოდ გაიშალა.

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აიშვეს ე.წ ლიბერტარიანელებმა – გიგა ბოკერიას უკვე სახელისუფლებო დაჯგუფების წევრებმა და ფეხქვეშ გათელეს მართლმადიდებელი მრევლისა და ეკლესიის უფლებები. 

თეოლოგმა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, ლაშა ცაიშვილმა ,,ქრონიკას” მიაწოდა საქართველოში მართლმადიდებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები:

1) 2004 წლის 23 სექტემბერს, მანგლისის ეპარქიაში, ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ტერიტორია, რომელზეც მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი მდებარეობდა. ახალმა მეპატრონემ ტაძარში ღვთისმსახური მამა გიორგი არ შეუშვა, რა დროსაც სასულიერო პირის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ცხადია, ეს ამბავი ხელისუფლებას არ გაუხმაურებია და არც დაზარალებულ სასულიერო პირს გამოქომაგებია ვინმე.

2) 2004 წელს, აღდგომის დიდმარხვაში, ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში მდებარე ქეთევან წამებულის ტაძრის კარიბჭეზე, ადგილობრივმა მუსულმანმა ფანატიკოსებმა ცხვრის ლეში დაკიდეს, რითაც მართლმადიდებლური სიწმინდე შეურაცხჰყვეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იმ დღეს 60 ადგილობრივი მუსულმანი მართლმადიდებლად მოინათლა და ბოლნისელი მუსულმანები გაღიზიანდნენ. თუმცა, ამ ფაქტს გამოხმაურება არ მოჰყოლია.

3) 2004 წლის 1 ივნისს, კუმურდოსა და ახალქალაქის ეპარქიაში, სოფელ ფოკაში, ღია ცის ქვეშ მდებარე ტრაპეზზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ღვთისმსახურებას ატარებდა. ამ დროს იქ ადგილობრივი სომხები მივიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის ტერიტორია სომხეთს ეკუთვნოდა და მათ იქაურობა უნდა დაეტოვებინათ. ამ პროვოკაციას კონფლიქტი მოჰყვა – სომხებმა მრევლის ავტობუსები გადაატრიალეს პატრიარქზე იწევდნენ. ამის მიუხედავად, ეს შემთხვევა საზოგადოების განსჯის საგანი არ გამხდარა.

4) 2004 წელს, თბილისში, ვერაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში სტუმრად ბრძანდებოდნენ ანგლიკანური ეკლესიის სასულიერო პირები, რომელთაც მოლოცვის შემდეგ, საკურთხეველში შესვლის სურვილი გამოთქვეს, რაზეც, მართლმადიდებლური კანონიკის თანახმად, უარი მიიღეს. მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით, საკურთხეველში შესვლა კურთხევის გარეშე მართლმადიდებლებისთვისაც დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტიდან მეორე დღესვე ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე” სახალხო დამცველისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა საქართველო რელიგიურ შეუწყნარებლობაში დაადანაშაულეს, თუმცა, მართლმადიდებელთა უფლებები არავის გახსენებია.

5) 2005 წელს, რუსთავში, აღდგომის დიდმარხვაში, უცნობმა პირებმა შებღალეს საძმო სასაფლაო, შეურაცხჰყვეს ქრისტიანული სიწმინდეები და დაამტვრიეს ორმოცამდე საფლავის ჯვარი. ამ ვანდალიზმის გამოძიებითაც არავის მოუკლავს თავი.

6) 2005 წელს, სახალხო დამცველის ოფისში დაიბარეს ის ჟურნალისტები, რომლებიც მართლმადიდებლობის მიმართ დადებითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ლექცია-სემინარი ჩაუტარეს და კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ მართლმადიდებლური თემები დადებით კონტექსტში აღარ გაეშუქებინათ და სხვა კონფესიების შესახებ მხოლოდ პოზიტიური კუთხით ეწერათ.

7) 2005 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა, განათლების სამინისტრომ და ადვენტისტთა დახმარების და განვითარების სააგენტომ, ერთდროულად ანტინიკოტინური აქცია განახორციელეს, რომლებიც თვალის ასახვევად გამოიყენეს ადვენტისტებმა. 3-4 ლექციის შემდეგ, ისინი თავიანთ მოძღვრებას ქადაგებდნენ და ნიკოტინი საერთოდ აღარ ახსოვდათ.

8) 2005 წლის 31 მარტს, ისტორიის მუზეუმ ,,ქარვასლაში” გაიხსნა მხატვართა ერთი ჯგუფის გამოფენა, სახელწოდებით ,,სადილი ყველას.” საგამოფენო დარბაზში იდგა უნიტაზი, რომელზეც წმინდა სახარება იდო…

9) 2006 წლის 10 მარტს ახალქალაქში, ადგილობრივმა სომხებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს წალკაში სომეხი ახალგაზრდის მკვლელობის გამო. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ და დაარბიეს, შემდეგ კუმურდოსა და ახალქალაქის ეპარქიაში იარაღს ეძებდნენ.

10) 2006 წლის 14 მარტს, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ერთ-ერთ გადაცემაში მისი მიწვევის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. არხის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა, საჯაროდ უარყო ჟურნალისტების განთავისუფლება, თუმცა, ცნობილია, რომ კინწურაშვილს ნათქვამი ჰქონდა, ,,აქ ანაფორიანი არავინ დავინახოო.”

11) 2006 წლის 2 ივლისს, დმანისის ეპარქიაში შსს-ს ნიღბიანი და შეიარაღებული ოცდაათამდე ადამიანი შეიჭრა. სპეცრაზმელთა მეთაურმა, შეჭრის მიზეზად დამნაშავის ძებნა დაასახელა. ასევე, ორდერის გარეშე გაჩხრიკეს და ააწიოკეს მთელი სამონასტრო კომპლექსი და ერთი ბოდიშიც კი არ მოიხადეს.

12) 2008 წლის დეკემბერში, საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი. მან, სხვა სომეხმა სტუმრებმა და გოგა ხაჩიძემ, შეამტვრიეს ერთ-ერთი სადავო ეკლესიის კარი, რომელსაც სომხები იჩემებენ.

13) 2008 წლის 10 აგვისტოს, მცხეთის რაიონ სოფელ ქანდაში, უცნობმა პირებმა წმინდა გიორგის ტაძარი შეურაცხჰყვეს. ქანდაში საკმაოდ ბევრი სექტანტი ცხოვრობს და, სავარაუდოდ, ეს საშინელება მათ ჩაიდინეს.

14) 2008 წლის 9 ივლისს, ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ჯვრები დაამტვრიეს.

15) 2009 წლის ოქტომბერში, ,,თავისუფლების ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, თეა თუთბერიძემ, ინტერნეტ-სივრცეში გაავრცელა პატრიარქის გაშარჟებული და შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლები. თუთბერიძემ განაცხადა, რომ ეს დამონტაჟებული ვიდეოები მას უცნობმა ადამიანმა გაუგზავნა. ხალხი აღშფოთდა. მოგვიანებით, ეკუმენისტური ჯგუფის წარმომადგენელმა, მღვდლობაშეჩერებულმა ბასილ კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ვიდეოები მან გაუგზავნა, თუმცა, თუთბერიძის მიმართ აგრესიის შენელება ვერ მოხერხდა. სახალხო დამცველთან ეკლესიასთან კონფლიქტში მყოფი პირები და ადამიანის უფლებათა დამცველები შეიკრიბნენ და დაასკვნეს, რომ თუთბერიძის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა ყოფილიყო. ეს სადავო არც არის, მაგრამ, მან რომ თავისი გამოხატვის უფლებით მილიონობით ადამიანის რელიგიური გრძნობები რომ შეურაცხყო, ამაზე არაფერი არ უნდა ვთქვათ?

10.01.14

geotimes.ge

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

პირველი იანვრიდან მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ზედა ზღვრული ტარიფი 3.5 თეთრი იქნება

პირველი იანვრიდან მობილურ ბაზარზე ურთიერთჩართვის ახალი ზედა ზღვრული ტარიფი 3.5 თეთრი იქნება

12 years ago

დავით ნარმანიამ თავის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა

12 years ago
დეკრეტული შვებულება მამებს და თითზე ჩამოსათვლელი სტატისტიკა

დეკრეტული შვებულება მამებს და თითზე ჩამოსათვლელი სტატისტიკა

8 years ago
იტალიაში საქართველოს სუფთა ექსპორტმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იტალიაში საქართველოს სუფთა ექსპორტმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა

06/04/2026

ქუთაისში მომხდარ მძიმე ავარიას 16 წლის სპორტსმენი, გიორგი ხურციძე ემსხვერპლა. „საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი...

მეტის ნახვაDetails
დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს

06/04/2026
სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

05/29/2026
“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • ცნობილია მძიმე ავარიის დროს დაღუპული 16 წლის ბიჭის ვინაობა 06/04/2026
  • დედის მიერ მოკლული 7 წლის ბიჭი დაკრძალეს 06/04/2026
  • სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 05/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by