• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, December 7, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საერთო ეკოსისტემის ფორმირება და უსაფრთხოების ელემენტარული სისტემების დანერგვა იყო ჩვენი პირველი გამოწვევა” – AltiHut

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“საერთო ეკოსისტემის ფორმირება და უსაფრთხოების ელემენტარული სისტემების დანერგვა იყო ჩვენი პირველი გამოწვევა” – AltiHut
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კომპანია “ალტიჰათი” საუკეთესო სერვისებს სთავაზობს მათ, ვისთვისაც თავგადასავლები, სუფთა გარემო, საინტერესო ისტორიები და, უბრალოდ, საოცარი ბუნება ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია. მისი დაარსების იდეა 2015 წელს გაჩნდა და წინ გარკვეული ისტორია, მიზეზები და მიზნები უძღვის. მისი დამფუძნებლები დავით ჭიჭინაძე, ნიკოლოზ ალავიძე და მამუკა ნიკოლაძე არიან.


რამდენი ხანია, რაც AltiHut-ი არსებობს?


“ალტიჰათის” იდეა 2015 წელს გაჩნდა და ამავე წელს დავიწყეთ მუშაობა. 2016 წლის თებერვალში უკვე კომპანია დავაფუძნეთ სამმა პარტნიორმა. დიდი დრო დაგვჭირდა მიწის ნაკვეთის შესაძენად (დაახლოებით, 1 წელი), 2017 წელს დავასრულეთ პირველი ეტაპი და მოვაწყეთ საძირკველი, ამავე წელს შევუკვეთეთ სახლი შვეიცარიაში და 2018 წლის მაისში მშენებლობა დავასრულეთ. ფუნქციონირებაც ამავე წელს დავიწყეთ და ზაფხულის მიწურულს უკვე პირველი სტუმრებიც მივიღეთ.


როგორია მისი დაარსების ისტორია – რა მიზნით გაჩნდა იდეა?


იდეა 2015 წელს გაჩნდა, ჭაუხებში, სადაც რამდენიმე მეგობარი ოჯახებთან ერთად ვიყავით სალაშქროდ. იქ არსებულმა ანტისანიტარიამ და მოუწესრიგებელმა ინფრასტრუქტურამ მიიპყრო ყველაზე მეტი ყურადღება, რამაც სრულად გადაფარა ლამაზი ბუნების ხედები და ლაშქრობის სიამოვნებაც. ეს ბანალური ფაქტი გახდა კატალიზატორი პროექტის, რომელიც შემდეგ “ალტიჰათში” გადაიზარდა.
ჩვენი პროექტი პრობლემების მოგვარებას დაეფუძნა და ეს თავიდან მხოლოდ ნარჩენების მართვას ეხებოდა, მიზანი ძალიან მარტივი და ბანალური იყო – ნარჩენების მართვის სისტემის აწყობა და ბიოსაპირფარეშოს განთავსება ალპურ სიმაღლეებზე, სადაც უამრავი ტურისტია, თუმცა. არანაირი სანიტარული და უსაფრთხოების პირობა დაცული არაა, არანაირი მართვის ინსტრუმენტი და შეთავაზება უშველებელ ტურისტულ ნაკადს.
საერთაშორისო გამოცდილების სიღრმისეულად შესწავლის შემდეგ კი, პროექტი გავზარდეთ, უკეთ ჩამოვყალიბდით და სრულიად ახალი ეკოსისტემის შექმნა გადავწყვიტეთ, რაც დღეს კავკასიონზე და ზოგადად ჩვენს რეგიონში სრულიად პირველი, წარმატებით განხორციელებული გლობალური განაცხადია.


რა სერვისებს სთავაზობთ საზოგადოებას?


“ალტიჰათი” სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის განვითარების ავანგარდშია რეგიონში, მომსახურებას ვთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ. ასევე – კორპორატიულ კლიენტებს, თუმცა, პროექტი ზოგადად ქვეყნის პოზიციონირების გაუმჯობესებას ეხება. სწორედ საერთო ეკოსისტემის ფორმირება და უსაფრთხოების ელემენტარული სისტემების დანერგვა იყო ჩვენი პირველი გამოწვევა, რაც წარმატებით შესრულდა. მომზადდა ვერტმფრენის ასაფრენი ბაქანი, რაც უსაფრთხოების ელემენტარული მოთოვნაა, მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობით, თუმცა, საკუთარი ხარჯებით დავამონტაჟეთ მობილური კავშირისათვის ანტენები (აქტიური და პასიური), რაც კრიტიკულად აუცილებელია კავშირისათვის მთაში და ამ მოვლენით ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა გავხადეთ შესაძლებელი. ასევე, სისტემური მიდგომით სრულად მოვახდინეთ ბრუტალურად დაბინძურებული ე.წ. საბერწეს ტერიტორიის დასუფთავება. ამასთანავე, ინდივიდუალური კომფორტის შექმნით მოვიზიდეთ სრულიად ახალი სეგმენტი საქართველოში, რადგან “ალტიჰათი” განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს აქტიური და სათავგადასავლო დასვენების მსურველებს:
კომფორტული და სუფთა დასვენება, მაღალი ხარისხის საკვები, სრულყოფილი მომსახურება, რასაც ჩეულებრივად, ადვილად მისადგომ და მაღალი ხარისხის სასტუმროში მიიღებს ნებისმიერი სტუმარი (მთის სპეციფიკის გათვალისწინებით), თუმცა, ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზეა. არ დაგავიწყდეთ, “ალტიჰატში” რომ მოხვდეთ, 6 კმ ფეხით უნდა გაიაროთ და თითქმის 1 ვერტიკალური კილომეტრი სიმაღლე დაფაროთ.
გარდა ამ სერვისებისა, “ალტიჰათში” დაგხვდებათ ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი ბიბლიოთეკა და საფოსტო ყუთი, საიდანაც ღია ბარათებს დედამიწის ნებისმიერ წერტილში გააგზავნით.
“ალტიჰათში” დასვენება როგორც მსუბუქი ლაშქრობის და აქტიური დასვენების მსურველებს შეუძლიათ, ასევე – პროფესიონალ მთამსვლელებს, ვისაც მყინვარწვერის დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი. “ალტიჰატი” ასევე პოპულარულია სათხილამურო ალპინიზმის (სკიტურის) მოყვარულებში ზამთრის პერიოდში.


როგორია ინტერესი თქვენი შეთავაზებების მიმართ?


ინტერესი მზარდია, ძალიან აქტიურია დასავლეთ ევროპული ქვეყნები, აშშ, ისრაელი. სამწუხაროდ – პანდემიამ და შემდეგ ამ საშინელმა ომმა ხელი შეგვიშალა, თუმცა, ახალი მომსახურებები, რასაც ჩვენ აქტიურად ვნერგავთ, გვაძლევს საშუალებას – რომ სულ ახალი სეგმენტის ტურისტები მოვიზიდოთ, მაგალითად, როგორიცაა „ბერდვჩერები“ იაპონიიდან და ახალი ზელანდიიდან, სკიტურის მოყვარულები საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან, ალპინისტები ინგლისიდან და ა.შ. “ალტიჰათის” შესახებ შვეიცარიასა და გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს და ამ პროექტს იცნობს, ვიდრე, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში.


ამ ეტაპზე, რა გეგმები გაქვთ?


ამ ეტაპზე, “ალტიჰათის” მომსახურებას ემოციურად ვაუმჯობესებთ, ასევე – ყოველ წელს ჩვენ თვითონ ვაწყობთ სკიტურის-სკიმოს ჩემპიონატს ჩვენს პარტნიორ კომპანია “თრეილ ლაბთან” ერთად, ვისთან ერთადაც ასევე ყაზბეგის ექსტრემალურ მარათონს ვმასპინძლობთ. ამით კი დამატებით საერთაშორისო ინტერესს ვიწვევთ. 2022 წელს “ალტიჰათის” გუნდი ოფიციალური პარტნიორი გახდა შვეიცარიული კომპანია “ბალის”და მათი გარემოზე ზრუნვის ფონდის – ალის პიკ აუთლუქ“, ვისთან ერთდაც ახალ სამაშველო ქოხის პროექტზე ვმუშაობთ, ზღვის დონიდან 3700-3800 მეტრ სიმაღლეზე. ეს პროექტი სრულიად ახალი განაცხადია სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In