• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მითხრა, თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზეო…” – ბათუმში, აღდგომას მომხდარი სასწაული

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“მითხრა, თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზეო…” – ბათუმში, აღდგომას მომხდარი სასწაული
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2019 წელს, ბათუმში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ამბავმა სრულიად საქართველო შეძრა. გოგონას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე აღდგომას დაემთხვა. იმ ღამით, გამთენიისას, სასწაული მოხდა, რის შესახებაც მელანოს დედა ნარგიზა ქათამაძე თავად მოჰყვა:

„ყოველდღე 50-მდე ადამიანი მოდის, ხედავენ ამ სასწაულს და გაოგნებულები არიან. ყოველ ღამით მესიზმრება ჩემი შვილი. მელანო არ იყო მონათლული, ქორწილის შემდეგ აპირებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა, რეანიმაციაში მოვნათლეთ… აღდგომას მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა და აღდგომის ღამეს სიზმარი ვნახე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო. გადმოვიდა ფანჯრიდან და თავის გარდერობში ტანსაცმელს ეძებდა. ძალიან უყვარდა ჩაცმა და ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ცისფერ და თეთრ ფერებშია, გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა.

სიზმარში გადმოიღო ეს კაბა და წინ დამიდო. ვეკითხებოდი, დედიკო, მაჩვენე, ჭრილობა როგორ გაქვს-მეთქი. – არა, უნდა წავიდეო-მითხრა. -არ წახვიდე, მენატრები-მეთქი, ვუთხარი. – თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო.

საერთოდ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე, აქვეა ახლოს ჩვენთან. შუაღამეს რომ მომენატრებოდა და ვერ ვიძინებდი, გავიპარებოდი ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვტიროდი. ჩემს მეუღლეს, მაზლებსა და ძმისშვილებს ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა ნერვიულობისგან და მარტო არ მიშვებდნენ, სულ უკან მომყვებოდნენ. ამ აღდგომის დილას მაზლებიც ჩვენს სახლში იყვნენ. ჯერ ბნელოდა, გამთენია იყო. ტაქსით წავედი, ტელეფონზე დავწერე რა ადგილას მივდიოდი და ფულიც მივაწოდე. ჩემს მეუღლეს დავუნახივარ და მეძახდა, მაგრამ უკან არ მომიხედავს. ჩემი ერთ-ერთი მაზლი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავთ, ნარგიზა წამოვიდაო. მივედი და ისიც იქ დამხვდა, საუბარი დამიწყო – რატომ გამოიპარე ნარგიზი, ხომ იცი, რომ მარტო არ გიშვებთო. შიშიც არაფრის მქონდა. მეგონა, ალბათ, სასაფლაო დამხვდებოდა გათხრილი და ჩემს შვილს მკვდარს კიდევ ერთხელ დავინახავდი და მოვეფერებოდი…

მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე მელანოს სურათთან და ვტიროდი. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი და ძმისშვილიც. საფლავის ქვის უკანა მხრიდან დაინახეს თუთიყუში, მელანოს კაბის ფერებში, ძმისშვილმა იყვირა: ნახე ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეს ჩიტი კი არა, მელანოს სულია მოსულიო. გამოფრინდა ეს ჩიტი, ჩემი მაზლის ხელებში ჩაფრინდა და ყვიროდა, ფართხალებდა. მერე მე მომცა მაზლმა, რომ ვტიროდი, მთელი სამი საათის განმავლობაში მეჯდა მხარზე და ცრემლებს მწმენდდა, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი. ბექაც იქვე იყო, ჩემი შვილის საქმრო. მერე იმასთან მიფრინდა, კოცნა დაუწყო… ზუსტად იმ კაბის ფერებში იყო, რომელიც სიზმარში ჩემმა შვილმა გარდერობიდან გადმოიღო. ამ ჩიტის მოფრენით ისეთი შვება ვიგრძენი გულში, თითქოს ჩემი შვილი გაცოცხლდა.”  

წყარო:primetime.ge

ShareTweet

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

საინტერესო

ილია მეორე; “წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები”

პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა

8 years ago

აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ქართველი სამხედროების მომზადების დონით კმაყოფილია

13 years ago
შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

თბილისის მეტრო დროებით მუშაობას წყვეტს

7 years ago
“თუ ინვესტიციას ჩადებთ, სხვა ბიზნესებიც განვითარდება, ეკონომიკური დოვლათი გაიზრდება” – გიორგი ორბელაძე

“თუ ინვესტიციას ჩადებთ, სხვა ბიზნესებიც განვითარდება, ეკონომიკური დოვლათი გაიზრდება” – გიორგი ორბელაძე

9 years ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by