• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოკლულია ორი შვილის დედა – რა ვითარებაში დააფიქსირა კამერებმა დამნაშავე

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელზეც ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. მკვლელობა ანგარებით – ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინაში, ზუსტად 9 თვის წინ ახალგაზრდა ქალს უმოწყალოდ სცემეს და მოკლეს. საქმე გახსნილია – 38 წლის პაატა პეტრიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მეგობარი ქალის, ოლენა პაშინინას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მეზობლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობამდე მათ უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ.

ის, რაც მეზობლებმა ვერ შენიშნეს, დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ. “პოსტსკრიპტუმის” მიერ მოპოვებული საქმის მასალები უმძიმეს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს ასახავს. ჩანაწერებით ირკვევა, რომ ბრალდებულს დანაშაული წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. კვალის არევის მიზნით ის მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილს სხვა გზით, ჩიხების გავლით მიუახლოვდა, თუმცა რამდენიმე კამერას თავი მაინც ვერ აარიდა, მათ შორის, კორპუსის სადარბაზოსთან დამონტაჟებულ სათვალთვალო მოწყობილობას. ჩანაწერების გაშიფვრით ირკვევა, რომ პაატა პეტრიაშვილი შედის ოლენა პაშინინას სადარბაზოში, რამდენიმე წუთში კი, ტერიტორიას ტოვებს. მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრალდებული მკვლელობიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ დანაშაულის ადგილზე სხვა ტანსაცმლით ბრუნდება. სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით.

ნაფიცმა მსაჯულებს პროკურატურამ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები წარუდგინა, მათ შორის აღმოჩნდა მოკლულის ძვირფასეულობა. პაატა პეტრიაშვილის დედა გვეუბნება, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ნივთმტკიცებულებები კი ადგილზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ჩაუდეს. დედა უარყოფს იმასაც, რომ პეტრიაშვილი წლებია აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული.

ქალზე ძალადობის ბრალდებით პაატა პეტრიაშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი. ადვოკატი ამბობს, რომ ოლენა პაშინინას მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მოსამართლის მითითების შესაბამისად გამოიტანეს. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

რა გახდა მკვლელობის მოტივი? – ამ კითხვაზე პროკურატურას ცალსახა პასუხი აქვს. ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ პაატა პეტრიაშვილმა დანაშაული ანგარების მიზნით ჩაიდინა, სახლიდან წაღებულია მოკლული ქალის ძვირფასეულობა და ფული. პროკურორი ამბობს იმასაც, რომ ბრალდებულმა მკვლელობის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და კვალის წაშლის მიზნით გადაყარა.

საბოლოოდ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა, თუმცა ეს არ არის ფემიციდის პირველი საქმე, სადაც მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. იგივე ვერდიქტით დასრულდა სასამართლოში სხვა რამდენიმე გახმაურებული მკვლელობის განხილვა.

პაატა პეტრიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი დარჩება. მოკლულ ოლენა პაშინინას ორი შვილი დარჩა.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In