რაჭაში 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ შორის უმეტესობა ქალები არიან.
„მაშველები თანდათან პოულობენ გარდაცვლილთა ცხედრებს. უკვე 6 მიცვალებულია ნაპოვნი, უმეტესობა ქალები არიან. სულ ახლახან ქალისა და ბავშვის ცხედრები იპოვეს. 30-მდე დაკარგულს კი ეძებენ. საშინელი სანახავია ეს ყველაფერი“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
წყარო: ambebi.ge






