ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
ავთო ყავლაშვილი ამბობს, რომ შოვთან ახლოს, უწერაში ცხოვრობს და ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, მის კოტეჯში ისვენებდა.
„ავტომანქანით წავიდნენ შოვის დასათვალიერებლად, მაგრამ არც მანქანა ჩანს და ვერც ამ ადამიანებს ვუკავშირდებით.
გუშინ, 12 საათის შემდეგ, კონტაქტზე აღარ გამოსულან. არც მანქანა ჩანს, არც ეს ოჯახი ჩანს“ – ამბობს ავთო ყავლაშვილი.
მისი თქმით, ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს და აქ დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული.
ავთო ყავლაშვილის თქმით, ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან ზაზა მესხის ნათესავებიც.
____________
ფოტოზე: ზაზა მესხი ოჯახთან ერთად/faceboook






