რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად დაკარგულ მცირეწლოვან ბავშვებს – ლუკას, ანდრიას, ანასტასია დუდაშვილებს და მათ დედას, ნატო ჭელიძეს ამ დრომდე, ეძებენ.
ოჯახი საზოგადოებისთვის მედიით გაცნობილი გია დუდაშვილის მეუღლე და შვილები არიან, რომელიც დახმარებას გუშინ, სტიქიიდან მოყოლებული ითხოვს.
„უფალო გევედრები, გადაარჩინე ჩემები. იქნებ ვინმემ ნახა და არ იცით რაიმე. გთხოვთ, შეგვატყობინეთ. შოვში კოტეჯებში იყვნენ“. – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ნათესავი.






