• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შეუსაბამო ტენდენცია: ოქროს ფასი იკლებს, დოლარის კურსი კი უცვლელია

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, ექსკლუზივი
A A
შეუსაბამო ტენდენცია: ოქროს ფასი იკლებს, დოლარის კურსი კი უცვლელია
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეინიშნება ოქროზე ფასების ცვალებადობა. რა მდგომარეობაა დღეს, მოსალოდნელია თუ არა ოქროზე ფასის მატება  და არის თუ არა მომხმარებელი დაცული ოქროს ყიდვისას  ,,თბილისი თაიმსი’’ ესაუბრა სავაჭრო ცენტრ  „ოქროს ბირჟას“  საქონლის მცოდნეს ამირან მარიამიძეს.

gold_and_dollar-cr-460x274ბატონო ამირან, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოდის ოქრო? თქვენი დაკვირვებით, რომელი ქვეყნის ოქრო უფრო მოთხოვნადია საზოგადოებაში?

უნდა ავღნიშნო, რომ ბევრი ქვეყნიდან შემოდის ოქრო, თუმცა ძირითადად ოქროს იმპოსტი თურქეთიდან, დუბაიდან და სომხეთიდან ხორციელდება. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის ძვირფასეულობა უფრო მოთხოვნადია, ყველანაირ ოქროს ჰყავს თავისი მყიდველი. აღსანიშნავია ის ვითარება, რომ უფრო თანამედროვედ მიიჩნევა და შესაბამისად უფრო მოთხოვნადია იტალიური ოქრო. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ საკმაოდ მიმზიდველია იტალიური ოქროს დიზაინი. გასათვალისწინებელია, რომ უფროსი თაობის ხალხი რუსულ ოქროს კითხულობს, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, თანამედროვე დიზაინს დიდ ყურადღებას აქცევენ. რუსული ოქროს ხარისხი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ფერით იტალიურ ნაკეთობებს ანიჭებენ უპირატესობას.

რამდენად შეიცვალა საზოგადოების მოთხოვნა ოქროს მიმართ ბოლო 5 წლის განმავლობაში? რამდენად აისახება საქართველოში მსოფლიო ბირჟებზე ფასის გაზრდა-დაკლება ოქროს საქონელზე?

რასაკვირველია, ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ოქროს ფასი ძალიან დაეცა, 1 უმცია ოქროს ფასი ადრე თუ 2000 აშშ დოლარზე იყო ასული, ახლა 1220 აშშ დოლარი ფიქსირდება, თითო გრამის ღირებულება 20 დოლარით შემცირდა და ფაქტიურად გაუფასურდა. ჩემი აზრით, ოქროს ფასმა უნდა მოიმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში  ეს  გამოიწვევს დოლარის კურსის დაცემასაც, თუმცა დღეს-დღეობით შეუსაბამო ტენდენცია შეინიშნება: დოლარის კურსი იგივე დარჩა და ოქროს ფასმა კი დაიკლო. რამდენად არის დაცული მომხმარებლები ოქროს ხარისხთან დაკავშირებით? მიჭირს იმაზე პასუხის გაცემა, თუ რა ვითარებაა სხვაგან, თუმცა ჩვენ შტატში გვყავს ექსპერტი, რომელიც უფასოდ ემსახურება ოქროს მყიდველს. ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ მათ, რომ როდესაც ყიდულობენ ოქროს ნაკეთობებს, ყოველთვის შეამოწმონ ექსპერტთან. დაახლოებით 300 ინდმეწარმე ეწევა ვაჭრობას და უკეთესი იქნება მყიდველმა ექსპერტთან გადაამოწმოს ოქროს ხარისხი, რომ მოტყუებული არ იყოს და  კმაყოფილი დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გარანტიას ვაძლევთ და პასუხისმგებლები ვართ ოქროს ხარისხთან დაკავშირებით.

არსებობს თუ არა უფლებამოსილი ორგანო, რომელიც აკონტროლებს ოქროს შემოტანის პროცესს, ხარისხს?  

რასაკვირველია, ადრე არსებობდა სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც სამწუხაროდ გაუქმდა. ინსპექცია ოქროს ხარისხს ამოწმებდა, სინჯსაც ადგენდა. ახლა უკვე ამ ფუნქციებს ახორციელებენ კერძო ლაბორატორიები, რომლებიც დამღას ასვამენ.

მოსახლეობის რომელ ფენებზეა თქვენი ნაწარმი ძირითადად გათვლილი? რამდენად ხელსაყრელია საშუალო ფენისთვის?

როდესაც საქმე ეხება ოქროს, რთულია იმის განსაზღვრა, მოსახლეობის რომელ ფენებზეა გათვლილი, რადგან ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, ოქროს ნაკეთობებს ყველა ფენის წარმომადგენელი ყიდულობს. რასაკვირველია, ყველა სხვადასხვა ხარისხის და რაოდენობის ძვირფასეულობას იძენს.

როგორია დღეის მიონაცემებით 1 გრამი ოქროს ფასი?   წლის განმავლობაში ფასების ზრდა ან პირიქით თუ არის მოსალოდნელი და რა არის ამის განპირობებელი?

სამწუხაროდ, ფასების ზრდის ან დაკლების პროგნოზირება მიჭირს. მაგრამ ავღნიშნავ, რომ ოქროს ასეთი დაბალი ფასი არ ყოფილა. ერთი გრამი ოქროს ღირებულება 2 წლის წინ დაახლოებით 64 აშშ დოლარს შეადგენდა, დღეს-დღეობით კი 39 აშშ დოლარი ფიქსირდება. რასაკვირველია, ოქროს ღირებულებაზე ლონდონის ბირჟაზე არსებული ფასები ახდენს გავლენას.  

რამდენად კონკურენტუნარიანია დგევანდელი ბაზარი, ვინ არიან მთავარი კონკურნტები?

როდესაც ვსაუბრობთ ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, უნდა აღინიშნოს ,,ზარაფხანა’’, რადგან იქ დამზადებული ნაკეთობები მაღალი ხარისხის არის. მაგრამ მყიდველისთვის ოქროს შეძენის დროს, მნიშვნელოვანია არა მარტო ხარისხი, არამედ ფასიც, ,,ზარაფხანაში’’ კი საკმაოდ მაღალი ფასებია. მაგალითად, 1 გრამი ოქროს ღირებულება, აღნიშნულ კომპანიაში შეიძლება შეადგენდეს 90 ლარს, როდესაც ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს 72 ლარად. ,,ოქროს ბირჟაზე’’ საქონელი გაცილებით უფრო იაფია, თანაც როგორც უკვე ავღნიშნე, გვყავს ექსპერტიც. ამის გათვალისწინებით, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ოქროს ბირჟას.

უცხოელების მხრიდან თუ არის ინტერესი და სურვილი შეიძინონ თქვენი ნაწარმი? (რომელი ქვეყნის წარმომადგენლები).

,,ოქროს ბირჟაზე’’ დაახლოებით 15 წელზე მეტი ვმუშაობ და დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ  ოქროს საკმაოდ აქტიური მყიდველები არიან რუსები, ჩეჩნები, დაღესტნელები. რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ, ეს ვითარებაც შეიცვალა. მართალია, სხვა ქვეყნებიდან მოიმატა ტურესტების რაოდენობამ, თუმცა ისინი ასე აქტიურად არ ყიდულობენ ოქროს ნაკეთობებს.

რას ურჩევდით თქვენთან მოსულ კლიენტს, ოქროს არჩევის და ყიდვისას ყურადგება რას უნდა მიაქციონ….

ვურჩევდი, რომ თუ მყიდველს უნდა იაფად იყიდოს ოქროს ნაკეთობა, შეევაჭროს გამყიდველს, რომელიც მაქსიმალუად დააკლებენ ფასს. შემდგომ აუცილებლად შეამოწმოს ოქროს ხარიხი ექსპერტთან. თუ ნივთის შემოწმების შემდეგ მყიდველი უკმაყოფილო იქნება, ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, მაგრამ თუ ექსპერტთან არ შეამოწმებს, პრეტენზიების განცხადებაც რთული იქნება და სამწუხაროდ ვერ შევძლებთ დახმარებას. ავღნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ არ გვქონია შემთხვევები, როდესაც ექსპერტთან ამოწმებენ ოქროს ხარისხს და შემდგომ უკმაყოფილოები რჩებიან.

25.12.13

მარინა ფიდუაშვილი  

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3

ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025
პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, სამწუხაროა, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ძალიან მძიმე სასჯელისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასთან – კობახიძე
ახალი ამბები

კობახიძე ლარზე: მოკლევადიანი რყევები ნორმალურია, ეს არის დროებითი მოვლენა

12/03/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In