• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში მომხმარებელი ონლაინ მაღაზიებს არ ენდობა

13 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
საქართველოში მომხმარებელი ონლაინ მაღაზიებს არ ენდობა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც–გამოკითხვა შეეხო საქართველოში ონლაინ შოპინგის კულტურის განვითარებას. როგორც გაირკვა ეს სერვისი საქართველოსი არც თუ ისე განვითარებულია, მომხმარებლის ნდობა კი მის მიმართ დაბალია.

გამოკითხული ონლაინ–მაღაზიების სრული უმრავლესობა აცხადებს,რომ კონკურენცია მაღალია და გაყიდვებმა ბოლო პერიოდში საკმაოდ იკლო ხოლო ფასები სტაბილურია.

გამოკითხული მაღაზიები ასევე ონლაინ შოპინგის დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობენ.

გამოიკითხული ონლაინ–მაღაზიებია: hotspot.ge; flowers.g; my brand; my market.ge; my iphone და ელიტ ელექტრონიქსი.

გთავაზობთ გამოკითხვის შედეგებს.

ინტერნეტ-მაღაზია Hotspot.ge–ში აცხადებენ, რომ საქართველოში ონლაინ შოპინგის კულტურა არც თუ ისე გავრცელებულია, სულ რამდენიმე წელია რაც ეს კულტურა დამკვიდრდა და დიდი მოთხოვნა არ არის, თუმცა ბაზარზე ბევრი ინტერნეტ მაღაზიაა. ინტერნეტ შოპინგის უპირატესობად hotspot-ში მიიჩნევენ იმას, რომ ერთ სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა სახის პროდუქციის შეზენა, ასევე მომხმარებელს დროის ხარჯვაც არ უწევს, ხოლო კონკურენტებთან შედარებით საკუთარ უპირატესობად მიიჩნევენ იმას, რომ შენაძენის ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ წერტილში საიტის მომხხმარებლებისთვის სრულიად უფასოა. როგორც აღმოჩნდა მომხმარებლებს ინტერნეტ-მაღაზიების ნდობა უჭირთ, აქცენტს კი უსაფრთხოების საკითხზე ამახვილებენ. ამ ინტერნეტ-მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნადი არის ნოუთბუქი და მობილური ტელეფონები, ბოლო თვეების განმავლობაში გაყიდვების ზრდა შეინიშნება, ეს სეზონურობით აიხსნება რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი გაყიდვების ბუმად მიიჩნევა, იანვრიდან კი ისევ გაყიდვების კლებას ვარაუდობენ, ფასები კი ძირითადად სტაბილურია მხოლოდ მცირედი ცვალებადობა შეინიშნება ზრდის კუთხით. Hotspot.ge-ს 40 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს საიდანაც 8000 აქტიური გამომწერია.

Flowers.ge-ში თვლიან , რომ საქართველოში ონლაინ-შოპინგი საკმაოდ აქტუალურია და მოთხოვნაც დიდია, ინტერნეტით შენაძენის გაკეთების უპირატესობა კი არის დროისა და ენერგიის მაქსიმალური დაზოგვა, მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია დაათვალიეროს ყველა ის პორდუქცია,რომელსაც მაღაზია თავაზობს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით flower.ge-ში აცხადებენ, რომ მომხმარებლების ნდობა ინტერნეტ-მაღაზიების მიმართ მაღალია, ბოლო თვეების განმავლობაში გაყიდვების ზრდა შეინიშნება, ფასები კი სტაბილურია, მაღაზას დაახლოებით 12 000 მომხმარებელი ყავს.

ინტერნეტ მაღაზია mybrand-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნა არც თუ ისე, დიდია მიზეზად კი საქართველოს პატარა ბაზარზე ძალიან ბევრი მსგავსი პროფილის მაღაზიის არსებობა დასახელდა. ონლაინ შოპინგის უპირატესობად ამ შემთხვევაშიც დროის ხარჯვის თავიდან აცილების შესაძლებლობას ასახელებენ, ნდობა კი ძალიან დაბალია, რადგანაც ონლაინ-შოპინგი ქართველი მომხმარებლისთვის ჯერ კიდევ ახალი ხილია. გაყიდვების კლება შეინიშნება, რადგანაც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინტერ-მაღაზია გაიხსნა და რამდენიმე კომპანიის ცუდმა მომსახურეობამ რეპუტაცია შეულახა სხვა ინტერნეტ-მაღაზიებსაც. ფასები წინა თვეებთან შედარებით სტაბილურია. My brand-ში აცხადებენ, რომ მათ საიტს თვეში დაახლოებით 70-80 გამომწერი ყავს.

Mymarket.ge-ში განაცხადეს, რომ საქართველოში ონლაინ შოპინგი საკმაოდ დამკვიდრებულია თუმცა უცხოური ინტერნეტ მაღაზიები უფრო პოპულარულია ვიდრე ადგილობრივი, ონლაინ შოპინგის უპირატესობად ამ შემთხვევაშიც დროის დანაზოგი და მაქსიმალური კომფორტი სახელდება, როგორც აღმოჩნდა საიტის მომხმარებელთა დიდ ნაწილს (65-70%-ს) უჭირს ბოლომდე ენდოს ინტერნეტ-მაღაზიას, ამას კი my market-ში იმით ხსნიან, რომ მომხმარებელი მხოლოდ ფოტოს საშუალებით ხედავს  პროდუქციას და დიდი შანსია შენაძენი არ აღმოჩნდეს ისეთ, როგორიც მან აღიქვა. ინტერნეტ-მაღაზიაში განაცხადეს, რომ ყველაზე მეტად მამაკაცის თავის მოვლის საშუალებები იყიდება. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ  ონლაინ გაყიდვების ბუმი იყო თუმცა  ბოლო პერიოდში გაყიდვების კლება შეინიშნება, რაც კონკურენციის ზრდით აიხსნება. ფასეი კი არ შეცვლილა და სტაბილურია. My market-ს თვის განმავლობაში 5 000 მომხმარებელი ყავს.

My iphone-ში აცხადებენ, რომ ონლაინ შოპინგი არც თუ ისე გავრცელებულია საქართველოში, ინტერნეტით შენაძენის გაკეთების მთავარი უპირატესობა კი დროის ხარჯვის თავიდან აცილებაა, მომხმარებლების ნდობა ინტერნეტ-მაღაზიის მიმართ არც თუ ისე მაღალია. გაყიდვები წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო ფასები კი სტაბილური, უმნიშვნელო ცვლილებებით. კომპანიაში ვერ ასახელებენ მოსახლეობის რა რაოდენობა სარგებლობს მათ მიერ შეთავაზებული სერვისით.

კომპანია ელიტ ელექტრონიქს აქვს ონლაინ-შოპინგის სერვისი, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ გარკვეული ხარვეზების გამო ამ ეტაპზე ეს სერვისი შეჩერებულია და ჯერჯერობით ვერ ასახელებენ თუ როდის აღსდგება ეს სერვისი.

„თბილისი თაიმსმა“  ასევე დაკავშირება სცადა, წინა წლებში აქტიურ და ცნობად კომპანიასთან – TV shop.ge, თუმცა აღმოჩნდა, რომ  საიტი დახურულია და დაკავშირება ვერ მოხერხდა, მათ ინტერნეტ მისამართზე მითითებულია, რომ კომპანიას შეჩერებული აქვს საქმეიანობა.

25.12.13

ნინა პირტახია

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

12 years ago

პრემიერის გადაწყვეტილება უპირებოდ შესრულდება პროკურატურის მხრიდან

12 years ago
კვების ახალი რეგულაცია თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ამოქმედდა

თბილისის საბავშვო ბაღების კვებით მომსახურებას კომპანია ”ელფი” განახორციელებს

10 years ago

აღმოსავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by