13 საათის წინ
გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – საქართველო და აშშ სანდო, საიმედო სტრატეგიული პარტნიორები არიან
13 საათის წინ
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოცდების პროცესი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი კომფორტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით
2 დღის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
2 დღის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
2 დღის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს

პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებულ ახალ რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება, შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. კერძოდ, სავარაუდოდ დაშვება მოხდება წარმოება-ექსპორტის მიმართულებით.

„ჩვენ ვმუშაობთ დეტალურად პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ, ეს არ გულისხმობს გადავადებას, ანუ ჩვენ სტრატეგიულ ხაზს არ გადავუხვევთ. პირიქით, ამას მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ საქართველო გადადის მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებაზე. მაგრამ საჭიროა გარკვეული ტექნიკური დაზუსტებები და ამ სტანდარტის ელემენტების აღწერა რეგლამენტში. ჩვენ, ეს სამუშაო პროცესი რაღაც პერიოდი გაგვიგრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანია ასახავდეს ყველა იმ საჭირო დეტალს, რომელიც საჭიროა, რომ რეგულაციაში იყოს.

ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა და ამ რეფორმას ყურადღებით უნდა განხორციელება. ვმუშაობთ კერძო სექტორთანაც. ექსპორტთან დაკავშირებით არის განწყობა, რომ დავუშვათ ქართულ წარმოებას მივცეთ ექსპორტირების საშუალება, თუმცა პროდუქცია საქართველოში არ უნდა გაიყიდოს. საბოლოო ცვლილებების პაკეტს მალე წარვუდგენთ მთავრობას”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

​2019 წლის  1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება აიკრძალა.

Please follow and like us: