• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა. მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული“ – გოგა ჩანადირი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, ირაკლი კობახიძე სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს, დათო ჯელაძეს გული ატკინა.

გოგა ჩანადირი წერს, რომ ირაკლი კობახიძე ღირსეულად მოიქცა.

„ძალიან ღირსეულად მოიქცა ირაკლი კობახიძე, დავით ჯელაძეს რომ შეხვდა და მოუბოდიშა.

მობოდიშება და შეცდომის აღიარება არ არის უხერხული. უხერხულია ამ შეცდომების არდანახვა და შავის თეთრად ჯიუტად წარმოჩენა, რასაც პირადად მე ხშირად ვხედავ ხოლმე.

იმედი მაქვს, დავითის მიმართ სხვებიც დაამთავრებენ ქილიკსა და დამუნათებას, კობახაძის ტექსტს რომ მოჰყვა და მას მხარი აუბეს.

ბოდიშს ისინიც თუ არ მოიხდიან, დათოს, ვინც ოჯახის წევრებთან, დისშვილებთან ერთად შოვის სტიქიის დროს უმძიმესი ამბავი გადაიტანა, ცხოვრებას მაინც ნუ გაუმწარებენ“, – წერს გოგა ჩანადირი.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 16 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც მისი განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, დათო ჯელაძესთან კითხვები აღარ აქვს, რადგან მასთან შეხვედრისას სტიქიისგან გადარჩენის ისტორია პირადად მოისმინა.

”რაც შეეხება შეკითხვებს, მინდა განვმარტო, რომ იყო ბრიფინგი და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე მაშინ. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში ყალბი ფოტოები და მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო დადებული და დეტალურად მომიყვა მან მე ისტორია, თუ რა გადახდა.

მე მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მანაც განმარტა მისი ისტორია და მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა მისი ოჯახი. ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

6 years ago
აღმოჩენილია მოლეკულა, რომელიც კიბოს ყველაზე რთულ ფორმასაც კურნავს  

აღმოჩენილია მოლეკულა, რომელიც კიბოს ყველაზე რთულ ფორმასაც კურნავს  

4 years ago
ივლისში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2%-ით გაიზარდა

ეროვნულმა ბანკმა “კრედო ბანკზე” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

9 years ago

შსს-მ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

12 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by