• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უძრავი ქონება საქართველოში: რა ტენდენცია შეინიშნება 2023 წელს?

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
უძრავი ქონება საქართველოში: რა ტენდენცია შეინიშნება 2023 წელს?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ინტერესი სულ უფრო მატულობს. ჩნდებიან ახალი აქტორები და ინვესტორები, რაც ზრდის კონკურენციას და ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას. 

დღესდღეობით საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეა. არსებული შედეგებით ჩვენ რეგიონის მასშტაბით წამყვანი პოზიცია გვიკავია. 

უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის მნიშვნელოვნება საბანკო სისტემაშიც იზრდება. ამის დასტურია გასული ოთხი წლის განმავლობაში სექტორის საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 2.5-ჯერ ზრდა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის მონაცემებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები სტაბილურად ზრდას განაგრძობს. 

როგორ ვითარდება უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში, რა ტენდენციები იკვეთება და რომელ ფაქტორებზე ღირს ყურადღების გამახვილება – ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად, პირველ რიგში, არსებულ მდგომარეობას უნდა გადავხედოთ.

როგორია ბაზარზე არსებული მდგომარეობა

თიბისი კაპიტალის კვლევის უახლესი მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივნისში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში 3 643 ტრანზაქცია შესრულდა. ეს შედეგები 7%-ით აღემატება 2022 წლის ივნისის მაჩვენებელს.

საშუალო გასაყიდი ფასი წინა თვესთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და 1 162 $/კვ.მ-ს გაუტოლდა (+26% წ/წ). ამავე პერიოდში, გასაქირავებელმა ფასმა 12.5 $/კვ.მ შეადგინა, რაც 45%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. 

ტრანზაქციების და გასაყიდი ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნების ფონზე, ბაზრის მოცულობა წლიურად 29%-ით გაიზარდა და $279 მილიონი შეადგინა.

სამშენებლო პროექტების მომგებიანობა 

ეროვნული ბანკის კვლევის მიხედვით, თბილისის დეველოპერულ პროექტებში საერთო მოგების მარჟა საშუალოდ 36%-ია. 

საშუალოზე მაღალი მოგების მარჟა საბურთალოზე, ვაკესა და ისანი/სამგორი/ვარკეთილის უბნებში შეიმჩნევა. საშუალოს მეტად ჩამორჩება ლისი და გლდანი-მუხიანი.

გაყიდვების საერთო მახასიათებლები

თუ იმ დეველოპერული პროექტების გაყიდვების პროცესს დავაკვირდებით, რომელთა დაგეგმილი შემოსავლის მინიმუმ 80% უკვე მიღებულია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული მისაღები შემოსავლის უმეტესი ნაწილი (66%) გაყიდვების პროცესის დაწყებიდან პირველივე და მეორე წელს გენერირდება.  ამ პროექტების უმეტესობის გაყიდვების პროცესი 3 წელზე მეტი ხნით ფაქტობრივად არ გრძელდება.

ადრეული ინვესტირების მომგებიანობა კარგად ჩანს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური პროექტის, დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგის მაგალითზე. 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული, ბოლო 6 თვის განმავლობაში საკენის კვადრატულ მეტრზე ფასები 33%-ით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა პირველ ინვესტორებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ გაყიდვების უმეტესობა (75%) საქართველოს რეზიდენტებზე მოდის. რაც შეეხება უცხოელებს, ისინი საცხოვრებელი უძრავი ქონებით ყველაზე მეტად ბათუმში ინტერესდებიან.  

საცხოვრებელი ფართის ფასი

2023 წლის მონაცემებით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა შეინიშნება, თუმცა ზრდის ტემპმა გასულ წელთან შედარებით იკლო. ამ კუთხით ბუმი 2022 წლის I და II სექტორში გამოიკვეთა. ამის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები პანდემიის დასრულება, მიგრაცია და მაღალი ამონაგები იყო. ამჟამად ფასების ზრდის ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა დასტაბილურდა.

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას აქვს რამდენიმე ფუნდამენტური საფუძველი, როგორც მოთხოვნის ისე მიწოდების მხრიდან. დეველოპერულ კომპანიებს ფასის ზრდის საშუალებას აძლევს გაძლიერებული მოთხოვნა, რომელიც მოდის როგორც რეზიდენტებიდან ასევე არარეზიდენტებიდან. გაზრდილია გზავნილები, საშუალო ხელფასი და მშპ ერთ სულ მოსახლეზე. საქსტატის თანახმად დეველოპერული კომპანიებისთვის მიმდინარე წელს გაზრდილია თვითღირებულებაში შემავალი ხარჯები. დოლარში გამოსახული ფასების ზრდას ხელი შეუწყო ასევე ლარის კურსის გამყარებამ, ლარში გამოსახული ისტორიული შემოსავლის შესანარჩუნებლად დეველოპერებმა დოლარში გამოხატული ფასი გაზარდეს.

თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად დეველოპერული პროექტების მომგებიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ გაწეულ ხარჯსა და წმინდა მოგებას შორის კავშირი სუსტია: დეველოპერული კომპანიების მოგება მეტწილად აიხსნება სხვა ფაქტორებით, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყოს კომპანიის რეპუტაცია და გამოცდილება, პროექტის ხელსაყრელი მდებარეობა, ეფექტიანი მარკეტინგული კამპანია და მაღალკვალიფიციური გაყიდვების გუნდი. 

საცხოვრებელი ფართის ფასი თბილისის უბნების მიხედვით

უმაღლესი ფასი კარკასის ყველა მდგომარეობაზე ვაკეშია, შემდეგ მოდის კრწანისი და საბურთალო. ვაკე-საბურთალოში შეინიშნება ფასების ყველაზე მაღალი ზრდაც.

მშენებარე ფართის ფასის ზრდის ანალიზისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მასზე მოქმედებს როგორც თვითღირებულების/მოთხოვნის ზრდა, ასევე მშენებლობის დასრულებამდე დარჩენილი დროც. 

სამშენებლო პროექტების სპეციფიკა

ცენტრალური უბნების სამშენებლო პროექტებში საშუალოდ უფრო დიდი საცხოვრებელი ბინებია, ვიდრე გარეუბნებში. გარეუბნების შედარებით მცირე ფართის მქონე ბინები ამ უბნებში საცხოვრებელი ფართის უფრო ხელმისაწვდომს ხდის და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლების მეტ დაინტერესებას იწვევს.

შეჯამება

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, სავარაუდოა საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა. გაცემული სამშენებლო ნებართვების სტატისტიკა კი იძლევა საფუძველს, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის ბაზარზე მიწოდების საგრძნობლად გაზრდასაც უნდა მოველოდოთ.

არსებული ტენდენცია ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, რაც თავისთავად თქვენი ცხოვრების ხარისხზე დადებითად აისახება. 

 

ShareTweet

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

9 years ago

შსს: თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 years ago

ქართული ღვინოების დეგუსტაცია ბალტიისპირეთში გაიმართა

10 years ago
დადასტურებულია – წითელ ღვინოსა და შოკოლადს ანტივირუსული ეფექტი აქვს

დადასტურებულია – წითელ ღვინოსა და შოკოლადს ანტივირუსული ეფექტი აქვს

7 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by