• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეთანხმებიან თუ, არა ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მედიკამენტებს, რომლებსაც მოსახლეობა აფთიაქებში უპრობლემოდ ყიდულობდა პირველი იანვრიდან მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა, ჯანდაცვის მინისტრის , დავით სერგიეენკოს განცხადებით 2014 წლის პირველი იანვრიდან  ექიმის დანიშნულების გარეშე, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები არ გაიყიდება. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებაზე.

ჩვენი მორიგი ბლიც-გამოკითხვაც სწორედ ამ საკითხს ეხება.  ეთანხმებიან თუ არა ფარმაცევტული კომპანიები ამ გადაწყვეტილებას, მოახდენს თუ არა ეს ყოველივე გავლენას გაყიდვებზე , დაზარალდებიან თუ არა რიგითი მოქალაქეები და რამდენად წარმოადგენდა საჭიროებას ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე.

გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიები: PSP; ავერსი; GPC;  36.6; ემ ფარმა და ნეო ფარმი. გამოკითულ კომპანიათა უმრავლესობა არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ ამ ეტაპზე ეს ყოველივე საჭიროებას არ წარმოადგენდა. ყველა გამოკითხული კომპანია აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება მოსახლეობას აუცილებლად დააზარალებს. 

გთავაზობთ ბლიც-გამოკითხვის შედეგებს:330774-pillsmedicine-1328145643-711480

PSP –ს ადმინისტრაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან ამ კანონის შემოღების შემთხვევაში მოსახლეობა თვითნებურად მკურნალობას ვეღარ შეძლებს და ასევე, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას. PSP-ში თვლიან, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება კომპანიისთვის  ცუდი შედეგის მომცემი არ იქნება, გაყიდვებსაც არ შეამცირებს. კომპანიაში თვლიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საჭიროებას წარმოადგენდა, თუმცა მოსახლეობას ძალიან დააზარალებს და საჭირო იქნება მოქალაქეების მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევა.

GPC -ში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებას არ აპროტესტებენ და არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა თავს არიდებენ იმის დაფიქსირებას, მოსწონთ თუ არა ეს გადაწყვეტილება. კომპანიის  გაყიდვების სამსახურში ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაყიდვების შემცირება არ უნდა გამოიწვიოს. კანონმა შესაძლოა დააზარალოს მოსახლეობა, რადგანაც ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯების გაწევას მოითხოვს თუმცა თვლიან, რომ ეს სასარგებლო იქნება,  რადგან მოსახლეობა თვითნებურად ვეღარ მიიღებს წამლებს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ფარმაცევტულ კომპანია ავერსიში მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, რადგანაც აღნიშნული კანონი მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს და სასარგებლოა მოქალაქეებისთვის, თუმცა აქვე აცხადებენ,  რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას დააზარალებს და უმრავლესობა ვერ შეძლებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტს. აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭირო იყო.

36.6– აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოსწონთ, რადგან ეს მათ მუშაობას ხელს შეუშლის, ისინი აცხადებენ, რომ დიდია საფრთხე ექიმებმა რეცეპტის გამოწერისას მიუთითონ პაციენტებს თუ რომელ აფთიაქში შეიძინონ ესა თუ ის მედიკამენტი, კომპანიაში აცხადებენ, რომ  თუ მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიყიდა ეს   შეამცირებს გაყიდვებს და დააზარალებს ასევე მოსახლეობასაც, რადგანაც მათ მიერ საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გაწევა, რისი საშუალებაც ყველას არა აქვს. სააფთიაქო ქსელში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არაფერს გააუმჯობესებს და მისი მიღება ამ ეტაპზე ისეთი ღარიბი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ემ ფარმა– ში არ ეთანხმებიან აღნიშნული კანონის შემოღებას და თვლიან, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო,  კანონის შემოღება ჩაძირავს შედარებით პატარა აფთიაქებს, რადგან შესაძლოა, დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მოისყიდონ ექიმები, რომლებიც მიუთითებენ პაციენტებს თუ რომელ აფთიაქში შეიძინონ მედიკამენტები. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხსენებული კანონის მიღება შეამცირებს გაყიდვებს და აუცილებლად დააზარალებს მოქალაქეებს, ბევრს არა აქვს სამწუხაროდ საშუალება რეგულარულად მიაკითხოს ექიმს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში აღნიშნული კანონი უკვე მოქმედებს მაგრამ საქართველოში  ჯერჯერობით  საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სხვა საკითხია მოასგვარებელი.

ნეო ფარმი -ში  მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი გაყიდვებს შეამცირებს და ნეო ფარმისთვის ცუდი შედეგის მომცემი იქნება,“ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან დააზარალებს  მოსახლეობასაც და სააფთიაქო ბაზრის გაუმჯობესების ნაცვლად საპირისპირო სურათს მივიღებთ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საჭიროებას არ წარმოადგენდა,“  – განმარტავენ კომპანიაში.

20.11.13

ნინა პირტახია

Tags: არა ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებასეთანხმებიან თუფარმაცევტული კომპანიები უარყოფითად აფასებენ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწკვეტილებას
ShareTweet

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

სამ რეგიონში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

სამ რეგიონში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

11 years ago

რუსებმა ედვარდ სნოუდენი დაასაქმეს

13 years ago
სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ესკალაციას

სალომე ზურაბიშვილი – რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს

7 years ago
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by