• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“კალიგრაფია ჩემთვის იქცა მთავარ გამომსახველობით საშუალებად” – დავით მაისურაძის პერსონა

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“კალიგრაფია ჩემთვის იქცა მთავარ გამომსახველობით საშუალებად” – დავით მაისურაძის პერსონა
27
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართული ენის, დამწერლობის განსაკუთრებულობაზე ჩვენ ხშირად გვესმის საუბრები. ამაყები ვართ და გვიყვარს ის, რაც ასეთ გამორჩეულებს გვხდის. თუმცა, ბევრად განსხვავებული დამოკიდებულება და ხედვა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც კალიგრაფიით პროფესიონალურად არიან დაინტერესებულნი და ეს საკითხი მათი ყოველდღიურობაა. დავით მაისურაძის ცხოვრებაც სწორედ რომ ქართულ კალიგრაფიასთან არის მჭიდრო კავშირში. ის “თბილისი თაიმსს” უამბობს, რას ნიშნავს მისთვის ქართული ანბანი.


“დაახლოებით, 12-13 წელია, რაც კალიგრაფიით ვარ დაკავებული, ქართული დამწერლობა უფრო ადრეც მაინტერესებდა. 12 წლის წინ ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კონკურსი – “ქართული კალიგრაფია” სკოლოს მოსწავლეთა შორის, ავიღე პირველი ადგილი და ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი მოტივაცია. უკვე ამის შემდეგ, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ძალიან შემიწყო ხელი – საცავებში ვათვალიერებდი ხელნაწერებს, მათი შემწეობით – ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში. ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა. მალევე, რუსთავში, ერთერთ სკოლაში კალიგრაფიული სტუდია გავხსენით. აქ მოსწავლეები დღემდე სწავლობენ. ეს გახლავთ სკოლა “მთაწმინდელი”, – ამბობს დავითი.


ის იმ ძირითად მიზეზს განმარტავს, რის გამოც ქართული ანბანი მისთვის განსაკუთრებულია.
“ჩემთვის ქართული ანბანი ყოველთვის იყო შთაგონების წყარო. სულ ვფიქრობდი, რომ ქართული დამწერლობა არის ხელოვნების ერთერთი ნიმუში, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა. მას სჭირდება განვითარება და მისით შესაძლოა, ხელოვნების კიდევ სხვა ნიმუშები შეიქმნას. პრაქტიკულად, კალიგრაფია ჩემთვის იქცა მთავარ გამომსახველობით საშუალებად, რომლითაც შეგიძლია, თქვა სათქმელი”.


ამ მიმართულებით, დღესდღეობით, რა აქტივობებით ხართ დაკავებული?
პირადად მე, ამ ეტაპზე, სკოლაში ვასწავლი მოსწავლეებს. მყავს ზრდასრულებიც, სკოლის მოსწავლეებიც. გარდა ამისა, მე და ჩემს ოჯახს გვაქვს კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც არის ყოველწლიური. პანდემიის გამო, ორი წელია, რაც ის არ ჩატარებულა, მაგრამ ვგეგმავთ, რომ წელს განვაახლოთ. 10 წელია, ეს კონკურსი ტარდება და, ქვემო ქართლის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებს აქვთ საშუალება, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი. ეს ძალიან წარმატებული კონკურსი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ, მოგეხსენებათ, ქვემო ქართლი მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური საზოგადოებაა და, შეიძლება ითქვას, ისინი დავამეგობრეთ, ვფიქრობთ, ის აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ.


გარდა ამისა, ძალიან ხშირად გვაქვს გამოფენები – უფრო მეტად, ჩემი მოსწავლეების ნამუშევრების. ჩემი გამოფენები საზღვარგარეთაც ეწყობა. მქონდა გერმანიაში, ეგვიპტეში, ბოლო პერიოდში – დუბაიში. საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა ქართველმა კალიგრაფებმა, მათ შორის, მეც. სულ ბოლო, რაც გავაკეთეთ, იყო ახლახან – 30 მაისს, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ ჩატარდა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად.

Share11Tweet7

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by