ლა ლიგის ბოლო ტურში, რაიო ვალეკანოსთან დაპირისპირების დროს, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მიიღო. ვალენსიას 24 წლის მეკარემ დაზიანება მარჯვენა ფეხზე, კერძოდ ბარძაყის არეში მიიღო, რის გამოც ვალენსიას რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება.
სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების შემდეგ მძიმე ტრავმა გამოირიცხა, თუმცა ვალენსიელთა მეკარეს ტკივილები ამ დრომდე აწუხებს. ბოლო ინფორმაციით, ქართველი მეკარე 3-4 კვირას გამოტოვებს.






