• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, December 17, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სამწუხაროდ, პროგნოზი ძალიან ცუდი გვაქვს… უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას უნდა ველოდოთ“ – ნინო ჩხობაძე

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„სამწუხაროდ, პროგნოზი ძალიან ცუდი გვაქვს… უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას უნდა ველოდოთ“ – ნინო ჩხობაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გუშინ, 8 სექტემბერს, ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე სახლი მიწაში ჩაიტანა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ბავშვი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის შედეგად ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიური მოვლენებით და მის შედეგად მიღებული ზარალით მიმდინარე წელი საქართველოსთვის გამორჩეულად მძიმე და პრობლემური იყო.

როგორ უნდა იმოქმედოს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სტიქიის დროს ხელისუფლებამ და ადამიანებმა? ამ კითხვაზე  „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს გვიპასუხებს.

– ის, რაც გურიაში მოხდა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენაა. ყველგან მეწყერები მოდის და სამწუხაროდ, პროგნოზიც ძალიან ცუდი გვაქვს… დიახ უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას და ექსტრემალურ ტემპერატურებს უნდა ველოდოთ.

– ასეთ დროს ხელისუფლებამ და უბრალო ადამიანებმა როგორ უნდა იმოქმედონ? შეიძლება თუ არა სტიქიის დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება? 

– ცოტა ხანში შოვის დასკვვნა დაიდება და მერე უნდა შემუშავდეს გეგმა რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და სად ვაკეთებთ. ამაზე მუშაობა დაწყებულია, დამატებით, სამოქალაქო სექტორი ჩვენს წინადადებებს ვამზადებთ იმასთან დაკავშირებით, სად და რა უნდა გაკეთდეს. ხომ არ შეიძლება, რომ  მუდმივად სტიქიური უბედურების მოლოდინში ვიყოთ? წყალმა მშობელს შვილი პირდაპირ ხელიდან გასტაცა და წაიღო, მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს სამსახური, რომელიც ასეთ პროცესებზე დაკვირვებას აწარმოებს და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით პრევენციული ღონისძიებები დაგეგმოს. მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას შესაბამისი სასახურები. გეოლოგებმა ყველა საშიში ადგილი უნდა მოიარონ და პირველადი ქმედებების რეკომენდაციები გასცენ. მათ შორის, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მეწყრის ქვემოთ სახლი არ უნდა აშენდეს ანუ ნებართვები არ უნდა გაიცეს, მეწყრული ფერდობები უნდა გამაგრდეს და ა.შ. მეწყრის ჩამოსვლა მარტო ნალექით არ გამოიწვევა და იქ სადღაც, კიდევ წყალი მოდის, ამიტომ სოფლებში წყლის არიდების სისტემებია სანახავი. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება, მაგრამ მსხვერპლი და ზარალი იმდენად დიდია, რომ ნამდვილად ღირს სახელმწიფომ სპეციალური თანხები გაიღოს, სასწრაფოდ სპეციალისტები მოიზიდოს და ქვეყნის ყველა კუთხე დეტალურად შეისწავლოს. ჩვენ მომხდარის მერე კი არ უნდა ვმოქმედებდეთ, მანამდე უნდა მოვახერხოთ პრევენციული ღონისძიებების გატარება.

– დედაქალაქში, რომელიც ფერდობებზეა გაშენებული, რა საფრთხე გველის?

– თბილისის თემა განხვავებულია. დედაქალაქში 10 მოქმედი მეწყერი გვაქვს, ზოგი სახლი პირდაპირპ მეწყრულ ტანზეა აგებული. თუ სადრენაჟო სისტემა კარგად გაკეთებული არ არის, წყალი თუ დააწვა, ჩათვალეთ, რომ ის სახლი წაღებულია.

 

სრულად

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე
ახალი ამბები

“ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

12/15/2025
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა
ახალი ამბები

ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა

12/15/2025
ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In