• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დიდხანს გეძებდი… 33 წლის შემდეგ გაგიცანი და უკვე დაგკარგე. ხომ იცი, “ყველაზე მაგარი” გოგოს “შუმახერი” ხარ!” – ამ ლეგენდარული ფოტოს გმირების სევდიანი დასასრული

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა, საზოგადოება
A A
“დიდხანს გეძებდი… 33 წლის შემდეგ გაგიცანი და უკვე დაგკარგე. ხომ იცი, “ყველაზე მაგარი” გოგოს “შუმახერი” ხარ!” – ამ ლეგენდარული ფოტოს გმირების სევდიანი დასასრული
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ეს ისტორია, რომელიც მარი ნანამ ფეისბუქზე დაწერა, კინოს ჰგავს. კინოს, რომელიც ფინალში იმდენს გატირებს, თვალები და გული ერთიანად გისივდება…

ამ ლეგენდარული ფოტოს, 9 აპრილის პოსტერის გმირებმა ერთმანეთი შარშან გაიცნეს, დისტანციურად. ბიჭი, რომელიც საჭეს მართავს ახლახან გარდაიცვალა…

აი, რა მიმოწერა ჰქონდათ მარის და გურამს გაცნობიდან დღემდე…

დიდხანს გეძებდი…
მარი ნანა მახარაძე: შარშან საქართველოს ბანკის მიერ გაკეთებულ 9 აპრილის ვიდეო სიუჟეტზე მისმა მეგობარმა კომენტარი დატოვა მანქანის მძღოლი ჩემი მეგობარია, სახელი და გვარით…
33 წლის შემდეგ ვიპოვე და მივწერე…

მაშინვე მიპასუხა:
“ვაა, რა ხალხი… და ტელეფონის ნომერი, აუცილებლად შევხმიანდეთო…”
ვნერვიულობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, ისიც არ იმჩნევდა….
– მგონი მთელი ცხოვრებაა გეძებთ…
– მოდი, პირდაპირ შენობით დავიწყოთ, ბოლოს და ბოლოს 33 წელია “ერთად ვართ”, მიპასუხა ხუმრობით…

ყველაფერს ერთიანად ვუყვებოდით ერთმანეთს, არეულ-დარეულად, თითქოს ყველაფრის უცებ მოსწრება გვინდოდა…
– მე სულ ვყვები შენზე, რომ არც კი გიცნობდი, რომ შემთხვევით შევხვდით პლეხანოვზე და საერთოდ, ამ მანქანაში უცნობი “პასაჟირები” ვართ მე და ჩემი ბიძაშვილი.
როგორ გაგვაჩერეთ სახლიდან გამოპარული და საშინლად გაბრაზებული შავ დროშიანი გოგონები, როგორ გინდოდათ გადაგვეფიქრებინა მთავრობის სასახლესთან მისვლა და ბოლოს ჩვენი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენთან ერთად წამოხვედით. შენ მომიყევი, გთხოვ, რა გახსოვს….

– ეჰ, რა დრო იყო, არა? რა მუხტი… რა გრძნობა… ან რა ადამიანები…
რომ დაგინახეთ, საოცარი გოგონები იყავით, ისეთი ენერგია მოდიოდა, ისე მოდიოდით, ქვეყანა მოგქონდათ. ჩვენ ახალი დაბრუნებული ვიყავით რუსთაველიდან… ჩემი საცოლე მოშიმშილეებს შორის იყო… ძლივს გამოვაღწიეთ… ცოტა უნდა მოვწესრიგებულიყავით და ისევ უკან ვაპირებდით მეგობრები წასვლას…
მერე თქვენც გამოჩნდით ლამის “თალიბანები” და რაღა გზა გვქონდა…

მერე ყველაფერი ისე იყო, როგორც შენ აღწერ… მერე ეს ფოტოც და კიდევ ბევრი რამე… ხომ მიპოვე, ნელ-ნელა მოგიყვები თუ არ მოგაბეზრებ თავს…

—-
მერე კიდევ ბევრჯერ შევხმიანდით, უფრო სწორად რამდენჯერაც შევხმიანდით, ყოველთვის დიდხანს ვსაუბრობდით…
33 წელი ხომ ცოტა არაა…

—–
– არ გეგონოს, რომ არ ვიცოდი, ვინ იყავი… სულ თვალს ვადევნებდი შენ ისტორიებს… მაინტერესებდა, რაში გამოიყენებდი შენ “ცნობადობას”; მაშინ ხომ ყველაზე მაგარი გოგო იყავი…
ყველასთვის საყვარელი გოგო… ლეგენდა გოგო, ლეგენდარული ფოტოდან… მაგრამ ვხედავ, რომ ისევ ისეთი ხარ “პლეხანოვზე მომავალი გოგო” მთავარი მიზნით “თავისუფლება”!
სხვანაირი რომ ყოფილიყავი, ალბათ, არ გიპასუხებდი…
– ეჰ შემთხვევით მოვხვდით კადრში, ფოტო კი ისტორიას შემორჩა,ნებისმიერი გოგო -ბიჭი შეიძლებოდა ყოფილიყო… ჩემთვის აბსოლუტურად სიმბოლური ფოტოა…
მთავარი ისაა, რისთვისაც ვიბრძოდით…
– მთავარია, რა მივიღეთ, ჩემო მარი … და კიდევ უდიდესი პასუხისმგებლობა…
მეც ისე, როგორც ბევრი ქართველი, სად არ მატარა ბედმა… ბევრჯერ დავბრუნდი… და ისევ წავედი….
ერთმანეთის გატანა დააკლდა ჩვენ ქვეყანას…
– გული ხომ არ გაიტეხე?
– არა… დრო გადის და ჩვენმა თაობამ ცხოვრება ვერ მოვასწარით...
იმდენი რამ მოხდა და კიდევ რასაც დღეს ვუყურებ.. მაინც ვერ ვისწავლეთ ..
შეეცადე დარჩე შენ ქვეყანაში.. .აღარ წახვიდე …
– მოვასწრებთ… ალბათ, მოვასწრებთ….
არ წავალ… ვერ წავალ… იქნება რაღაც საშველი… შენც ჩამოდი…
——–
– ჯილდოს გილოცავ, მეგობარო… მეამაყები და მაგრად იყავი…
– გაცივდი? რა ხმა გაქვს… აქ უკვე თბილა… ჩამო თბილისში… მადლობა, ჯილდო სიმბოლურია, ისევე როგორც ფოტო… ქართველ მედროშე ქალბატონებს… ჩემთვის ყველასია, იმ “პლეხანოვისიც…”
ისე, როდის შემიძლია გავამხილო შენი ვინაობა, უკვე ვთქვი, რომ გიპოვე, მაგრამ ნებართვის გარეშე არ შემიძლია…
– ხო… დაიწყებენ მერე – ვინ არის, სად არის, რატომ არის და ახლა მით უმეტეს მაგის თავი არ მაქვს…
ცოტა მგონი კიბოაო, ექიმებმა…
გამოვჯანმრთელდები, ჩამოვალ ,შამპანური ჩამოვისხათ, ფოტო გადავიღოთ, ჟურნალისტებს დავუძახოთ და ვთქვათ – “გამარჯობათ, აი, ჩვენც მოვედით…”
– აჰა… ცოტა კიბო არ არსებობს… ანალიზები გამომიგზავნე, აქაც ვანახებ ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდება…
– აპრილის “ზაკალკა” არ იკარგება, ხომ?
მადლობა, აუცილებლად გადმოგიგზანი…
——-
– აბა, როგორ ხარ?… გამომწერეს თუ გამოვიქეცი, ნუ რაც იყო… რეები მიქნეს, მანდ გამჩერებელი აღარ ვარ…
ახლა ვზივარ ფეხებ დასიებული და ხმა წართმეული… გელაპარაკები და აივანზე ერთი მზის სხივი შემოდის …ვხვდები, რომ ერთი დღე ცხოვრებაც უდიდესი ბედნიერებაა…
თუ რამეა, არ დაგავიწყდეს ეს სიტყვები…
ალბათ, ისევ ძალით წამიყვანენ საავადმყოფოში…
უი, ქოთანში ყვავილს კვირტიც გაუკეთებია…
იქედან ვეღარ დავრეკავ… როგორც კი რამე იქნება გაგაგებინებ…
– ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება… თანაც ჩვენთან… შენ ხომ “ყველაზე მაგარი” გოგოს “შუმახერი” ხარ…
იცოდე, გელოდებით თბილისში…


——
ეს ფოტო-პლაკატი ჩაქვში, ჩემ მშობლიურ სახლში ვიპოვე, როცა მამაჩემის შენახულ ფოტოებს ვათვალიერებდი… 34 წლისაა უკვე…
მინდოდა გადმომეგზავნა შენთვის…
ველოდებოდი შენ ზარს…
28 აგვისტოს დაბადების დღე უნდა მომელოცა…
შენ ფეისბუქ გვერდმა კი მამცნო, რომ უკვე აღარ ყოფილხარ…
——-
ისევ შენ მეგობარს მივწერე…
სწორედ იმას, ვინც შენი თავი 33 წლის მერე გამაცნო და ახლა შენი არ ყოფნა დამიდასტურა….
მე კი მაინც რა მალე დაგკარგე…
აბა, “აპრილის ზაკალკაო”?…
ზღაპარია ყველაფერი …
მართალი იყავი ერთი დღის სიცოცხლეც ბედნიერებაა…
დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა შენზე…
მაინც ჩავთვალე საჭიროდ, რომ სცოდნოდათ ადამიანებს, ერთი საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის შესახებ…
მშვიდობით ჩემო მეგობარო, გურამ.

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In