• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, March 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“4 სართული დამეყარა თავზე… 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული… ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ” – სასწაულებრივად გადარჩენილი ქალის ამბავი

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“4 სართული დამეყარა თავზე… 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული… ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ” – სასწაულებრივად გადარჩენილი ქალის ამბავი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1991 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 13 საათსა და 13 წუთზე საქართველოში მოხდა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო, ხოლო ძირითადი ბიძგის მაგნიტუდის სიმძლავრე – 6,9-7,2 ბალი. მას შემდეგ, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა, მათ შორის ყველაზე ძლიერი – 3-4 მაისსა და 15 ივნისს. მიწისძვრა გავრცელდა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიაზე და მიწაში მთლიანად ჩაიმარხა სოფელი ხახიეთი, სულ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა.

„კვირის პალიტრამ“ იმ მიწისძვრის დროს სასწაულებრივად გადარჩენილ ქალთან ინტერვიუ ჩაწერა. რუსუდან ქამუშაძე მიწისძვრის დროს იგი 35 წლის ყოფილა:

აი, რას იხსენებს ის:

– ბაზრის წინ, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი. აივანი ჩაინგრა და “ოთხი სართული” დამეყარა თავზე. გონება დავკარგე და ვფიქრობ, ასე 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული. აზრზე რომ მოვედი, ვერაფრით გავერკვიე, რა მჭირდა. მუცელი მეწვოდა და ბეჭებით ვცდილობდი წამოწევას. მაგრამ რას წამოვიწეოდი, უზარმაზარი ფილები მეწყო, თურმე, ბეჭებზე. ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, სილასა და ბეტონში ვიყავი ჩაფლული. მხოლოდ მარცხენა ხელი გადავწიე გვერდზე და ვიგრძენი, თავზე ფარდა შემომხვეოდა, ალბათ, რომელიმე მეზობლის… მეოთხე სართულიდან რომ მოვფრინავდი, ვიღაცას დავუნახივარ და ჩემ მოსაძებნად ამწე მოუყვანიათ. რამდენი ფილა ამაცალეს, იმდენი გატყდა. ოდნავ შევნიშნე სინათლის სხივი და ავყვირდი. მიხვდნენ, სადღაც იქვე ვიყავი და ზემოდან შეძახილებით მამხნევებდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი ფილა, თავზე რომ მედო, მთლიანად ამოიღეს და წელს ზემოთ დამინახეს, სანახევროდ კი მიწაში ვიყავი. პროფესიონალ მაშველებს არ ჰგავდნენ, საჩხერლები იყვნენ. ის-ის იყო, ამწეთი ამომწიეს, რომ კიდევ იძრა მიწა. შეშინდა ხალხი და ყველამ იმწამს მიმატოვა. ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ. ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, ხალხის ნაწილი დაბრუნდა და ცოცხალ-მკვდარი ამომიყვანეს მიწიდან. ფეხები გაშეშებული მქონდა. წამიყვანეს საავადმყოფოში და ექიმს უთქვამს, ხერხემალშია გადატეხილიო. სინამდვილეში, ხერხემალში კი არ ვიყავი გადატეხილი, თირკმელიდან სისხლი მდიოდა, ლავიწის ძვალი მქონდა გატეხილი და ბეჭები – ჩახეული, ამიტომ სასწრაფოდ გადამაფრინეს ქუთაისის საავადმყოფოში და იქ ჩამიტარეს ყველანაირი მკურნალობა. გერმანიიდან ჩამოსულმა ექიმმა მითხრა, დღეს კი შედარებით იოლად გადარჩი, მაგრამ 10-12 წლის შემდეგ იჩენს თავს შენი დაავადებაო. მართლაც გამირთულდა მდგომარეობა – გაფანტული სკლეროზი დამემართა და ცხოვრება გამიმწარა, სხეულის ნახევარ მხარეს – ხელსა და ფეხს სიარულისას ძლივს მივათრევ…

საბოლოოდ, ჩვენი სახლის დანგრევისას სამი ადამიანი დაიღუპა – დედა და 4 წლის ბავშვი, რომელიც გულში ჩაეხუტებინა და ერთი მოხუცი. მიწისძვრისას მხოლოდ ჩვენ ოთხი აღმოვჩნდით კორპუსში. დღის ისეთი პერიოდი იყო, დანარჩენები სამსახურებსა და სკოლაში იყვნენ. მეც ცოტა ხნით, სამსახურიდან შესვენებაზე, სადილად შევირბინე შინ. კარგი ამინდი იყო და აივანზეც გავედი – ქვეყნიერებას გადავცქეროდი და ვტკბებოდი, ვიდრე უეცრად ქარი არ ამოვარდა. უცებ ტყლაშო, დაიძახა სახლმა და გვერდით რომ გავიხედე, მახსოვს, შუაზე რკალივით გამსკდარი სადარბაზოს ნაწილი გვერდულად წამოვიდა. მერე მეც გამომეცალა აივანი, ქვემოთ დავეშვი. მეტი აღარაფერი მახსოვს… სრულად

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ახალი ამბები

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

03/13/2026
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

03/11/2026
“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე
ახალი ამბები

“ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე

03/09/2026
შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა… – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
ახალი ამბები

შენზე ფიქრმა და შენზე დარდმა, ესეც კი გამაბედინა… – ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

03/09/2026
“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” –  ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე
ახალი ამბები

“კახის საერთოდ არ ვიცნობ… არანაირი გადაკვეთა არ მქონია, არასდროს…” – ქეთო თოფურიძე გახმაურებულ ჭორზე

03/06/2026
„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება
ახალი ამბები

„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

03/06/2026

კალენდარი

March 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« Feb    

სიახლეები

  • „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს 03/13/2026
  • ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა 03/11/2026
  • “ორთვე-ნახევარი რეანიმაციაში გაატარა, 2-3 დღეში პალატაში უნდა გადაეყვანათ…“ – ანრი ჯოხაძე 03/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In