საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი ეხმაურება.
“ედუარდ შევარდნაძე ჩვენი დროის დიდი პიროვნება იყო. მისი გადადგომა 1990 წელს დავიწყებული არ უნდა იყოს”, – წერს ბილდტი twitter-ზე.
საქართველოს სსრ-ის ცკ კომპარტიის პირველი მდივანი (1972-1985), საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985-1990) და საქართველოს პრეზიდენტი (1995-2003) ედუარდ შევარდნაძე დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
07.07.14













