• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თუ ხელები გიბუჟდება, აი რა უნდა იცოდე – გიორგი ღოღობერიძე

3 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
თუ ხელები გიბუჟდება, აი რა უნდა იცოდე – გიორგი ღოღობერიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კიდურების დაბუჟების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობს და ურჩევს საზოგადოებას, როგორ უნდა მიხვდნენ უკავშირდება თუ არა დაბუჟების შეგრძნება თრომბოზს და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს.

გიორგი ღოღობერიძე: „ბოლო დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ხელებში დაბუჟების შეგრძნებას, რასაც ხშირად მიაწერენ თრომბოზს. როგორ მივხვდეთ ხელებში დაბუჟების შეგრძნება მართლა თრომბოზს უკავშირდება თუ სხვა მიზეზით არის გამოწვეული და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

როდესაც, პაციენტს აღენიშნება წვის, დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნება, ამ ყველაფერს ექიმები პარესთეზიას ვეძახით. პარესთეზია – ეს არის მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ტრანზიტორული, ანუ გარდამავალია. აღსანიშნავია, რომ ამ დარღვევამ ძალიან იჩინა თავი კოვიდის დროს, ამიტომ პაციენტები ხშირად თრომბოზს მიაწერენ კიდურების დაბუჟებას. თუმცა, როგორც წესი, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება არის შედეგი მდგომარეობისა, რომელსაც ჰიპერვენტილაციის სინდრომი ჰქვია. როდესაც, თქვენ გიდგინდებათ კოვიდი, ნერვიულობის ფონზე გერთვებათ სიმპათიკური ნერვული სისტემა და გიხშირდებათ სუნთქვა. სუნთქვა როგორც კი გასცდება წუთში 20-ზე მეტს, თქვენ ამ დროს ამოისუნთქავთ იმაზე მეტ CO2-ს ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. იმის გამო, რომ თქვენ ძალიან ბევრ CO2-ს ამოისუნთქავთ თქვენი სისხლი ძალიან ტუტიანდება, ამას ეწოდება რესპირატორული ალკალო. ასეთ დროს, სისხლში თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება და ზუსტად ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. საპანიკო არაფერია, საკმარისია დამშვიდდეთ და თავისით ალაგდება რამდენიმე დღეში.

იმ შემთხვევაში, თუ ხელებში დაბუჟების შეგრძნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაქვთ, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც წამყვანი მიზეზია ხელების და ფეხების ქრონიკული დაბუჟების. ძალიან ბევრი გლუკოზა აზიანებს, როგორც ნერვულ ქსოვილს, ასევე მის გარშემო არსებულ უჯრედებსაც და როგორც წესი, ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. შაქრიანი დიაბეტის შემდეგ უნდა გამორიცხოთ ჰიპოთირეოზი, როგორც კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაითრგუნება, ასევე ვითარდება დაბუჟების შეგრძნება. დაბუჟების გამომწვევი მიზეზი, ასევე შეიძლება იყოს ჰიპოპარათირეოზი. ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის უკან გვაქვს 4 ჯირკვალი, 2 ზევით და 2 ქვევით, რომლებიც არეგულირებენ კალციუმის რაოდენობას სხეულში. თუ ეს ჯირკვლები თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, კალციუმის რაოდენობის შემცირებისას გამოხატული იქნება დაბუჟება. დაბუჟების შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტების მიერ, მაგალითად: წნევის დამწევი საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები. აღსანიშნავია, ანტიბიოტიკებიც, რომლებიც არიან ფტორქინოლონები. დაბუჟების შეგრძნებას, ასევე იწვევს B12 და B6 ვიტამინების ნაკლებობა. ორივეს შევსება ძალიან მარტივად, ნორმალური კვებით შეიძლება. B12 ძალიან ბევრია ხორცში, B6 მცენარეებში. დაბუჟების გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მძიმე მეტალები და ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: გაფანტული სკლეროზი, სპინალური სტენოზი, თიაქრები და სხვა…

როგორ ამოვიცნოთ თრომბოზი? როგორც წესი, შემთხვევათა 90%-ში თრომბოზი ვითარდება ქვედა კიდურებში, ანუ ფეხებში და უმეტესად არის ცალმხრივი, ანუ აზიანებს მხოლოდ ერთ კიდურს. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პაციენტების მხოლოდ 3%-ს უვითარდება თრომბოზი. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ თრომბოზი ყურადღება დაბუჟებაზე კი არ უნდა გაამახვილოთ, არამედ კიდურები უნდა შეადაროთ ერთმანეთს. რადგანაც, ვიზუალურად გამოხატული იქნება, კიდურის დასივება. შეშუპებასთან ერთად შეცვლილი იქნება ფერი. ახასიათებს, წითელი ან იისფერი შეფერილობა. გარდა ამისა, იქნება მტკივნეული. ასევე, კიდური შეხებისას საკმაოდ თბილი იქნება. ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნიშნებს: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუს ხვევა, გულისცემის ან სუნთქვის აჩქარება, სისხლიანი ხველა. ეს არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც სახლის პირობებში, არასამედიცინო პირმა შეიძლება იეჭვოს თრომბოზზე, და ასეთ დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან, თრომბი შეიძლება გადაადგილდეს და განვითარდეს პულმონალური ემბოლია“.

ShareTweet

ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

„არასოდეს გამოიყენოთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი საკვებში…“ – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„არასოდეს გამოიყენოთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი საკვებში…“ – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს

05/25/2026
მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს – რა ინფორმაცია ვრცელდება
ახალი ამბები

მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს – რა ინფორმაცია ვრცელდება

05/25/2026
გაფრინდა ანგელოზებთან… – თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა
ახალი ამბები

გაფრინდა ანგელოზებთან… – თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა

05/25/2026

საინტერესო

ნინო ჯავახაძე – „გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“

ნინო ჯავახაძე – „გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“

8 years ago
„წუხელ სანტი ბასლას მამა დაუხატია“ – ლაშა ბასლანძის ოჯახის ახლობელი პოსტს აქვეყნებს

„წუხელ სანტი ბასლას მამა დაუხატია“ – ლაშა ბასლანძის ოჯახის ახლობელი პოსტს აქვეყნებს

6 months ago
,,4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის…” – ისრაელის ელჩი

,,4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის…” – ისრაელის ელჩი

3 years ago
ავღანეთში ქართველი სამხედროების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ავღანეთში ქართველი სამხედროების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

12 years ago

ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?
ახალი ამბები

“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

05/25/2026

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ორი სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა. "დას­რულ­და ჩემი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა,...

Read moreDetails
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
„არასოდეს გამოიყენოთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი საკვებში…“ – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს

„არასოდეს გამოიყენოთ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი საკვებში…“ – არუნ ხათრი მიმართვას ავრცელებს

05/25/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე? 05/25/2026
  • ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი 05/25/2026
  • პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული 05/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by