• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თუ ხელები გიბუჟდება, აი რა უნდა იცოდე – გიორგი ღოღობერიძე

3 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
თუ ხელები გიბუჟდება, აი რა უნდა იცოდე – გიორგი ღოღობერიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კიდურების დაბუჟების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობს და ურჩევს საზოგადოებას, როგორ უნდა მიხვდნენ უკავშირდება თუ არა დაბუჟების შეგრძნება თრომბოზს და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს.

გიორგი ღოღობერიძე: „ბოლო დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ხელებში დაბუჟების შეგრძნებას, რასაც ხშირად მიაწერენ თრომბოზს. როგორ მივხვდეთ ხელებში დაბუჟების შეგრძნება მართლა თრომბოზს უკავშირდება თუ სხვა მიზეზით არის გამოწვეული და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

როდესაც, პაციენტს აღენიშნება წვის, დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნება, ამ ყველაფერს ექიმები პარესთეზიას ვეძახით. პარესთეზია – ეს არის მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ტრანზიტორული, ანუ გარდამავალია. აღსანიშნავია, რომ ამ დარღვევამ ძალიან იჩინა თავი კოვიდის დროს, ამიტომ პაციენტები ხშირად თრომბოზს მიაწერენ კიდურების დაბუჟებას. თუმცა, როგორც წესი, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება არის შედეგი მდგომარეობისა, რომელსაც ჰიპერვენტილაციის სინდრომი ჰქვია. როდესაც, თქვენ გიდგინდებათ კოვიდი, ნერვიულობის ფონზე გერთვებათ სიმპათიკური ნერვული სისტემა და გიხშირდებათ სუნთქვა. სუნთქვა როგორც კი გასცდება წუთში 20-ზე მეტს, თქვენ ამ დროს ამოისუნთქავთ იმაზე მეტ CO2-ს ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. იმის გამო, რომ თქვენ ძალიან ბევრ CO2-ს ამოისუნთქავთ თქვენი სისხლი ძალიან ტუტიანდება, ამას ეწოდება რესპირატორული ალკალო. ასეთ დროს, სისხლში თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება და ზუსტად ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. საპანიკო არაფერია, საკმარისია დამშვიდდეთ და თავისით ალაგდება რამდენიმე დღეში.

იმ შემთხვევაში, თუ ხელებში დაბუჟების შეგრძნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაქვთ, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც წამყვანი მიზეზია ხელების და ფეხების ქრონიკული დაბუჟების. ძალიან ბევრი გლუკოზა აზიანებს, როგორც ნერვულ ქსოვილს, ასევე მის გარშემო არსებულ უჯრედებსაც და როგორც წესი, ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. შაქრიანი დიაბეტის შემდეგ უნდა გამორიცხოთ ჰიპოთირეოზი, როგორც კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაითრგუნება, ასევე ვითარდება დაბუჟების შეგრძნება. დაბუჟების გამომწვევი მიზეზი, ასევე შეიძლება იყოს ჰიპოპარათირეოზი. ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის უკან გვაქვს 4 ჯირკვალი, 2 ზევით და 2 ქვევით, რომლებიც არეგულირებენ კალციუმის რაოდენობას სხეულში. თუ ეს ჯირკვლები თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, კალციუმის რაოდენობის შემცირებისას გამოხატული იქნება დაბუჟება. დაბუჟების შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტების მიერ, მაგალითად: წნევის დამწევი საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები. აღსანიშნავია, ანტიბიოტიკებიც, რომლებიც არიან ფტორქინოლონები. დაბუჟების შეგრძნებას, ასევე იწვევს B12 და B6 ვიტამინების ნაკლებობა. ორივეს შევსება ძალიან მარტივად, ნორმალური კვებით შეიძლება. B12 ძალიან ბევრია ხორცში, B6 მცენარეებში. დაბუჟების გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მძიმე მეტალები და ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: გაფანტული სკლეროზი, სპინალური სტენოზი, თიაქრები და სხვა…

როგორ ამოვიცნოთ თრომბოზი? როგორც წესი, შემთხვევათა 90%-ში თრომბოზი ვითარდება ქვედა კიდურებში, ანუ ფეხებში და უმეტესად არის ცალმხრივი, ანუ აზიანებს მხოლოდ ერთ კიდურს. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პაციენტების მხოლოდ 3%-ს უვითარდება თრომბოზი. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ თრომბოზი ყურადღება დაბუჟებაზე კი არ უნდა გაამახვილოთ, არამედ კიდურები უნდა შეადაროთ ერთმანეთს. რადგანაც, ვიზუალურად გამოხატული იქნება, კიდურის დასივება. შეშუპებასთან ერთად შეცვლილი იქნება ფერი. ახასიათებს, წითელი ან იისფერი შეფერილობა. გარდა ამისა, იქნება მტკივნეული. ასევე, კიდური შეხებისას საკმაოდ თბილი იქნება. ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნიშნებს: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუს ხვევა, გულისცემის ან სუნთქვის აჩქარება, სისხლიანი ხველა. ეს არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც სახლის პირობებში, არასამედიცინო პირმა შეიძლება იეჭვოს თრომბოზზე, და ასეთ დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან, თრომბი შეიძლება გადაადგილდეს და განვითარდეს პულმონალური ემბოლია“.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026

საინტერესო

თბილისის მთავრობის დამტკიცება

თბილისის მთავრობის დამტკიცება

9 years ago
ილია მეორე ხვალ სამებაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

პატრიარქი – შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

7 years ago

ბარაკ ობამამ მუსულმანებს მიულოცა

13 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

10 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by