• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა” – რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
“აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა” – რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დე­დას და ბი­ძას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა­სა და ნა­ტიკ მა­გა­რა­მო­ვის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, რად­გან მათი მი­მალ­ვი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. ასე­ვე, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, მოკ­ლუ­ლის ბიძა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თაც უფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი აქვს, რომ დე­დამ და ბი­ძამ ჩა­ი­დი­ნეს ბავ­შვის იძუ­ლე­ბა – თა­ვი­სი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­თხო­ვი­ლი­ყო.

“სწო­რედ დე­დამ აი­ძუ­ლა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის დროს ჯერ მხო­ლოდ 13 წლის იყო, და მას 2 სექ­ტემ­ბერს შე­უს­რულ­და 14 წელი, გა­თხო­ვი­ლი­ყო მის­თვის უც­ნობ და ასა­კით უფ­როს – 27 წლის მა­მა­კაც­ზე, რად­გან ის შეძ­ლე­ბუ­ლი იყო, ჰყავ­და ცხვრის ფარა” – თქვა პრო­კუ­რორ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებ­დნენ და სხდო­მა­ზე აცხა­დებ­დნენ, რომ გო­გო­ნა თა­ვი­სი ნე­ბით გა­თხოვ­და. საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ბე­ბი­აა, რომ­ლის ჩვე­ნე­ბა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სწო­რედ დე­დამ აი­ძუ­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ვი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­თხო­ვი­ლი­ყო და რომ მას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სურ­და ამის გა­კე­თე­ბა.

ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ა­ნის თქმით, ბე­ბი­ის გა­მო­კი­თხვას ეს­წრე­ბო­და თარ­ჯი­მა­ნი და ოქ­მის თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დის ში­ნა­არ­სი, მისი (ბე­ბი­ის) ხელ­მო­წე­რით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ამას­თან მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ ბე­ბი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ის “ცუდი ქა­ლია”. საქ­მის მთა­ვარ მოწ­მე­ებს შო­რის, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით არი­ან გო­გო­ნას თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ მას არ სურ­და მის­თვის უც­ნობ მა­მა­კაც­ზე გა­თხო­ვე­ბა და დედა აი­ძუ­ლებ­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, იცო­და თუ არა დი­რექ­ტორ­მა ან მას­წავ­ლე­ბელ­მა (დამ­რი­გე­ბელ­მა) არას­რულ­წლო­ვა­ნის იძუ­ლე­ბით გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტზე რა­ი­მე, დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მას და­უ­რე­კა, სას­წავ­ლო წელი რომ და­ი­წყო, და მო­ი­კი­თხა, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ის ცუ­დად იყო. მოკ­ლუ­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას სიძე და­პირ­და, რომ გო­გო­ნა სკო­ლა­ში ივ­ლი­და, მაგ­რამ მო­ა­ტყუა.

“დას­რულ­და 14 წლის ბავ­შვის საქ­მე­ზე დე­დი­სა და ბი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სხდო­მა. ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჰქონ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ბავ­შვის იძუ­ლე­ბა – თა­ვი­სი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­თხო­ვი­ლი­ყო. ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მათ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს. სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ შე­საძ­ლოა მათ მოწ­მე­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლის დე­და­ზე, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა და მათ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნათ, სწო­რედ ამ საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ორი­ვე ბრალ­დე­ბულს, რო­გორც მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის დე­დას და დე­დის ძმას, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და”, – გა­ნა­ცხა­და ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ან­მა.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის ბავ­შვის მა­მის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მოწ­მე­ე­ბის შემ­დგო­მი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დეს.

“იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ხდე­ბო­და 14 წლის ბავ­შვის იძუ­ლე­ბა, მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და თუკი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის ბრა­ლე­უ­ლი ქმე­დე­ბა – ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თუ იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ლე­ბის საქ­მე­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რე უმ­კაც­რეს პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ, სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა­სა და ნა­ტიკ მა­გა­რა­მოვს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ეგა­ნა მა­გა­მა­რო­ვას ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, არა­სა­პა­ტიმ­რო ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც ად­ვო­კატ­მა იზოლ­და მე­ლი­ქიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეგა­ნა მა­გა­მა­რო­ვა სიმ­სივ­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე ჰყავს კი­დევ ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი – 13 წლის ბიჭი, რო­მელ­საც ის ინა­ხავს და უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ალიმ ას­ლა­ნო­ვი

 

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ 29 ნო­ემ­ბერს ჩა­ნიშ­ნა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­რულ­წლო­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­პარ­ვა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ბი­ძის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბიძა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 11 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ორი­ვე პირს ბრალ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რუდ­გი­ნა.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “ე’’ “თ’’ და “კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

ავ­ტო­რი: მარი ვარ­დოშ­ვი­ლი

წყარო : ambebi.ge

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს მიიღებს – რა სიახლეები იგეგმება

12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები აღსაზრდელებს მიიღებს – რა სიახლეები იგეგმება

6 years ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

კახა კალაძე: ვისურვებდი, 2019 წელს უფრო მეტი პრობლემის მოგვარება და მეტი პროექტის განხორციელება შევძლოთ

8 years ago
ნათია თურნავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს

ნათია თურნავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს

6 years ago
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დაბნეულობა ხელს გვიშლის წარმატებულ საქმიანობაში? – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დაბნეულობა ხელს გვიშლის წარმატებულ საქმიანობაში? – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by