• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაუქმდა საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას – ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, განათლება და მეცნიერება, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გაუქმდა საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი დავალებები და სკოლები თავად შექმნიან შეფასების სისტემას – ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო აქვეყნებს. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

ცვლილებების თანახმად:

  • მკაფიოდ გამოიკვეთა, თუ რას გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირებული, სიღრმისეული სწავლა-სწავლება.
  • განისაზღვრა პრინციპები, რომლის საფუძველზეც ყალიბდება სწავლა-სწავლების შედეგები და შუალედური სასწავლო მიზნები.
  • დაკონკრეტდა პრინციპები, რომლის საფუძველზეც მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
  • დაკონკრეტდა სასკოლო სასწავლო გეგმის ფუნქცია და მნიშვნელობა.
  • ახლებურად ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები (ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, კვალიფიკაციების ჩარჩოზე და XXI საუკუნის კომპეტენციებზე დაფუძნებით).
  • ახლებურად ფორმულირდა მიზნები თითოეული საგნორივი ჯგუფისთვის საფეხურების მიხედვით. კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, თავად განსაზღვრონ, რა საგნებს ასწავლიან (რა სასწავლო შედეგებს განსაზღვრავენ) ამ მიზნების მისაღწევად.
  • ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოღებულ იქნა მეთოდოლოგიური რეკომენდაციები (გაუქმდა მესამე კარი, სადაც წარმოდგენილი იყო რჩევები – თუ როგორ შეიძლებოდა წლიური პროგრამების დაგეგმვა).
  • გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში.
  • კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი.
  • თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
  • რემედიაციის პროგრამა, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით, სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
  • სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
  • ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა.
  • კერძო სკოლის უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განისაზღვრება სახელმწიფო ენის სწავლების დონეები სწავლების წლების შესაბამისად (ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოზე დაყრდნობით).
  • ქართულ სექტორზე/სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მშობლიური ენის სწავლების მოთხოვნას 10 მსურველის შემთხვევაში. შესაბამისად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოსწავლეს ქართულ სექტორზე სწავლების შემთხვევაში მიეცემა მშობლიური ენის სწავლების შესაძლებლობა.

“აღსანიშნავია, რომ ასევე დამტკიცდა სახელმძღვანელოების შეთანხმების წესი, რომლის საფუძველზეც კერძო და საჯარო სკოლებს შეუძლიათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები.” – წერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თამარ იაკობაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა

11 years ago

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

10 years ago

ნიუ-იორკმა კასპიის ფორუმს უმასპინძლა

13 years ago
ნათია თურნავა – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ეს არის სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი

ნათია თურნავა – სულ მცირე 60 მლნ ლარია გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ვვარაუდობთ, რომ ამ დახმარებით 3000 კომპანია ისარგებლებს

6 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by