• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკს”, ამ ამბავში “მტერი” არ არის მომხმარებელი, მტერი არის – ნარკოტიკი” – მარი ბექაური გარდაცვლილ ელე­ნე ეფ­რე­მი­ძეზე

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკს”, ამ ამბავში “მტერი” არ არის მომხმარებელი, მტერი არის – ნარკოტიკი” – მარი ბექაური გარდაცვლილ ელე­ნე ეფ­რე­მი­ძეზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგო 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება გახდა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მარი ბექაური გამოეხმაურა.

“კიდევ ერთი ულამაზესი ახალგაზრდა შეეწირა ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკს” და გუშინდლიდან მოყოლებული ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი…

ამ შემთხვევის მერეც კი სხვადასხვა პოსტზე ვნახე კომენტარები, სადაც წერდნენ, რომ “მაგას რაღაც ჰქონდა შერეული, თორემ სუფთა ნარკოტიკი არაფერს შვრება.”

და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი ფაქტორი ნარკოტიკის ამ დოზით მოხმარებაში არის ზუსტად ამ აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციის მასიური გავრცელება ნარკოტიკის უვნებლობაზე.

იცით როგორ ვრცელდება სხვადასხვა ნარკოტიკზე ინფორმაცია? “ეს უდიდეს ბედნიერებას განგაცდევინებს, ყველა გეყვარება, ნამდვილ ბედნიერებას გამოცდი”, “მოსაწევი უვნებელია, ბალახია, ბუნება იძლევა” და ათასი მსგავსი მავნებელი ფრაზები. და მოზარდები იჯერებენ ამას. იმიტომ, რომ ინფორმაცია კლუბურ ნარკოტიკებზე, მოსაწევზე მასიურად ზუსტად ასე ვრცელდება და არ ვრცელდება ის, რაც არის სინამდვილეში:

ნებისმიერი ნარკოტიკი აზიანებს ადამიანის ტვინს. ცვლის ბიოქიმიას.

ნარკოტიკი იწვევს შფოთვით აშლილობას, დეპერესიას, დერეალიზაცია-დეპერსონალიზაციას, ფსიქოზებს.

ადამიანს, რომელსაც აქვს გენეტიკური მოწყვლადობა, შეიძლება მოსაწევის ერთხელ მოწევამაც კი უპროვოციროს ფსიქოზი, პარანოია, შიზოფრენია.

ფსიქიატრებისგან ვიცი, რომ ფსიქიატრიულები გადატენილია ნარკოტიკისგან გამოწვეული ფსიქოზებიანი პაციენტებით. ვინც ფსიქოზს გადაურჩა და კლინიკაში არ წევს, უამრავი პაციენტი დადის და მკურნალობს კლუბური ნარკოტიკისგან თუ მოსაწევისგან დამართნილ შფოთვით აშლილობებზე, დერელიზაციებზე, დეპრესიაზე.

ხანგრძლივ მოხმარებაში მყოფი ადამიანები იმიტომ კი არ მოიხმარენ, რომ სიამოვნება მიიღონ. არა. სიამოვნების ნატამალს ვეღარ გრძნობენ. უბრალოდ, გონიათ, რომ ნარკოტიკს თუ არ მიიღებენ, მოკვდებიან.

სიმართლე არის ეს და ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც გვმართებს, სანამ ნარკოტიკის უვნებლობაზე დავიწყებთ ლაპარაკს.

თუ თქვენ არ გაქვთ გენეტიკური მოწყვლადობა და არაფერი გიქნათ მოსაწევმა (ეს, რა თქმა უნდა, ხანმოკლე მოხმარებისას, თორემ ხანგრძლივის შემთხვევაში – ყველაზე აქვს ზემოქმედება), ეგ იმას არ ნიშნავს, ამტკიცოთ მისი უვნებლობა. მაგითი ხელს უწყობთ, რომ სხვას, ვინც მოწყვლადია, ფსიქიკური დაავდება დაემართოს.

უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ ე.წ. “კლუბურ ნარკოტიკი” კაი ტიპობად ითვლება. და რა, ეგრე არ იყო 90-იანებში ნემსზე? ქართულ ფილმებშიც კი რომანტიზებულადაა მოწოდებული ნარკოტიკის თემა. მეზიზღება ყველა ეგ ფილმი, რამაც ადამიანების და ოჯახების გაუბედურებას შეუწყო ხელი.

აქედან ერთადერთ გამოსავალს რაშიც ვხედავ, ისაა, რომ მოხდეს სწორი ინფორაციის მასიური გავრცელება. რეალობის – რასაც უკეთებს ნებისმიერი ნარკოტიკი ადამიანს. ეს ხანგრძლივ მოხმარებაში მყოფმა ადამიანებმა უკვე ძალიან კარგად იციან. მაგრამ არ იციან იმ თინეიჯერებმა ან თუნდაც მოზრდილებმა, რომლებსაც ინფორმაცია სპეციალურად მიეწოდებათ დამახინჯებულად და ამიტომ რისკავენ ასე მარტივად.

კორონა რომ გავრცელდა, ხო მთელი საინფორმაციო ველი მის საფრთხეებზე ლაპარაკობდა? და ხო ცდილობდა უმრავლესობა, თავი დაეცვა? კორონაზე ბევრად უარესი და საფრთხის შემცველია ნარკოტიკი. ასე მასიურად რომ გავრცლდეს ინფორმაცია რეალობაზე, არ შეამცირებას მოხმარებას? ისევ ისე მარტივად გარისკავენ ადამიანები, როცა რეალური საფრთხე ეცოდინებათ?

სულ 4 შემთხვევა მახსოვს ბოლო წლებში, ვინც ამ თემას გამოეხმაურა:

მარინა კაჭარავას ჰქონდა ლექციების ციკლი ნივთიერებებზე, სადაც ყველა სახის ნარკოტიკს და მათ ტვინზე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას განიხილავდა. (მადლობა ქალბატონ მარინას ამ ძალიან საჭირო ინფორმაციისთვის)

მათე მაყაშვილმა გააკეთა გადაცემა სააფთიაქო ნარკომანიაზე და კიდევ, რა დონეზე მარტივად შეუძლია ნებისმიერს ნარკოტიკის ყიდვა.

“მანდალამ” დაწერა ვრცელი პოსტი, სადაც მარიხუანას რეალურ საფრთხეებზე ლაპარაკობდა.

სარეაბილიტაციო ცენტრი “გამოსავალი” აკეთებს ვიდეოებს, საიდანაც ძალიან კარგად გაიგებთ, რომ ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა და არა დანაშაული, და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ თემებზე.

ხოდა გამოსავალს ამაში ვხედავ, რომ მასიურად გავრცელდეს რეალური ინფორმაცია. სიმართლე მიეწოდოთ ახალგაზრდებს და არა ის მავნებელი ტყუილი, რაც ვრცელდება და რასაც იჯერებენ.

ამ ამბავში “მტერი” არ არის მომხმარებელი, ხალხო. მტერი არის – ნარკოტიკი.

ვინც პირველად მოიხმარს, არის მოტყუებული ადამიანი,

ვინც ხანგრძლივ მოხმარებაშია, არის დაავადებული ადამიანი.

ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ხმამაღლა ლაპარაკი შევძლოთ..”, – წერს მარი ბექაური.

ShareTweet

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა
ახალი ამბები

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026
„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე
ახალი ამბები

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით…“ – გიგა ავალიანის დედა ეკატერინა ივანიშვილის წერილზე

07/01/2026
„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაფრით უნაკლო შვილი იყავი… გასკდა გული…“ – ტრაგიკულად დაღუპულ კალათბურთელს ემშვიდობებიან

07/01/2026

საინტერესო

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

7 years ago
ცესკოს წინასწარი მონაცემებით 8 ქალაქში მეორე ტური უნდა გაიმართოს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით 8 ქალაქში მეორე ტური უნდა გაიმართოს

12 years ago

თინა ხიდაშელი ვიქტორია ნულანდს შეხვდა

11 years ago
კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში – ზარქუა ოდიშარიაზე

კაცმა თქვა კუთხეში თავისთვის რაღაც, ვის არ შეგიგინებიათ ოჯახში – ზარქუა ოდიშარიაზე

2 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by