• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე 23 მაისს “აფხაზეთობის” აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აფხაზეთის ომში ყველა მხარე დამარცხებულია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

“ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტად იყო და არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა რაიმე გაუგებრობის აფხაზებსა და ქართველებს შორის. უწმინდესის თქმით, სრული სიყვარული იყო, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან და ქართველები – აფხაზებთან.

“ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე გაიხსენა აფხაზეთში მისი მიტროპოლიტობის პერიოდი. მისივე თქმით, აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. პატრიარქის თქმით, ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნათლობა, ჯვრისწერა, ლოცვა აუცილებლად სრულდებოდა ტაძრებში.

“როცა ვეკითხებოდი, რატომ არ მოდიოდნენ ეკლესიაში, მანდარინის ბაღები გვაქვსო მოსავლელი. ყველაფერი იქ დარჩათ. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი – ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს – ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება. იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს, ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყნოდა ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ყავს საქართველოს, – წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე მოიხსენია ლორიკ მარშანია, იური ანუა, მღვდელი ანდრია, გაბისკირია და სხვები. პატრიარქმა ბრძანა, რომ ისინი არიან უფლის წინაშე ანთებული სანთლები, რომლებიც არასდროს არ ჩაიწვება.

“სანთელი ილევა, ესენი კი დაუსრულებელი სანთლებია”, – აღნიშნა უწმინდესმა.

ამასთან, ქადაგების ბოლოს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და დიდი თავდადებისა და ღვაწლისათვის ჯიული შარტავას მიენიჭა ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. “ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული”, – აღნიშნა უწმინდესმა.

კიდევ ერთი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა, რომელიც იბრძვის საქართველოს ერთიანობისათვის. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო პატრიარქმა დღეს გია გვაზავას გადასცა.

ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას. მან პანაშვიდის დროს, აფხაზეთის ომში დაცემულთა სულები მოიხსენია.

“ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას”, -აღნიშნა უწმინდესმა.

პარაკლისის ბოლოს, უწმინდესმა ახალი ინიციატივის შესახებ ბრძანა. მისივე თქმით, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, “აფხაზეთობას” აღნიშნავენ.

სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დასაფლავებული.

27.09.13

Tags: ილია მეორე 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა
Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

რა სჭირდება თბილისს?

რა სჭირდება თბილისს?

7 years ago
მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

9 years ago

ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2017 წლის დასაწყისში ჩამოვა

10 years ago
„ჭამაც დავიწყეთ… დერეფანშიც ვსეირნობთ“ – უახლესი ინფორმაცია დათო ევგენიძესა და გიორგი მახარაშვილზე

„ჭამაც დავიწყეთ… დერეფანშიც ვსეირნობთ“ – უახლესი ინფორმაცია დათო ევგენიძესა და გიორგი მახარაშვილზე

3 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by