• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის! – რომან გოცირიძე

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის! – რომან გოცირიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათო, მაშინ მე გეუბნებით თქვენ – ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

„თქვენი ვალდებულებაა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, რომ უზრუნველყოთ ამ დარბაზში და ზოგადად, პარლამენტში სიმშვიდე, თავად მიიღოთ გადაწყვეტილებები, დაელაპარაკოთ ალეკო ელისაშვილს, დააცხროთ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვნებები, შეწყვიტონ შურისძიებაზე საუბარი, ნუ ემუქრებიან დეპუტატს და ნუ აცხადებენ, რომ ერთი მუშტის მოქნევის სანაცვლოდ, მოგხვდებათ ათი მუშტიო. ამას ამბობს ბატონი მათიკაშვილი, რომლისგან მოქნეული მუშტიც ამ 8 წლის განმავლობაში, რაც მე ამ პარლამენტში ვარ და ისიც აქ არის, არ მახსოვს, მას მარტოს მოექნიოს. ის მუშტებს იქნევს ჯოგთან ერთად. გაიხსენეთ რა თავდასხმა მოუწყვეთ გუბაზ სანიკიძეს, ღარიბაშვილს რეპლიკა რომ ესროლა და მის დასაცავად რომ გამოენთო მთელი უმრავლესობა და სად არის თქვენი ღარიბაშვილი ახლა, საჩვენებლად რომ გამოიდეთ თავი?! 20 ადამიანი რომ დაესხით, ბოდიში მოუხადეთ? ვინ ამკვიდრეს ძალადობას ამ პარლამენტში? კეთილი ინებეთ და გამოაცხადეთ როგორც თავმჯდომარემ, როდესაც ალეკო ელისაშვილზე ამბობთ, რომ მან არასწორი საქციელი ჩაიდინა და ამაში შეიძლება მეც დაგეთანხმოთ, მაშინ იგივე თქვით, როდესაც ვაშაძეს თავს ესხმოდნენ, სხვა დეპუტატებს თავს ესხმოდით. იმას, რაც გუბაზ სანიკიძეს გაუკეთეთ, ადამიანი იკადრებს?! ამდენი წელია პარლამენტში ვარ და თქვენი ამ ქუჩური ენით რომ ლაპარაკობთ, ერთი ერთზე ჩხუბი არ მინახავს. ეს არის ქართულ ტრადიციებზე კანონს რომ იღებთ და ქართული ტრადიციების დაცვას რომ ქადაგებთ?! რომელი ქართველი ვაჟკაცის ეთიკაა ტურების მსგავსად ლომს კოლექტიურად რომ ესხმიან თავს – ჯოგური ველური პრინციპებით რომ მოქმედებთ, არ გრცხვენიათ ?! კუნთიან ბიჭებს რომ ჩაწერთ სპეციალურად სიაში საჩხუბრად. როდესაც ძალადობას ახალისებთ, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებს გაგახსენებთ: „ძალადობა წარმოშობს ძალადობას“. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათ, მაშინ მე გეუბნებით თქვენ – ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის. ნუ ეთამაშებით ხალხის განწყობას, განსაკუთრებით აგენტების რუსული კანონისა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. კულუარებში თუ ღია განცხადებებს დაანებონ თავი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომ თურმე ახლა აქ ალეკო ელისაშვილი რომ მოვა, მას გაუსწორდებიან და სცემენ, თანაც როგორ სცემენ – ვაჟკაცურად, არაქათმურად. რა სიტყვებია, რა მდაბიური გამონათქვამი! რას ნიშნავს ლაჩრულად და ქათმურად დაესხა თავს, ვაჟკაცურად თავდასხმა რა არის – ინდაურულად და სირაქლემურად, თუ რანაირად?! ამიტომ, როდესაც დეპუტატი საუბრობს ქუჩური კრიმინალური ენით, იყენებს ისეთ სიტყვებს, რომელიც ქურდული სუბკულტურის შემადგენელი ნაწილია და ამას შემდეგ მშვიდად ხვდება საპარლამენტო უმრავლესობა, ასეთი ადამიანების ადგილი არ არის პარლამენტში. 8 წელია აქ ერთი სხდომა ვერ მოგიწვევიათ ეთიკის კომისიის, კეთილი ინებეთ და ასეთი საკითხები ამ კომისიაზე განიხილეთ“, – მიმართა რომან გოცირიძემ “ქართული ოცნების” წევრ დეპუტატებს.

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

თბილისში ქვესადგური „ჩუღურეთი“ გაიხსნა

თბილისში ქვესადგური „ჩუღურეთი“ გაიხსნა

8 years ago
საქართველოს დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა

საქართველოს დელეგაციამ საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ჩაიბარა

10 years ago

შსს-მ 492 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღო

10 years ago

გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას – “ორი დღეა, ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება”

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by