• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, July 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში” | “ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები”

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში” | “ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ განცხადებას საქველმოქმედო ორგანიზაცია “ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები” ავრცელებს.

“ჩვენი ორგანიზაცია იყო და არის ევროპული ღირებულებების მატარებელი! ჩვენი დაარსების დღიდან ამომავალი წერტილი იყო ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები და მათი პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში!
გუშინ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო დღე იყო. რუსული კანონის მიღებით დავშორდით ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების ცნებას.

საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ნათელი მომავალი რომელიც გვინდა ჩვენი შვილებისთვის!
ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა.

ევროპა ესახება იმედად ყველა მშობელს რომლის შვილიც სიცოცხლისთვის იბრძვის საქართველოში თუ თურქეთში. ევროპა ითვლება ყოველთვის გამოსავლად სასოწარკვეთილი მშობლისთვის, ის ცივილიზებული სამყარო, რომელსაც დავშორდით რუსული კანონის მიღებით.

როგორც ჩანს ჩვენს მთავრობას პარტნიორებად ესახება ისეთი ქვეყნები როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ.

გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა?

ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა ჩვენი მთავრობის ქმედებების გამო!

ბოროტებაა ყველა იმ ბავშვის მიმართ ვინც ვერ წავა ევროპაში და ვერ მიიღებს უმაღლესი ხარისიხს სამედიცინო მომსახურებას, მაშინ როცა მილიონრების შვილები ისევ იფრენენ თითის ატკიებაზეც ევროპის და ამერიკის კლინიკებში.

ჯანდაცვის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიზანი. დღეს ეს მიზანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

ვის ამარა ვტოვებთ ბავშვებს?! რუსეთის?! ქვეყნის რომელმაც უკრაინაში ბავშვთა ონკოლოგიური გამყოფილება გამიზნულად დაბომბა?

ჩვენი ორგანიზაცია არსებობს სწორედ ამერიკელი და ევროპელი ხალხის მხარდაჭერით! დღეიდან ეს მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას უცხოური ძალების გავლენების აგენტად არანაირ და არცერთ რეგისტრში. ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვინც გვეუბნება, რომ ეს კანონი ბავშვებს და შშმ პირებს არ შეეხებათ – თქვენ უბრალოდ არ და ვერ გაიგეთ ამ ბრძოლის არსი და აზრი. როცა მთავრობა იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს აცხადებს აგენტებად ვინც მართლა სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენი შვილების უფლებებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი რეგისტრაცია ამ სიაში იგივე დონის საქციელი არ იქნება რაც ჩაიდინა 84-მა მოღალატემ?!

ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში.

ამ კანონმა უკვე მოახერხა და ყველას ოჯახში და ყველას სულში დაიწყო ხელების ფათური. ჩვენს საყვარელ ადამიანებს დაუკარგა სიმშვიდე და დააწყებინა ყველა საღად მოაზროვნე ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლის გეგმაზე ფიქრი….

სამწუხაროა, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამის დაწერა, ახსნა და გაჟღერება უწევს! რადგან ეს არის ის პოზიცია რაც უთქმელადაც აქვს უმრავლესობას.

ჩვენი შვილების ბედი წყდება დღეს, თუ კიდევ არსებობს შანსი ეს ქვეყანა ნათელ მხარეს მობრუნდეს…
ბოდიში ასეთი პესიმისტური ტექსტისთვის, მაგრამ ესაა რეალობა. ახლა თქვენით გადაწყვიტეთ ვინ დარჩებით ჩვენს მხარდამჭერებად და ვინ არა,” – წერია განცხადებაში.

ShareTweet

ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს

07/20/2026
„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
ახალი ამბები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026

საინტერესო

რუსუდან გიგაშვილი: ქვეყანაში წახალისებულია რძის ფხვნილი

რუსუდან გიგაშვილი: ქვეყანაში წახალისებულია რძის ფხვნილი

5 years ago
შსს-მ „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან  38 500 ლარის უკანონოდ მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-მ „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 38 500 ლარის უკანონოდ მითვისების ბრალდებით 5 პირი დააკავა

11 years ago
“ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ, მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა” – გაიცანით ანა მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძის და და მათი ოჯახი

“ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ, მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა” – გაიცანით ანა მიქაუტაძე, გიორგი მიქაუტაძის და და მათი ოჯახი

2 years ago
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში აღინიშნება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში აღინიშნება

8 years ago

ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს

07/20/2026

თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭიღლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს. „ამჟამად ვიმყოფები...

მეტის ნახვაDetails
„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

07/18/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • „ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო…“ – კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული წერილს აქვეყნებს 07/20/2026
  • „ხომ დაადუმე მთელი სოფელი, ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 07/18/2026
  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by