• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს – გურამ მაჭარაშვილი

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს – გურამ მაჭარაშვილი

x

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას. ცხადია, უკვე ჩაფერფლილი პროტესტის მონაწილეებს შორის გულწრფელი, მაგრამ პროპაგანდით მოტყუებული ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ შარშანდელისგან განსხვავებით, მათი წილი იმდენად მცირე იყო, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო კანონი ზედმეტი გართულებების გარეშე გაიტანა.

პირადად ჩემთვის საერთოდ არ ყოფილა მოულოდნელი კანონის მიმართ დასავლური ქვეყნების ზღვარგადასული წინააღმდეგობა. საქმე მარტივადაა – კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იგივე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს და შესაბამისად, ქართველი ხალხი სრულ ინფორმაციას მიიღებს პოლიტიკის კულუარებში არსებულ შავბნელ პროცესებზე. ასე მაგალითად, კანონს რომ აქამდე ემოქმედა, ქართულ საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა პარალელური დათვლის გაყალბება 2020 წელს, რასაც ლამის რევოლუცია მოყვა. საზოგადოებას ეცოდინებოდა, ვინ დააფინანსა ენჯეოების პროტესტი, რომლებიც მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ. ასევე, ყველას ეცოდინებოდა, რომელი უცხოური ქვეყნები და ორგანიზაციები იდგნენ „კანვასის“ ტრენინგების უკან, როდესაც რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას გაკოტრებული რადიკალი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, უცხოელ ტრენერებთან ერთად, რევოლუციის მოწყობას ასწავლიდა.

დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, პროტესტის მოტყუებული მონაწილეები სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ. ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში. არ ჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ისინი დავალებებით მოქმედებენ და ინსტრუქციებს, ისევე, როგორც შავ ფულს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებენ, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

უცხოელმა ჯაშუშებმა, პრაქტიკულად, საკუთარ თავს თვითგასამართლება მოუწყვეს და ამ თვითლუსტრაციას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი გაგრძელება. ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება. სამწუხაროდ, დღეს ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა და ამიტომ, თავისუფლად ჯაშუშობენ და სახელმწიფოს მოსვენებას არ აძლევენ.

მათ სასამართლოში უნდა წარმოადგინონ იმის მტკიცებულებები, რომ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ იღებდა და როდესაც ამას ვერ შეძლებენ, ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ. გარდა ამისა, მათ სასამართლოს წინაშე უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, რა თანხის სანაცვლოდ და რა დავალებებით ემსახურებოდნენ.

ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოსდაბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას, ვინც ემსახურება არა საკუთარ სამშობლოს, არამედ უცხო ქვეყნის ამოცანებს, ვინც ცდილობს საქართველო გახვიოს არეულობაში და ომის უბედურებაში.

სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს”. – წერს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი, ხალხის ძალის წევრი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში

ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

„მცენარეები არამარტო ესთეტიკური ტრფობისთვის არსებობენ, ისინი ჩვენი სიცოცხლისთვის  გადამწვეტები არიან„– 23 წლის ქართველი კოლექციონერი

„მცენარეები არამარტო ესთეტიკური ტრფობისთვის არსებობენ, ისინი ჩვენი სიცოცხლისთვის  გადამწვეტები არიან„– 23 წლის ქართველი კოლექციონერი

7 years ago
Facebook თამაში – „ზაფხული და წიგნი“ დაიწყო

Facebook თამაში – „ზაფხული და წიგნი“ დაიწყო

12 years ago
რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა – დაკავებული 40 წლისაა

რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა – დაკავებული 40 წლისაა

1 year ago
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯლეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეტალურგიისა და სამშენებლო მასალების წარმოების დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯლეს

8 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by