• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს

2 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, აბიტურიენტთა პირველად შედეგებს აქვეყნებს. დღეს გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს:

ელენე კაპანაძემ გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებს. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გერმანულ ენასა და ისტორიაში უმაღლესი ქულების მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი, სამივე საგანში მაქსიმალური ქულის ნახვამ მაინც გამაკვირვა. ვფიქრობ, მომზადების განსხვავებული სტრატეგია მქონდა და ისეთი ხერხებით ვსწავლობდი, რომლებიც თავად მეკომფორტულებოდა. მჯერა, რომ რამეს შესასწავლად ერთი რომელიმე სწორი ხერხი არ არსებობს. ყველამ, ინდივიდუალურად, ეფექტური მიდგომა თავად უნდა იპოვოს. ასე მიზნისკენ სვლა ბევრად მარტივია.

წიგნების კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულის მიღებაში ეს ძალიან დამეხმარა. ჩემი ესსეების უპირატესობაც ის იყო, რომ ბევრი პარალელის გახსენება შემეძლო.

უცხოურ ენად გერმანული ჩავაბარე. ჩემი სკოლა გერმანულ ენაში სპეციალიზებული სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული გაძლიერებულად ისწავლება. დამატებით რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი. გამოცდაზე მხოლოდ სკოლაში გავლილი პროგრამით გავედი. ვიცოდი, რომ ტესტს კარგად გავუმკლავდებოდი, მაგრამ რაკი გამოცდა იყო და სპეციფიკას ზუსტად არ ვიცნობდი, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მაქსიმალურ ქულას მივიღებდი.

წელს აბიტურიენტობა ისტორიამ გამილამაზა. ეს საგანი ძალიან მიყვარდა. ასევე, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და ამან, ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინ, როდესაც მესამე საგანს ვირჩევდი. გარდა ამისა, მოვლენების დაკავშირებითა და სიღრმისეული გაანალიზებით მოვახერხე, რომ მთელი მასალა კარგად ამეთვისებინა. მასწავლებელთან მეცადინეობის პარალელურად, დამოუკიდებლადაც ბევრს ვკითხულობდი, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან გამომადგა.

ვფიქრობ, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რომ სასურველი შედეგისათვის მიმეღწია. არ ვიცი, მომავალ აბიტურიენტებს რა რჩევა გამოადგებათ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გავიმეორო: “სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა.”

მაქსიმე პაპავამ პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. მან როგორც ისტორიაში, ასევე ქართულსა და ინგლისურში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლო და ახლა აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

– ვფიქრობ, სისტემატურად შრომა რეალურად მთავარი მიზეზია იმისა, რომ მაღალი შეფასება მივიღე. ისტორია განსაკუთრებით მიყვარს. ჩემს მასწავლებელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მის გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი. დამოუკიდებლად, ინტერნეტშიც ვეძებდი საინტერესო საკითხებს. სტატიებს ვკითხულობდი, You-Tube-ზე ვიდეოებს, ფილმებს ვუყურებდი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შრომისმოყვარეობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ 3 საგანში გარკვეული ნიშანი ყველაფერს არ წყვეტს. გაცილებით მეტია ცხოვრება. შესაბამისად, მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, შეეცადეთ, შეფასებების შესახებ ნაკლებად ინერვიულოთ. თუმცა, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია, სწავლასაც დიდი დრო დავუთმოთ. ვფიქრობ, ისტორიის ტესტი უფრო მეტად ლოგიკურ აზროვნებაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, თუ აბიტურიენტებს იმის ეშინიათ, რომ თარიღებს კარგად ვერ იმახსოვრებენ ან ისტორიული პიროვნებები ავიწყდებათ, ეს გამოცდაზე განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის. ეცადეთ, საკითხები გააზრებულად ისწავლოთ. რაც შეეხება სხვა საგნებს, ინგლისურს დიდი ხანია, ვსწავლობ. ის საერთაშორისო ენაა და ამიტომაც, ინტერნეტი და იქ არსებული კომუნიკაცია შედეგის მიღწევაში დამეხმარა. რა თქმა უნდა, უმაღლესი შეფასების მიღებაში ჩემს მასწავლებელს განსაკუთრებული როლი აქვს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზოგადი განათლება და სიტყვათა მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც, ვფიქრობ, მხოლოდ 1 წლის მომზადებით არ მიიღწევა. ამიტომ, აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ თავიანთი შედეგის გასაუმჯობესებლად რაც შეიძლება მეტი კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხონ. ნახეთ სრულად

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026

საინტერესო

ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

7 months ago
კომისიამ მეოთხე თაობის (4G) ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად ლიცენზიების მოდიფიცირება დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” წილების შერწყმის თაობაზე განცხადება არ განიხილა

11 years ago

სურსათის სააგენტომ “თაღლაურა” განმეორებით 1000 ლარით დააჯარიმა

12 years ago
შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე – ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

გიორგი გახარიამ მინისტრებს სთხოვა, რომ მთავრობის სხდომების დასრულების შემდეგ მედიას ინფორმაცია მიაწოდონ

7 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by