• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დაპირისპირება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად! გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა – მარიამ ჯაში

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
დაპირისპირება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად! გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა – მარიამ ჯაში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა.

 

ჯაში დღეს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.

 

“2019 წლის ნოემბერში, ზუსტად 5 წლის წინ, დავტოვე საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, როგორც კი გამოჩნდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების იგნორირების პირველი ნიშნები და “ქართულმა ოცნებამ” დემონსტრაციულად ჩააგდო საარჩევნო საკონსტიტუციო რეფორმა.

 

ბუნებრივია, ჩემი პოზიცია უცვლელია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ხმა მივეცი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის ურყევ კურსთან დაკავშირებით.

 

ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ კონკრეტულად 78-ე მუხლის დამტკიცებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

 

დღეს, აღნიშნული ისტორიული მიზნის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მათ შორის დროში გადავადება, კონსტიტუციისა და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაა.

 

და ის, რაც რუსთაველზე და არამხოლოდ თბილისში ხდება, ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში დაშვებული შეცდომების შედეგია და უპირველესი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება!

არაჩვეულებრივი ცნებაა, რომ “პოლიტიკა ანაცვლებს ომებს” და ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. მაგრამ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მართებული მცდელობის ფონზე, ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა არანაკლები საშიშროება – საზოგადოებრივი დაპირისპირება.

 

დღეს ორივე მხარეს დგას ჩვენი ხალხი და დაპირისპირება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება სწრაფად!

 

არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არის არა რევოლუცია, არამედ ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით.

 

შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება.

 

რა თქმა უნდა, საქართველოს საპატრიარქოს ასევე უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა შეუძლია როგორც დაპირისპირების შეჩერების, ისე სამომავლო მედიაციის ხელშეწყობაში.

 

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველა თაობას, ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს გამორჩეულად, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, პოლიტიკოსებს, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ვინც დღეს გულწრფელად იცავთ საქართველოს უალტერნატივო მომავალს!” – წერს ჯაში.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In