• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„აქციებზე არ დგახართ სამშობლოს გამო! თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ, სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც შობის მარხვაში აქციებს მართავთ“ – რას წერს ლაშა ბექაურის დედა

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„აქციებზე არ დგახართ სამშობლოს გამო! თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ, სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც შობის მარხვაში აქციებს მართავთ“ – რას წერს ლაშა ბექაურის დედა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ძიუდოისტის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დედა სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ვიკა წიკლაური საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც, მისი სიტყვებით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეებს „ამუნათებენ“ და აქვე აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები აქციებზე არა სამშობლოს გამო, არამედ პირადი კომფორტისთვის დგანან.

„მე არ მინდოდა ამის დაწერა, რასაც ახლა ვწერ… არ მინდოდა, რადგან ქრისტე უნდა იშვას მალე და არაფერია ამ მოვლენაზე ზე აღმატებული.

არ მინდოდა, რადგან ჩემს პოსტზე გიენებივით სისინებენ ის ადამიანები, ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს.

დღევანდელ დაძაბულ მდგომარეობაში, სადაც ნაპრალის იქით მხარეს დარჩა ჩემი ბევრი ნაცნობ-უცნობი, არც კი დამიშვია, ფიქრშიც კი, გამელანძღა ან დამეწყევლა ისინი, რადგან ვიცი, ამაზე დიდი ნაპრალი ამოუვსია იმ დიად ძალას, რასაც უფლის რწმენა და სიყვარული ჰქვია.

უღმერთოდ არც ადამიანი ვარგა, არც ოჯახი, არც სამშობლო და არც მსოფლიო. ყველას და ყველაფრის მიმართ, სიყვარული დაკარგავს აზრს მის გარეშე…

ამ წელს ეს არის ჩემი უკანასკნელი საჯარო პოსტი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

მე ვფიქრობ, თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! დიახ!

არამცდაარამც სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც დღეს, შობის მარხვაში აქციებს მართავთ.

ყველა მოვლენა საიდანღაც იღებს სათავეს… და სწორედ ეს სათავე უნდა იყოს კეთილი საწყისის, სხვა შემთხვევაში, ის ვერ დასრულდება კეთილად.

დღევანდელი დაძაბულობის სათავე ცოტა უფრო შორიდან იწყება, ვიდრე ეს აქციებია…

უფრო კონკრეტულად კი, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ზედმეტად მტკივნეული „გამჭვირვალობის კანონით“, რომელსაც არაფერი ჰქონდა რუსეთთან საერთო და მაინც… ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტყინებული გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის ლიდერების სლოგანზე „წამოეგო“ ხალხი, „არა რუსულ კანონს“.

თქვენ, უმრავლესობას, რომ გცოდნოდათ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დიდ სახელმწიფოებში და რამდენი ციცქნა საქართველოში, არ აჰყვებოდით ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა განგაშს. საგანგაშო ნამდვილად ჰქონდათ, უცხოეთიდან შემოსული დავალებების პირნათლად შესრულებით მათი ოჯახების კეთილდღეობას უზრუნველყოფდნენ. 30 000 არასამთავრო ორგანიზაცია 5-ჯერ მეტ თანამშრომელს ხომ იტევს? ანუ 150 000 ადამიანს, ჰოდა 150 000 შეშფოთებული ადამიანის და ქლესა, გამყიდველი, პირსისხლიანი, მევახშე პოლიტიკოსების მოწოდებებზე არ უნდა გასულიყავით ქუჩაში.

დიახ! გეწყინათ? ცივი წყალი დალიეთ. თქვენ თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ.

გაქვთ უფლება, გსურდეთ უკეთესი ყოფა. ეს არანაირად არ არის სათაკილო ან საძრახისი.

მაგრამ… გყოფნით თავხედობა და გაჰყვირით, სამშობლოსთვის ვდგავართო და დანარჩენებსაც გვამუნათებთ, გინდა თუ არა, გამოდითო. უშვერი სიტყვებით ილანძღებით, იგინებით, ვანდალურ აქტებს აწყობთ, პოლიციას აფურთხებთ და თან ხელიც გინდათ გადაგისვან მოფერებით საპასუხოდ?

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, ანწუხელიძე რომ მოგვიკლეს, მაშინ აწევდით ერთ ადგილებს და გამოხვიდოდით!

მაგრამ ანწუხელიძე თქვენი ოჯახის წევრი არ იყო და „გაატარეთ“…

სამაგიეროდ უნიჭო და ყოვლად მახინჯი „პერფორმანსით, საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართებთან შარვლები ჩაიხადეთ და მერე ამაყობდით, რუსებს დავცინეთ, უკანალი ვაჩვენეთო…

შარვალჩახდილი კაცი როგორ შეიძლება სხვას დასცინოდეს? თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, დავით-გარეჯის თემებზე ასტეხდით განგაშს, ხუთი კაცით წვიმაში რომ ვიდექი რუსთაველზე.

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, 2008 წლის უბედურებას გააპროტესტებდით და პასუხს მოსთხოვდით გმირის მანტიის მომპარავ „ბელადს“, ქვეყანა რომ თავის იდიოტურ, თავხედურ პროვოკაციას შესწირა, თორემ ყველამ კარგად იცის, ვისი წამოწყებული იყო ეს საშინელი დღე!

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, მუხლდაჩოქილი, ხელიხელჩაკიდებული ილოცებდით და შობის დღესასწაულზე ქვეყნის გამთლიანებას სთხოვდით უფალს.

მაგრამ არა! თქვენ სამშობლო მხოლოდ კარგი ხელფასი და პირადი კეთილდღეობა გგონიათ.

„სლავა უკრაინას“ ძახილით მოძრაობთ და უკრაინელი ჯანმრთელი კაცები ჩვენს მიწაზე საუკეთესო სასტუმროებში „გულაობენ“.

ომი გწყურიათ? წადით! იომეთ!

თქვენს მეგობარ, მასხარა ზელენსკის ომით შემოსული მილიარდები უთვალეთ და კარგად ჰკითხეთ, რად დაუჯდა ეს გარიგება!

სისხლდაწრეტილ, ასგზის ნაომარ საქართველოს შეეშვით! არ წამოვეგებით თქვენს ანკესზე, თქვენი სატყუარა ზედმეტად სასაცილოა ჩვენთვის!

შეეშვით იმ ხალხის ლანძღვა-გინებას და წყევლა-კრულვას, ვინც თქვენთან არ დგას!

ერეკლე მეორეს, ხმლებით სხეულდაჩეხილ მეფეს, სამშობლოს დაცვისთვის ნაიარევს, უგუნური სიტყვებით მოიხსენიებთ და ღალატში სდებთ ბრალს მეფეს, რომლის დიდი დამსახურებაა ახლა რომ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველნი გვქვია!

რა ენით მოიხსენიებთ უძლურებაში მყოფ პატრიარქს!

დასცინით ოჯახის სიწმინდის დღეს გამოსულ ასიათასობით ადამიანს და სექსუალური უმცირესობის მიერ გამართულ მსვლელობებს ამართლებთ.

ფრთხილად! ეს საქართველოა! ეს ის საქართველოა, სადაც პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ქრისტიანულმა ქვეყანამ ზიარება აკრძალა, საქართველოს ეკლესიის მესაჭის, პატრიარქის კურთხევით, ვიდექით ადამიანები ტაძრის ეზოებში და საერთო კოვზიდან ვიღებდით ზიარებას ჩვენს შვილებთან ერთად!

გვეშინოდა? არა! უღმერთო სიცოცხლის უფრო გვეშინოდა, ვიდრე ხელოვნური ვირუსით სიკვდილის.

ასე ფიქრობდა ალბათ მეტეხის ხიდზე მდგარი 100 000 ქართველი, ქრისტეს ხატს რომ ფეხი არ დააბიჯა.

ასე ფიქრობდა ალბათ ანწუხელიძეც, საქართველოს დროშას რომ ფეხი არ დააბიჯა.

ასე ფიქრობდნენ ის ჯარისკაცები, ტყვიების მოლოდინში შავლეგოს რომ შეჰბღაოდნენ ცას!

მე არ მბურძგლავს მყვირალა ლოზუნგებზე! ორატორობაში გაწაფული, ნასწავლი ნაძირალების პათეტიკურ მოწოდებებზე!

გული მერევა იმ ფრაზებზე, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა ოპოზიციური პარტიის მესვეურთა უგვანო პირებიდან: „რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, რომ მასა ავიყოლიოთ“…

მერე… როცა ხიფათის სუნს იგრძნობენ, ვირთხებივით სოროებში შეძვრებიან და მათგან მოტყუებულ გულუბრყვილო ახალგაზრდებს სასიკვდილოდ გაიმეტებენ…

დიახ, მიმაჩნია, რომ ჩვენ, ჩვენი ტერიტორიის, რესურსის და ბევრი სხვა მიზეზის გათვალისწინებით, მუშტების ქნევით არც ერთ დიდ ერს არ უნდა ვესაუბროთ!

დიახ, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს აგვარიდოს მსოფლიო სიგიჟეს და ომის ისტერიას.

დიახ, სწორედ ამისთვის, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება, მაგრამ აქვე გამოვთქვა ჩემი პროტესტი იმ თორმეტწლიანი კოჰაბიტაციის გამო, რამაც ხელი შეუწყო ამ მოცემულობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით!

სანამ ომზე და უბედურებაზე საუბარს დაიწყებთ, იქნებ მანამდე იმ ხალხს გაესაუბროთ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა, ვისაც საკუთარი ოჯახის წევრები ცოცხლად დაუწვეს, გაუუპატიურეს, დაუხვრიტეს.

იქნებ გორში მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხოთ, რა არის ომი… მათი ისტორიები მოისმინოთ და მერე აკეთოთ მოწოდებები ომზე!

გეყოთ! ნუ გადააქცევთ რუსთაველს სისხლის ღვრის კერად! მსხვერპლშეწირვის ადგილად!

მამონას მსახურებაა ყოველი ადამიანის სისხლი! ახლა ლოცვის, სიყვარულის, მიტევების დროა!

ნუ მოჰკლავთ დაუბადებელ ქრისტეს კიდევ ერთხელ! დაშოშმინდით!

სანამ ნაპრალი ისე არ გაფართოებულა, რომ მის სხვადასხვა მხარეს მდგომნი, ყველა არ ჩაგვითრია იმ დიდი სიძულვილის უფსკრულში, საიდანაც ვერასდროს ამოვალთ… მიწის მაღლა კი პირდაკეტილი ნაპრალის თავზე ივლის მტერი, ჩვენი სიბრიყვით გამარჯვებული და ასე გავქრებით ქართველები საქართველოდან…

თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ ყოველ ლანძღვაზე ტკბილ სიტყვას გაგებებთ.

წყევლაზე-ლოცვას, სიძულვილზე სიყვარულს. ბრაზზე – მოთმინებას, მშვიდობა გვქონდეს…

მიყვარხართ, რადგან ყველა თქვენგანში, ასეთში თუ ისეთში, არის თუნდაც პატარა საუფლო წილი. ამ წილის გამო, ყოველთვის ვეცდები არ გაგემიჯნოთ არანაირი პოლიტიკის გამო და მიყვარდეთ…

სანამ მთავარ ზღვარს არ შეეხებით, მშვიდობას საქართველოში და ქრისტეს ეკლესიაში“, – წერს ვიკა წიკლაური სოციალურ ქსელში.

ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

„საქართველოს ბანკის“ უპროცენტო მძარცველი აპარატები

„საქართველოს ბანკის“ უპროცენტო მძარცველი აპარატები

11 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

ილია მეორე – ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს

7 years ago
კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

8 years ago
ლაშა ბექაური კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს – „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“

ლაშა ბექაური კლინიკიდან ფოტოს აქვეყნებს – „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“

3 months ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by