• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

971473_612214225480340_482837589_nგანვლილი წელი ურთულესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას კოჰაბიტაციის რეჟიმში მოუწია მუშაობა, რისი გამოცდილებაც ქვეყანას აქამდე არ გააჩნდა.

“განვლილი წელი ურთულესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულმა მოქმედებებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ეკონომიკაზეც იქონია უარყოფითი გავლენა. ჩვენ გვესმის, რომ გასული წელი ასევე რთული იყო ბიზნესისთვისაც. ხშირად ასეთ გარემოში ბიზნესისთვის უფრო ადვილია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. თუმცა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მუდმივი წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ეს დრო უქმად არ დაუკარგავს, და აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც ყველა თქვენგანმა კარგად იცის. ჩვენ მივაღწიეთ უმთავრეს მიზანს – დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კანონის მიმართ წინა ხელისუფლებას, და ეს მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ბიზნესის განვითარებისათვის. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია ისე, როგორც არასდროს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის”გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში” (თჰე Gლობალ ჩომპეტიტივენესს ღეპორტ) საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. კერძოდ, აღნიშნული მოხსენების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 148 ქვეყანას შორის საქართველომ 77-ე ადგილიდან 72-ზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია 114-დან 48 ქვეკომპონენტში. Dოინგ ბუსინესს-ის მონაცემებით, საქართველოს მე-8 ადგილი უკავია “ბიზნესის კეთების რეიტინგში”.

“ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შევქმნათ ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, ობიექტურად შევაფასოთ ეკონომიკის მდგომარეობა, განვსაზღვროთ განვითარების სტრატეგიული და პერსპექტიული მიმართულებები და გავითვალისწინოთ ის რისკები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა. ყოველი თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას დახვდა – პოლიტიკურ ნებას სრულად დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა, პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ერეოდა ბიზნესში და ფაქტობრივად მართავდა ქვეყნის ეკონომიკას, სრულად პოლიტიზებული პოლიცია და, ამის შედეგად, საკუთრების დაუცველობითა და მონოპოლიებით დაავადებული ეკონომიკური ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომლის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50%-ს აღემატებოდა, ხოლო სამომხმარებლო კალათისა და პირველადი მოხმარების საქონლის 80% იმპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის მაჩვენებლებში მოწინავე ადგილებზეა ის სასაქონლო პოზიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ქართული წარმოების პროდუქტს. დაგვხვდა ეკონომიკა, სადაც დასაქმებულთა 54% მოდის სოფლისმეურნეობის სექტორზე, რომლის წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 9%-ს, ხოლო 16% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, შედეგად, ჩვენ გვაქვს იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომლის ზრდაც წლების განმავლობაში დამყარებული იყო მხოლოდ მოხმარების და არა წარმოების სტიმულირებაზე, რაც, უმეტესწილად, უზრუნველყოფილი იყო სამუშო ძალის ექსპორტით.

“ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. კარგად გვესმის, რომ ეკონომიკის ეს ძირითადი მაჩვენებლები შეუძლებელია შეიცვალოს ერთ დღეში – ამისათვის საჭიროა ხანგრძლივი, სისტემური და მიზანმიმართული მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

15.01.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In