• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა კაციტაძე საკრებულოში მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ჩავარდნის მიზეზებზე საუბროს

12 years ago
in პოლიტიკა
A A
მამუკა კაციტაძე საკრებულოში მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ჩავარდნის მიზეზებზე საუბროს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

800katsit (4)თბილისის საკრებულოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე საკრებულოში მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის ჩავარდნის მიზეზებზე საუბროს და ქალაქის მთავრობას თითოეულ მუხლზე კონკრეტული პასუხის გაცემას სთხოვს.

როგორც კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე თბილისის მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილი ყველა პროექტი მარტივად გადიოდა, 29 დეკემბერს კი დაფიქსირდა პირველი პრეცენდენტი,  როცა მერიის მიერ შემუშავებული პროექტი საკრებულომ არ დაამტკიცა.

,,გასაგებია, რომ ამ ფაქტმა მერიაში შოკი გამოიწვია, მაგრამ  ყველამ სწორად უნდა შევაფასოდ შექმნილი რეალობა და გავიაზროთ, რომ მერიამ თბილისის საკრებულოში დაკარგა უმრავლესობა და მას ახალ რეალობასთან  მოუწევს შეგუება.

ბიუჯეტის ჩავარდნა კატასტროფა არ არის. აქედან გამომდინარე ყოველგვარი ვაი-ვიშისა და ეპისტოლარული ჟანრის ნაცვლად, რომელსაც სამწუხაროდ მერიამ მიმართა ბოლო პერიოდში და წერილების მიწერ მოწერას აქვს ადგილი, მან კონკრეტული პასუხები უნდა გასცეს, საკრებულოს მხრიდან იმ მიზეზებსა და კითხვევს, რომლის გამოც ჩავარდა 29 დეკემბერს თბილისის ბიუჯეტი.

იქმნება შთაბეჭდილება თითქოს საკრებულომ ის პოლიტიკური დავალებით ხელოვნურად ჩააგდო. არ ვიცი, ვის რა დავალება ჰქონდა, მაგრამ იმ მიზეზებს ჩამოვთვლი, რის გამოც ბიუჯეტის პროექტს თავად არ დავუჭირე მხარი“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
საკრებულოს დეპუტატმა პირველ  მიზეზად ბიუჯეტის პროექტში მთელი რიგი მუხლების გაუმჭირვალობა დაასახელა.

მისი განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ისმოდა კითხვა, თუ რა თანხა შეიძლებოდა აუთვისებელი დარჩენილიყო, 2013 წლის მიწურულს მერიამ იმავე წლის ბიუჯეტში ნარჩენი თანხის სახით ჯამში 55 მილიონი ლარი უცებ აღმოაჩინა.

კაციტაძის თქმით, სრულიად ბუნდოვანია, თუ რაში უნდა დაიხარჯოს ხსენებული თანხა.

,,55 მილიონი ერთ ფურცელზე შემდეგი სახითაა გაწერილი: მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება – 10 მილიონი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები – 15 მილიონი, ძველი თბილისის ბიუჯეტი – 15 მილიონი. საბავშვო ბაღები – 5 მილიონი. ფესტივალი  – 10 მილიონი და ამ ყველაფერმა ჯამში 55 მილიონი გვაჩვენა, მაგრამ ამის მიღმა რა პროექტები დგას და რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა, ძალიან ბუნდოვანია“, – აღნიშნა მან.
ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის მეორე მიზეზად დეპუტატმა  ხარჯვითი ნაწილის ფარგლებში არასწორად განსაზღვრული პრიორიტეტები დაასახელა. მან ამის ერთ-ერთ მაგალითად თბილისის სატელევიზიო ანძის გასანათებლად ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფა დაასახელა. ამ დროს კი, კაციტაძის თქმით, უპოვართა და უსახლკაროთათვის თავშესაფრების ასაშენებლად და ბინათმოწყობისათვის მხოლოდ 300 000 ლარია გათვალისწინებული.

,,თბილისის მერიამ შემოგვთავაზა 9 სხვადასხვა მიმართულება და 9 დან ერთ-ერთი ეკონომიკური განვითარება იყო. მოგეხსენებათ, ამ პრიორიტეტის მიღმა დგას მუნიციპალური საწარმოების შემქნა, ანუ დასაქმების პროგრამის გადაწყვეტა, მერიამ კი ეს მიმართულება მხოლოდ ერთ პროცენტში მოაქცია. ანუ 5,4  გამოყო ეკონომიკისთვის თბილისში. მიმაჩნია, თუ თემა პრიორიტეტულია, ის არ შეიძლება იყოს ჩაკეტილი მხოლოდ ერთ პროცენტში, ისიც იმ პროცენტში, რომელიც ეკონომიკის განვითარებასა დასაქმების საკითხებს ეხება“,- განაცხადა მამაუკა კაციტაძემ.

მესამე მიზეზი საკრებულოს წინადადებების სრული იგნორირება გახდა.

მამუკა კაციტაძის განმარტებით, თბილისის მერიამ ბიუჯეტის პროექტი 730 მილიონი ლარით განსაზღვრა, საკრებულოს კი 15,6 მილიონი ლარის ფარგლებში გასახორციელებელ ცვლილებებზე უთხრა უარი. რაც კაციტაძის შეფასებით, მერიის მხრიდან საკრებულოს სრულ იგნორირებასა და არაკოლეგიალობას ნიშნავს.

,,მერია თვლის, რომ ისევ იმ მოცულობაზეა, როცა ამბობდა, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, საკრებულოს არავინ არაფერს არ კითხავსო. მას უბრალოდ არ გასჩენია სურვილი, რომ ამ ნამატი 55 მილიონ ლართან დაკავშირებით დალაპარაკებებოდა საკრებულოს“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ და დასძინა, რომ ბიუჯეტი არა მერიის სურველებზე, არამედ დედაქალაქზე და თბილისელებზე უნდა იყოს მორგებული.
საკრებულოს დეპუტატი გამოსავალს ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის მიზეზებზე თბილისის მერიასა და საკრებულოს პრაგმატულად მსჯელობაში ხედავს, რათა დედაქალაქს „ფინანსური სტაბილურობა“ ჰქონდეს“.

,,მიუხედავად იმისა, რომ არც ე.წ. უმცირესობას და არც უმრავლესობას წარმოვადგენ, მზად ვარ ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში.

ასევე აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, როდესაც თბილისის ბიუჯეტი ჩავარდა, ნაციონალური მოძაობის 24 დეპუტატიდან საკითხს მხარი მხოლოდ 18 დაუჭირა. ანუ ნაციონალური მოძრაობაც არ გახლადათ ერთგვაროვანი.

პირველად გვეძლევა საშუალება, რომ დედაქალაქს ჰქონდეს ფართო ბიუჯეტი, მე პირადად ვაცხადებ მზადყოფნას, მერიასთან და საკრებულოსთან გავიარო კონკრეტული თეემბი და დავასტაბილუროთ ქალაქის ფინანსური მდგომარეობა“,- განაცხადა მამაუკა კაციტაძემ.
მერიამ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 29 დეკემბრის სხდომაზე წარადგინა, თუმცა ხმათა უმრავლესობით აღნიშნული დოკუმენტი ჩავარდა.

15.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”

10 years ago
კობახიძე ამბობს, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

კობახიძე ამბობს, რომ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

5 years ago

“ასი პროცენტი იმ პრობლემების გადაჭრისა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის განათლების სისტემაში”

9 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სააპელაციო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო

9 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by