ბათუმის ზღვაში საათზე მეტია, კაცს ეძებენ.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. როგორც უწყებაში გვითხრეს, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და მასში ჩართულია მყვინთავთა ჯგუფიც.






