• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2013 წელს შსს-ს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა მკვეთრად იმატა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
2013 წელს შსს-ს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა მკვეთრად იმატა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1604674_751663438195754_178331248_nშინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი მინისტრის წინაშე 2013 წლის მანძილზე შესრულებული საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

ანგარიშთან დაკავშირებით შს ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც 3 მიმართულებით განხორციელებულ ძირითად მიღწევებზეა საუბარი.

“საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 3 ძირითადი
მიმართულებით: საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა და დონორთა კოორდინაცია.
ანგარიშში მოყვანილია ზემოხსენებული 3 მიმართულებით განხორციელებული ძირითადი მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიცირებითა თუ ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა შემდეგი 5 ძირითადი მიმართულებით:

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა;

საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა; მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება; რეადმისია”, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში საქართველომ სულ 23 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა, რომელთაგან თითქმის ნახევარი (12) დადებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

“გარდა ამისა, 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ აგრეთვე ინიცირებული და ხელმოწერილი იქნა 3 მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად მოიმატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა (მაგ. 2006 და 2007 წლებში შსს-ს გაფორმებული აქვს სულ 4 შეთანხმება, 2008 წელს – 0; 2009 წ – 1 შეთანხმება; 2010 წ – 4 შეთანხმება, 2010 და 2011 წლებში – სულ 18 შეთანხმება, ხოლო მხოლოდ 2013 წელს – 15 შეთანხმება)”, – განმარტავენ უწყებაში.
ამასთან, მათივე ცნობით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და ინიცირებული აქვს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი.

“მათ შორის აღსანიშნავია მონაწილეობა “პოლიციის შესახებ” ახალი კანონის შემუშავებაში. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო. 2013 წლის მარტსა და მაისში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შს მინისტრის ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში, სადაც ჩატარდა შეხვედრები ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალი დონის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ევროკავშირის საშინაო საქმეებში უმაღლეს კომისართან, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის უმაღლეს კომისართან, ბელგიის შს მინისტრთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გენერალური მდივნის თანაშემწეებთან. ასევე განხორციელდა შს მინისტრის ორმხრივი ვიზიტები და შეხვედრები მის კოლეგებთან: აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, აშშ-ში, ბელგიაში, ავსტრიაში, თურქეთში, საფრანგეთში, ბელორუსში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში”, – აცხადებენ სამინისტროში. 

16.01.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In