• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა რეგულაციები დაუწესდებათ ტაქსის მძღოლებს?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1 აგვისტოდან თბილისში მოქმედ ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ და საკრებულომ ტაქსების სფეროს რეგულირების  წესები მიიღეს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს ელექტრონულად შეუძლია ნებართვის მიღების პროცედურის გავლა.

„ამოქმედდა ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, იგი ნებისმიერ მსურველს სახლიდან გაუსვლელად რეგისტრაციისა და ნებართვის მიღების მარტივ და მოსახერხებელ პროცედურას სთავაზობს. ვებგვერდზე  შესაბამისი საფეხურების გასავლელად საკმარისია პირადი მონაცემების, მართვის მოწმობისა და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა. ნებართვის მიღება, ასევე, შესაძლებელია რაიონულ გამგეობებშიც, სადაც თბილისის მერიიდან გამოყოფილი თანამშრომლები ნებისმიერ მსურველს ვებგვერდზე რეგისტრაციისა და საბუთის მიღების პროცედურების გავლაში დაეხმარებიან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, დედაქალაქის მერიამ ნებართვის მისაღებად სიმბოლური თანხა დააწესა: ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის – 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის – 50 ლარი, ხოლო ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის წახალისებისთვის, ელექტრომობილების მფლობელები ნებართვას უფასოდ მიიღებენ. ნებართვის მისაღებად 2-თვიანი ვადაა დაწესებული.

„მსურველებს საბუთის მიღება 1 ოქტომბის ჩათვლით შეეძლებათ. იგი ძალაში იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე. საბუთი ნებართვის მფლობელმა უნდა ამობეჭდოს და ტაქსის სალონში თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრას. ამავდროულად, მან ავტომობილის ძარაზე უნდა განათავსოს ყვითელი ტაქსის ნიშანი. 1 ოქტომბრიდან საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით საპატრულო პოლიციისა ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ“, – განაცხადა მაია ბიძაძემ.

მისი თქმით, მიღებული რეგულაციები ტაქსით მომსახურების სფეროს დახვეწისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და იგი თბილისის ტაქსებში მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული სერვისის სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

„ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა საზოგადოებას, თუმცა დეტალები ოქტომბერში გახდება ცნობილი. სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება, ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალურ მხარეს – ფერს, გარდა ამისა, განისაზღვრება დამატებითი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსების მიმართ“, – განმარტა თბილისის მერის მოადგილემ.

მაია ბითაძის თქმით, მსჯელობა ტაქსების სფეროში მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობა, მათ შორის ტაქსების სერვისში ჩართული კერძო პირები და კომპანიები თბილისის მერიის მხრიდან ინფორმირებულნი იყვნენ. რეგულირების პროცესში მონაწილეობდა როგორც თბილისის მერია, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. მუნიციპალიტეტს, ასევე, დაეხმარნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტები.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ოკაცეს კანიონი გაიხსნა

ოკაცეს კანიონი გაიხსნა

8 years ago
„ყოფილი არაა არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა, მერამდენე შემთხვევაა უკვე!“ – გურამ შეროზია

„ყოფილი არაა არავის საკუთრება, შეიგნეთ ამ ხეპრეებმა, მერამდენე შემთხვევაა უკვე!“ – გურამ შეროზია

3 years ago

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

10 years ago
“აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა” – რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

“აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა” – რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

3 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by