ყურის ტკივილი შეიძლება თავს მოულოდნელად დაგატყდეთ და იმდენად შემაწუხებელი იყოს, რომ მისი იგნორირება შეუძლებელი გახდეს. ის განსხვავებული მიზეზებითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორიცაა ინფექცია, ანთება ან წნევის ცვლილება.
ფრანგული წარმოების ოტიპაქსის ყურის წვეთები ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობისთვის, ტკივილისა და ანთების შემცირებასა და დისკომფორტის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. პრეპარატს, რომელიც როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვისაა განკუთვნილი, აფთიაქებში რეცეპტის გარეშე შეიძენთ.
რა არის ოტიპაქსი და როდის გამოიყენება იგი?
ოტიპაქსი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ფენაზონსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს შეიცავს. ყურის წვეთებში დამხმარე ნივთიერებების სახით ასევე შედის ნატრიუმის თიოსულფატი, ეთანოლი, გლიცეროლი და გამოხდილი წყალი.
ფენაზონი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ანთების შემცირებასთან ერთად, ტკივილის მოხსნაში მონაწილეობს.
ლიდოკაინი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც ტკივილის სწრაფად და ეფექტიანად მოხსნას უზრუნველყოფს.
ოტიპაქსში შემავალი ეს ინგრედიენტები ყურის ტკივილისა და ანთების წინააღმდეგ ერთად, სინერგიულად მოქმედებენ. პრეპარატს შუა ყურის ანთების, იმავე ოტიტის დროს იყენებენ. ის ეფექტიანია ბაროტრავმით (წნევის ცვლილებები) გამოწვეული ყურის ტკივილის დროსაც.
რა არის პრეპარატის უპირატესობები?
ოტიპაქსი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება, რაც შეიძლება პრეპარატის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.
პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოტიპაქსი ტკივილის სწრაფად შემსუბუქებას უზრუნველყოფს. პრეპარატში შემავალი ლიდოკაინი თითქმის მყისიერ ეფექტს იწვევს. ტკივილის შემცირება ოტიპაქსის ჩაწვეთებიდან დაახლოებით 5 წუთში იწყება.
ამასთან ერთად, პრეპარატში შემავალი ფენაზონის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დისკომფორტის ძირეული მიზეზის აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.
პრეპარატის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ადგილობრივი მოქმედებაა. როგორც ადგილობრივი სამკურნალო საშუალება, ოტიპაქსი უშუალოდ დაზიანებულ არეალზე ზემოქმედებს, რაც სისტემურ გვერდით ეფექტებს ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ყურის წვეთები უსაფრთხოა ნებისმიერ ასაკის პაციენტისთვის. ის განკუთვნილი, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ჩვილებისთვისაც კი. ვინაიდან პატარები ტკივილის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან, ეს პრეპარატის მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
დაბოლოს, ოტიპაქსი არ შეიწოვება სისტემურად, რაც მას უსაფრთხოს ხდის ორსული ქალებისა და მგრძნობიარე ორგანიზმის მქონე ადამიანებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, პრეპარატს მითითებების შესაბამისად გამოიყენებენ.
როგორ გამოვიყენოთ ოტიპაქსი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
როგორც ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, სიფრთხილის გამოჩენა ოტიპაქსის გამოყენებისასაც გმართებთ. პრეპარატის ეფექტიანობა საუკეთესოდ ვლინდება ინსტრუქციისა და მითითებების გათვალისწინების შემთხვევაში.
ჩვეულებრივ, ექიმი პრეპარატის დღეში 2-3-ჯერ, 4 წვეთის დოზირებით გამოყენების რეკომენდაციას გასცემს. ოტიპაქსი გარეთა სასმენ მილში უნდა ჩაიწვეთოთ. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატით მკურნალობა 10 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება ყურის წვეთების გამოყენების წესს, ოტიპაქსის ბოთლი ხელში რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიჭირეთ, რათა ხსნარი შეთბეს. ეს მისი უფრო კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს.
გადახარეთ თავი, ან დაწექით ისე, რომ მტკივანი ყური ზევით მოექცეს, რაც წვეთების დაზიანებულ ადგილამდე მოხვედრას შეუწყობს ხელს. ამის შემდეგ, პრეპარატი არხში საწვეთურის ყურთან შეხების გარეშე ჩაიწვეთეთ, ექიმის მიერ რეკომენდებული დოზებით.
ამ პოზაში 5-10 წუთის განმავლობაში უნდა დარჩეთ, რათა მედიკამენტმა ეფექტიანად იმოქმედოს.
თუ პრეპარატის მითითებების შესაბამისად, დანიშნული დოზებით გამოყენების შემდეგ ტკივილი მაინც გაგრძელდება ან გაუარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა უფრო სერიოზული დაავადებები გამოირიცხოს.






