• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„გარემოსდამცველთა 3 000 ორგანიზაციაა დარეგისტირირებული საქართველოში, გაუგებარია ჩემთვის ის ფაქტი თუ რატომ დუმან ეს ადამიანები“

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დედაქალაქში შექმნილ მძმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საზოგადოებაში დიდიხანია საუბრობენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2009–2011 წლებში თბილისის მერიის დაკვეთით, ქალაქის ტერიტორიაზე მოჭრილია 5065 ძირი ხე და ამ რაოდენობამ დღესდღეობით საგრძნობლად იმატა. ამას გარდა, მერიის მხრიდან გასხვისებულ ტერიტორიებზეც სხვადასხვა ობიექტების მშენებლობას ასეულობით ხე შეეწირა. დღეს  მწვავე პრობლემურ საკითხად რჩება ვაკის პარკში, ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს  მშენებლობა. მერიის წინ გაიმართა რამდენიმე აქცია პარტიზანი მებაღეების ინიციატივით, რომელთაც ასეულობით ადამიანი შეუერთდა. 

აქციის ორგანიზატორისა და მონაწილეების მოთხოვნას, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა  გიორგი ქორქაშვილმა  უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება, არ მოიჭრება ხეები და გარემო არ დაზიანდება:”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრებაში, რადგან მოსახლეობას ამ საკითხზე მწვავე რეაქცია აქვს და ბევრი კითხვა არსებობს, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ იმდენჯერ რამდენჯერაც სურვილი ექნებათ.“ აქციის ორგანიზატირები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება და საკრებულოს მხარდაჭერით, გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონას და საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს.  ჯერჯერობით, ამ საკითხზე მხოლოდ რამდენიმე გარემოსდამცველთა არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურობს. „თბილისი თაიმსს“   მიმდინარე მოვლენებსა და სხვადასხვა დეტალებზე ესაუბრა, პარტიზანი მებაღეების აქტივისტი ნატა ფერაძე.

1016201_706986492665963_1929064356_nქალბატონო ნატა, რადგან პირველად ვაკის პარკში მიმდინარე მოვლენებზე პროტესტი პარტიზანი მებაღეებისგან წამოვიდა, ორიოდე სიტყვით გაგვაცანით რა მოძარაობა, ხშირად როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ისე მოგიხსენიებენ, რას წარმოადგენთ და რას საქმიანობთ? ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, არ გვაქვს ოფისი, მხოლოდ ფეისბუქ “გვერდზე” გაერთიანებული თავისუფალი მოქალაქეების ერთობა ვართ  და ერთად ვგეგმავთ  ღონისძიებებს. გვაქვს გასვლები სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც ვრგავთ ან ვრწყავთ ხეებს. დარგვის აქციები ხშირად მიმდინარეობს, დღესდღეობის 300მდე ძირი ხე გვაქვს დარგული. ვაკის პარკში  სასტუმროს მშენებლობის შესახებ როდის გაიგეთ და რა ნაბიჯები მოჰყვა ამას თქვენი მხრიდან? მერიის ვებ-გვერდზე იდება ინფორმაციები სხვადასხვა ინვესტიციების ან მშენებლობების შესახებ. ჯერ კიდევ ვაკის პარკის რეაბილიტაცია, როცა დაიწყო მაშინ გვქონდა შეხვედრები თბილისის მერიის გამწვანების სამსახურთან როდესაც რეაბილიტაციის ფარგლებში „ოქროს ხეების“ დარგვას აპირებდნენ, რაც შემდგომ გააუქმეს. შემდეგ, აპირებდნენ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ქვაფენილების დაგებას და ჩენივე მოთხოვნით  მათი  დიდი რაოდენობა არ დაიგო. რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით შევიტანეთ განცხადება, ასევე წარმოვადგინეთ სპეციალური პეტიცია, რომლის ხელმომწერებმაც მოვითხოვეთ მორატორიუმის გამოცხადება სანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით. 1512619_706986549332624_651654527_nსამომავლოდ რას გეგმავთ, რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები? ჩვენ მერიის წინ ჩავატარეთ რამდენიმე აქცია, ბოლო აქციაზე მუსიკოსებიც შემოგვიერთდნენ, აქციის დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი მერიაში ამ საკითხის განხილვა, თუმცა განხილვაზე ინვესტორი არ მოვიდა.  შევიტანეთ სარჩელი მერიის იურდიულ სამსახურში, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ  სარჩელი არავითარ შემთხვევაში ინვესტორის სახელზე არ უნდა შეგვეტანა, რადგან წაგების შემთხვევაში მშენებლობის გაცდენილ თითოეულ დღეს ჩვენ აგვანაზღაურებინებდნენ. ამ ეტაპზე, ველოდებით სევდია უგრეხელიძის პასუხს, რომელმაც წინა დღეებში განაცხადა, რომ მშენებლობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და არგუმენტებად ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას ასახელებს, რაც სარეკრიაციო ზონის განადგურების ხარჯზე მოხდება, ეს კი ჩვენთვის მიუღებელია. ასევე ველოდებით მერიის იურიდიული სამსახურისგან ჩვენ მიერ შეტანილი განცხადების პასუხს და უახლოეს დღებში უნდა შევადგინოთ ალტერნატიული (პარტიზანული) დაცვის გეგმა. რამდენადაც ვიცით, ვაკის პარკში მიმდინარეობს  პარტიზანების მორიგეობა, არსებობს ცხელი ხაზიც, როგორ ხდება ამ ყველაფრის მობილიზება და რა მდგომარეობაა დედაქალაქის სხვა უბნებში? დიახ, მორიგეობა ინტენსიურად მიმდინარეობს, არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც თუ მოგვივა შეტყობინება მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ბევრნი დავირაზმებით და მივალთ, ხელს შევუშლით. გარდა მორიგეობისა, ვგეგმავთ სპეციალური კარვების დადგმას, რომელიც უპრეცედენტო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,  ჩვენ მოვაწყობთ პიკნიკს, ჩავატარებთ საგანმანათლებლო ლექციებს და ეს იქნება სოციალური აქტივობის კერა. რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, ჩვენ ყოველდღიურად  შემოგვდის სიგნალები სხვადასხვა უბნებიდან, სადაც მასიურად იჭრება ხეები, ნადგურდება მწვანე ნარგავები და ამ მხრივ, საერთო ფონი თბილისის მაშტაბით კატასტროფულია. 1525556_706986642665948_234914064_nმერიის გარდა, თუ გქონდათ სამთავრობო წრეებთან  ან საკრებულოში შეხვედრები? დიახ,საკრებულოში შეხვედრა გვქონდა, თუმცა ისინი მხოლოდ ბოლო ცხრა წლის პრობლემებზე წუხილს გამოთქვამენ და ეს შეხვედრებიც ერთგვარი მძიმე ღუზა, შემაფერხებელი აღმოჩნდა ჩვენთვის, უბრალოდ დრო და რესურსი დავკარგეთ იმის იმედით, რომ ნამდვილად დაგვეხმარებოდნენ. გარდა ამისა გვქონდა, ბატონ დავით ნარმანიასთან შეხვედრაც, სამთავრობო წრეებიდან და პოლიტიკური  პარტიებიდან მოგვდის ხმები ამ პრობლემასთან დაკავშირებით , თუმცა დასაიმედებელი არაფერი. ცალსახაა ის ფაქტიც, რომ  არ არის ამ პროცესში ჩართული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით? სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ვართ მხოლოდ ჩვენ, „უსაფრთხო სივრცე“, „მწვანე ალტერნატივა“ და მოსახლეობა. გარემოსდამცველთა 3 000 ორგანიზაციაა დარეგისტირირებული საქართველოში, ეს ძალიან დიდი რიცხვია, გაუგებარია ჩემთვის ის ფაქტი თუ რატომ დუმან ეს ადამიანები.  ამ ორგანიზაციებიდან თითო კაცი, რომ გამოეშვათ აქციებზე წარმოიდგინეთ რამედნი ვიქნებოდით. “ 1604790_706986792665933_1414921844_nშეგახსენებთ, რომ  თბილისში მიმდინარე აქციებს საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მუსიკოსები,ხელოვანები,მსახიობები შეუერთდნენ და თანადგომა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს. გარდა ამისა, ვაკის პარკის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ქალაქ მცხეთაში, ერევანში, ბერლინსა და მიუხენში.     17.01.14 ნათია კეკენაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

9 years ago

„სახალისოა, აკეთო შეუძლებელი!“ – უოლტ დისნეის გზა ნახშირის ნატეხიდან დიდ მულტიპლიკატორობამდე

8 years ago
მამუკა ბახტაძე – შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპაში და საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს ამ მიმართულებითაც

მამუკა ბახტაძე – შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპაში და საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს ამ მიმართულებითაც

7 years ago

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by