• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სტალინმა კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გადასახადებისგან გაათავისუფლა”?!

13 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“სტალინმა კათოლიკოს–პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გადასახადებისგან გაათავისუფლა”?!
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

168 (1)

 

არქიმანდრიტ ანტონს (გულიაშვილი) სტალინზე ბევრი სმენია და წაუკითხავს. როცა საქართველოს კათოლიკის-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა, მამა ანტონი 12 წლის გახლდათ. კარგად ახსოვს, რომ კათოლიკოს–პატრიარქის დასაფლავების დღეს სტალინის მიერ მორთმეული გვირგვინი იმხელა იყო, რომ უწმინდესის კუბოს ფარავდა.

მამა ანტონი: 

– სტალინისა და კალისტრატე ცინცაძის ურთიერთობა მეგობრობად შეიძლება ჩაითვალოს. სწავლობდნენ სემინარიაში, შემდეგ რაღაც მიზეზების გამო სტალინი სემინარიიდან გარიცხეს. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ სტალინი სახელმწიფოს ხელმძღვანელი გახდა, მათ შემდეგაც დიდი მეგობრული კავშირი ჰქონდათ. იყო ასეთი შემთხვევა: ომიანობის შემდეგ საპატრიარქოში ახლაგაზრდა ვაჟი ჩამოვიდა, რომელიც ინკასატორი აღმოჩნდა, სინათლის დიდი დავალიანება გაქვთ გადასახდელიო. უწმინდესმა უთხრა, რამდენიმე დღე მაცალე, შვილო, და მერე მოდიო. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდა ის ახალგაზრდა საბუთით ხელში. უწმინდესს სთხოვა, მომიწერეთ ხელი ამ საბუთზე, თქვენ გადასახადიდან განთავისუ

 

ფლებული ბრძანდებითო. როგორც ჩანს, უწმინდესმა სთხოვა და სტალინმა გადასახადისგან გაანთავისუფლა. კათოლიკოსმა ხელი მოაწერა კ.პ.კ. ახალგაზრდა ინკასატორმა უთხრა, ბიძია, ეს რა არის, ხელი უნდა მოაწეროთო, – მე გირჩევ, მხოლოდ სახელის გულისთვის იცხოვრო და კარგი კაცი დადგებიო. აქ ჩემი სახელიც და წოდებაც არისო.

– მამაო, როგორი დამოკიდებულება იყო სახელმწიფო მოხელეებსა და ეკლესიას შორის? 
– ომიანობის დროს როგორც რუსული, ისე კათოლიკური ეკლესიის მოწოდება იყო, რომ სამშობლოს გასაჭირში უნდა დავეხმაროთო. რუსეთმა დიმიტრი დონსკოვის სატანკო დივიზია შექმნა და ჩვენმა ქართულმა ეკლესიამ შეგროვილი ფულით თვითმფრინავები შესწირა (მგონი 5 თვითმფრინავი, ზუდსტად არ მახსოვს). გარდა ამისა, მრევლმა ზოგმა წინდები მოქსოვა, ზოგმა სამოვარი ჩააბარა. რისი საშუალებაც ჰქონდათ, არ ენანებოდათ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ასეთი თბილი და კარგი დამოკიდებულება იყო, ოღონდ არაპოლიტიკური – ადამიანური.
– მამაო, კალისტრატე ცინცაძესა და სტალინს შორის ურთიერთობა მაშინაც გრძელდებოდა, როცა სტალინი კრემლში იყო? 
– როგორც ჩანს, მათ შორის მეგობრობა და მიწერ–მოწერა გრძელდებოდა. სტალინის თანაკურსელი იყო ვინმე გვარამაძე ხაშურიდან. სტალინმა გაიგო, რომ გაჭირვებული კაცი იყო და ყოველთვიურად უგზავნიდა მას გარკვეულ თანხას. ყველაზე დიდი დასტური იმისა, რომ სტალინსა და კათოლიკოსს მეგობრული კავშირი ჰქონდათ ჩანს იქედან, რომ კათოლიკოსის გარდაცვალების დღეს, 1952 წელს, როცა მე უკვე 12 წლის ვიყავი, უწმინდესის კუბოსთან იდგა უზარმაზარი გვირგვინი, მეტრ–ნახევარზე მეტის იქნებოდა და, რა თქმა უნდა, დეპეშა სტალინისაგან.
– სტალინის რელიგიურობაზე ბევრს საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ ღრმად სწამდა, მაგრამ უმეტესობა მას როგორც ტირანს, ისე მოიხსენიებს, სინამდვილეში მორწუნე იყო? 
– სტალინი დღევანდელი ყალბი კომუნისტების ენით იყო ტირანი. ისევე, როგორც ყალბი მორწმუნეების. არ მწამს ისეთი მორწმუნეების, რომლებიც ჯერ პარტბილეთებს აფრიალებდნენ და მერე უცებ მორწმუნეები გახდნენ. ჩემი პირადი შეხედულებით, რაც მე მინახავს და უფროსებიგანაც გამიგია, სტალინი მორწმუნე იყო.
– მამაო, რუსეთის მაშინდელ პატრიარქთან ალექსი |–თან თუ ჰქონდა ისეთივე მეგობრული დამოკიდებულება, როგორიც კათოლიკოს კალისტრატე ცინცაძესთან აკავშირებდა? 
– სტალინს ახლო დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის პატრიარქ ალექსი |–თან. სტალინი ფანჯარასთან იდგა. დაინახა თუ არა მოწვეული პატრიარქის მანქანა ეზოში შემოსული, მივიდა და სადარბაზოსთან დახვდა. ტირანი ამას ვერ გააკეთებდა, მით უმეტეს, ურწმუნო. ურწმუნო და ათეისტი მღვდელს ციხეში სვამდა. სტალინმა ჩამოართვა სიტყვა ალექსი |–ს, რომ მოვკვდები წესი შენ უნდა ამიგოო. ალექსიც დაჰპირდა. როცა სტალინი გარდაიცვალა, არეულობა იყო. ყველა საკუთარ თავზე ფიქრობდა. სტალინი სვეტებიან დარბაზში ესვენა, დასაფლავების დრო მოვიდა. უწმინდესმა ალექსიმ თქვა, მე სიტყვა მივეცი – წესი უნდა ავუგოო. წინ აღუდგა. ნიკიტა ხრუშჩოვი მიუხედავად ამისა, უწმინდესმა მაინც აუგო წესი. იყო ასეთი შემთხვევაც, სტალინი ძირითადად ქალაქგარეთ, აგარაკზე ცხოვრობდა. მძღოლს ატანდა სიას, მეორე დღისთვის რაც უნდა მიეტანა. ქაღალდზე წიგნების ჩამონათვალი იყო. ბოლოში ეწერა: “გარდა ათეისტური მაკულატურისა”. მოსკოვში, ზაგორსკში, სემინარიის შენობაში არის მუზეუმი, ერთ–ერთ კუთხეში მოთავსებულია პატრიარქ ალექსის კაბინეტი, სადაც მისი ნივთები ინახება. ამ ნივთებს შორის არის 3535 ზომის ე.წ. “შკატულკა”, რომელზეც სლავურ, ბიბლიურ გამონათქვამებთან მიახლობული წარწერაა: “სახსოვრად მოსკოვის პატრიარქ ალექსი პირველს სტალინისაგან.”
– შესაძლებელია, რომ სტალინს უწმინდესებთან ასეთი ურთიერთობა სჭირდებოდა? 
– არა მგონია, სტალინი ის კაცი ყოფილიყო, რომ ეფარისევლა. ის იყო ღრმად მორწმუნე, რომელმაც იცოდა ჩადენილი საქმეები, რაც სახელმწიფოს ასე სჭირდებოდა, მაგრამ ის, რომ მან აღსარება და გარდაცვალების შემდეგ წესის აგება მოითხოვა, ეს უკვე მის ურწმუნოებაზე ყოველგვარ ეჭვს ფანტავს.
– სტალინი გარდაცვალებამდე ეზიარა? 
– გადაწყვეტილად ვერ ვიტყვი, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეზიარა. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: “არა ყოველი რომელნი მითქმდეს მე – უფალო, უფალო, არის ჩემდა ღირს, არამედ რომელნიც ქმედობდეს საქმესა ჩემსა”. მთავარია საქმით იყო მორწმუნე. სტალინი სიკვდილის წინ ამბობდა: “მოვა დრო, როდესაც მიწასთან გამასწორებენო”. ის იმდენად ჩახედული იყო სარწმუნოებაში, რომ თითქმის წარმოიდგინა და თავი გაუსწორა მაცხოვარს, მან თქვა, მოვა დრო, როდესაც მე მაწამებენ თქვენი გულისთვის. სტალინის ნათქვამი ახდა, ის მიწასთან გაასწორეს, მაგრამ დღეს ბევრს ვიცნობ, ვინც მის დროს შენატრის. დღეს არ ასახელებენ, მაგრამ საქმიდან ჩანს, რომ სტალინის პოლიტიკას ბევრი უბრუნდება. რუსეთში ძალიან ბევრი მას დადებითად ახსენებს, განსაკუთრებით ხალხი, რომელთაც ომის პერიოდი გადაიტანეს.
– მისი მმართველობის დროს ბევრი ეკლესია–მონასტერი იყო დანგრეული და მღვდელმთავრები დაჭერილი. თუკი მორწმუნე იყო, რატომ დაუშვა ასეთი რამ? 
– “არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს”. უცოდველი არავინაა, ბუმბერაზი სახელმწიფოს მეთაური თავისთავად იყო ცოდვების ჩამდენი, მაგრამ საკითხავია, თვითონ ჩადიოდა ცოდვებს, თუ სხვა სარგებლობდა მისით. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სტალინის სახელი ბოროტად გამოიყენეს. ეს იყო ბერია, კაგანოვიჩი, რომლებიც ეკლესიების გამანადგურებლები იყვნენ. სტალინის დანაშაული ალბათ ის იყო, რომ მათ ასე ღრმად ენდო. წმინდა დავით წინასწარმეტყველის წიგნში წერია, რომ “არა ენდო კაცს, მათში არს ღირს ცხონება, ყოველივე კაცი ცრუ არის”. სტალინი ენდო თანამემამულეებს. პატრიარქ სერგის ცხოვრებაში მოთხრობილია – როდესაც ომი დაიწყო სტალინმა, მოიწვია სამი მღვდელმთავარი – რუსული ეკლესიის მოსაყდრე სერგი, ლენინგრადის მიტროპოლიტი, შემდეგ უკვე კათოლიკოს–პატრიარქი ალექსი და მიტროპოლიტი ნიკოლოზი. სტალინმა ჰკითხა მათ, რა გაეკეთებინა ასეთ რთულ მდგომარეობაში, ალექსიმ უპასუხა, რომ დახურული ეკლესიები უნდა გახსნილიყო, გადაიხედოს საქმეები პატიმრობაში მყოფი სამღვდელოების, გაიხსნას სასულიერო სასწავლებლები. მერე სტალინმა ჰკითხა, უმაღლესი სასულიერო პირები რატომ დადიან ბაზარში და ფეხით. მათ პირდაპირ უპასუხეს, რომ მანქანები არ ჰყავდათ, ცხოვრება კი ყველა სულიერს უნდა. ეს შეხვედრა საიდუმლო იყო და ამ შეხვედრის შესახებ ოქმიც არ დაწერილა. მაგრამ შედეგი გამოჩნდა – ეკლესიების და სემინარიების გახსნა დაიწყეს. ციხიდან გაანთავისუფლეს სამღვდლოება, მათ შორის, ჩემი მოძღვარი იოანე კრისტიანკი. მღვდელმთავრებზე დაიწყეს საწყობიდან პროდუქტის გაცემა და მოკლე ხანში ყველას მანქანა მისცეს. შეიძლება კაცს სამღვდელოება სძულდეს და ამდენი სიკეთე გააკეთოს? რაც შეეხება სიმკაცრეს, დღეს ყველაზე კარგად დავრწმუნდით, თუ რა შეიძლება ლმობიერებას მოჰყვეს. შვილი მტრულად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო. მასხოვს სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას მოგონება, შემოვედი მამაჩემთან მოკლე კაბა მეცვა, მაკრატელი შემომატანინა, კაბა მთლიანად შემომაჭრა და მითხრა: ახლა, ასე გადი ქუჩაში და იარეო. სტალინს არ უყვარდა თავის შვილი? ან მაშინ არ უყვარდა ვაჟი, გერმანელზე რომ არ გაცვალა და დაღუპა?
– მამაო, ამბობენ სტალინი მეუღლის მიმართ მკაცრი იყოო. 
– სტალინს ძალინ უყვარდა მეუღლე, მის საფლავზე დღესაც არის ბრინჯაოს ვარდი. მართალია, რომ მეუღლის მიმართ მკაცრი იყო, მაგრამ ის საერთოდ იყო ასეთი, მისი პიროვნება იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. პასკრებიშევის, მისი პირადი მცველის და მდივნის მოგონება არსებობს: სტალინს დაკერებული ჩექმები ეცვა, ერთხელაც პასკრებიშევმა გაიტანა ჩექმები, რომ ახლები შეეკერა, სტალინმა მოითხოვა ჩექმები, როცა მცველმა უთხრა თუ სად წაიღო ისინი, სტალინმა უპასუხა – ამ ჩექმებმა ომი გაიარესო და ის ჩექმები ეცვა სიკვდილამდე. ომგამოვლილი კიტელი ეცვა, როცა გარდაიცვალა. მერე შეუკერეს კიტელი, დააკერეს ოქროს ღილები. ამბობენ, როცა ცხედარი გამოჰყავდათ, ხრუშჩოვმა ოქროს ღილები ახსნაო. დიდ ადამიანზე არ უნდა თქვა ცუდი. შენ არ იცი რა ამოძრავებს მას. შეიძლება სტალინი დღე და ღამე ტიროდა იმ გაცემული განკარგულებების გამო. ჩემი მოძღვარი ამბობდა, არ უნდა გაასამართლო კაცი, ყველა ხედავს ადამიანი როგორ ჩადის ცოდვას, მაგრამ ვრავინ ხედავს როგორ ინანიებს. სტალინის სურვილი იყო, არ გატეხილიყო “რკინის კედელი”. რა მოგვიტანა იმან, რომ დღეს დიდი კაცის შვილი, მეუღლე, თუ საყვარელი ამერიკაში სადილობს და პარიზში თმებს იხვევს. ამან მოგვიტანა შური, სიძულვილი და ნგრევა. ის გრძნობდა შედეგს და საზღვარგარეთ გასვლა იმიტომ აკრძალა. ჩვენ ცუდის შემჩნევა ვიცით და სიკეთის არა. საქმემან შენმამ გამოგაჩინოს შენ.
– მამაო, მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურ “კურსკაია–კალცევაიას” გარემონტების შემდეგ, ერთ დროს წაშლილი წარწერა “სტალინ” კვლავ გამოაჩინეს, როგორ ფიქრობთ, ეს გარკვეული მიზნებისთვის ხომ არ კეთდება? 
– მოვა დრო, როცა მე გამთელავენ, მაგრამ მოვა დრო, როცა მე აღმადგენენ. დაანგრიეს. ახლა მიხვდნენ, რომ მისი აღდგენაა საჭირო. ამაში ცუდი არაფერია.

წყარო: http://sana.ge/
სტილი დაცულია

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ თავიდან ბოლომდე განახლებას საჭიროებს” – მევლუდ მელაძე

11 years ago
გიორგი მარგველაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ჩემთვის სასიამოვნო არ არის“

გიორგი მარგველაშვილი: „ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ჩემთვის სასიამოვნო არ არის“

12 years ago
მიხეილ ბატიაშვილი: „სკოლების მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს შედარებით მარტივი, მაგრამ მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ადგილზე გადაჭრაზე”

მიხეილ ბატიაშვილი: „სისტემური მიდგომით შევქმენით საჭიროებების ბაზა და მოვახდინეთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა”

8 years ago
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

8 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by