• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

2 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად. არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, – ამის შესახებ უწმინდესისმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს, იოანეს, მის თავისკვეთას. თქვენ გახსოვთ, უფალმა იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, რომ ის არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11). ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში არის ხატი, „დეისუსად“ წოდებული, რაც „ვედრებას“ ნიშნავს. მასზე გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი – წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ისინი ევედრებიან უფალს მთელი მსოფლიოსთვის, წმინდა ეკლესიისთვის, ასევე – ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესავთ მათ ლოცვებს, მათ მეოხებას. დღეს კი განსაკუთრებით მხურვალედ მივმართავთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რადგან დღეს არის მისი დღესასწაული.

მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და, პირველ რიგში, გვასწავლის სინანულს; დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რათა მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება. მისი მსახურება დაკავშირებული იყო სინანულთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად. სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს. ჩვენი რწმენა, რომელიც განიცდის მრავალ წინააღმდეგობას, განსაცდელს, ბრძოლას, ასევე – გარედან ზეწოლას, ძლიერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება სინანულის უნარი და სინანულის გამოცდილება. კიდევ რომელი დიდი სათნოების მასწავლებელია იოანე ნათლისმცემელი? შეგახსენებთ, როდესაც მოციქულებმა სთხოვეს უფალს, ესწავლებინა ლოცვა, შემდეგ რა თქვეს? – გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ნათლისმცემელი ასწავლიდა თავის მოწაფეებსო (ლკ. 11, 1). ე. ი. იოანე ნათლისმცემელი არის დიდი მოძღვარი ასევე ლოცვისა.

დღეს ვთხოვოთ მას, ლოცვაც გვასწავლოს, მისი მეოხებით, მისი ლოცვით ეს დიდი სათნოებაც მოვიპოვოთ, რამეთუ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, განსაკუთრებით – წმინდა იოანე ოქროპირი თუ სხვები ასევე, არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი, არათუ უტკბესი და მასზე ძლიერი, არამედ მასთან გათანაბრებულიც კი არაფერი არ არისო, – ასე ამბობენ. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, ლოცვის შედეგად გვეძლევა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი სარგებელიც, მანამდე, სანამ მივიღებთ იმას, რასაც ვთხოვთ ლოცვაში ღმერთს. ჩვენ ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელს თაყვანს ვცემთ, რადგან იგი ეწამა სიმართლისთვის, ჭეშმარიტებისთვის. ამისთვის მოჰკვეთა მას თავი ჰეროდე მეფემ. ჩვენ თაყვანს ვცემთ, რადგან ჭეშმარიტება ყველასთვის უძვირფასესია. რატომ? იმიტომ, რომ მასში არის ხსნა და გადარჩენა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, შეგვაძლებინოს უფალმა და მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში, მოგვცეს სიმამაცე, რომ ყოველთვის ვთქვათ და დავიცვათ სიმართლე. წმინდა იოანე ნათლისმცემლის გარდა, იყვნენ აგრეთვე ძალიან დიდი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც ასევე იტანჯნენ და მოკვდნენ კიდევაც მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლე დაეცვათ, ჭეშმარიტება ექადაგათ და ესწავლებინათ ადამიანებისთვის. თუ ამას ვერ შევძლებთ (ანუ თუ ვერ შევძლებთ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ამისთვის), ის მაინც შევძლოთ, რომ ვიცხოვროთ სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის, რათა სხვებშიც აღვძრათ ეს სიყვარული სიმართლისა და ერთგულება ჭეშმარიტებისა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად მივიღებთ მათგან მადლიან შეწევნას და დახმარებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, სინანულის გზით ვიაროთ და ჩვენთვის, ჩვენი სულების საცხონებლად გადავიდეთ მიწიური ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა. ამინ!  ჩვენთან არს ღმერთი! გაიხარეთ“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.

ShareTweet

ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალი ამბები

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

10/29/2026
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
ახალი ამბები

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები
ახალი ამბები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026
„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
ახალი ამბები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე

10/29/2026
საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა
ახალი ამბები

საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა

10/29/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს 10/29/2026
  • ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა 10/29/2026
  • ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები 10/29/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by