თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა დილით, დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში შვიდამდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
,,ახალგაზრდა გოგოა სამ შვილთან ერთადაა მოყოლილი. სხვა არაფერი ვიცით. ყველას გვეძინა და საშინელი ხმა გავიგეთ…”- ამბობენ მეზობლები.
მაშველები, ამ დრომდე, აფეთქების ადგილას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.













